aa ცარიელი… | beqex.info – beqo's personal blog

Category Archives: ცარიელი…

წერილი ვერა ქობალიას

ვერა ქობალია

ვერა ქობალია


დღეს დილას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს,ვერა ქობალიას მივწერე ძალიან კარგი,გადამუშავებული და უეჭველად წარმატების მომტანი იდეა,რომელიც უდაოდ 360 გრადუსით შეცვლის ქართულ ვებ-სივრცეს უკეთესობისკენ. ამ იდეას განხორციელებისათვის დაფინანსება ჭირდება, თუ დამიფინანსეს პირობას გაძლევთ , რომ ჯინეტი აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ და საგრძნობლად გაიზრდება ჩვენი “წონა” ევროპის ინტერნეტ-ბაზარზე. ველოდები პასუხს,თუ მიპასუხეს საერთოდ …

LEGO-ს სახლი


ყველას გექნებათ გაგონილი, ან სულაც სახლში გაქვთ კომპანია ლეგოს სათამაშოები. ამ კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა სათამაშოების სფეროში. ამ პოსტში წარმოგიდგენთ მცირე ფოტო მიმოხილვას ერთ-ერთი სკოლის, რომლის ერთ-ერთი მიმართულება LEGO კონსტრუქციებია. როგორც ინტერნეტიდან გავარკვიე ამ სკოლაში ეს სფერო დიდი ხანია რაც დაინერგა. მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი დიზაინის კონსტრუქციების შექმნა. რა თქმა უნდა ამ პროცესს LEGO-ს ადმინისტრაცია კურირებს.