aa გმირები | beqex.info – beqo's personal blog

Category Archives: გმირები

26 მაისის ქრონიკა

გთავაზობთ 26 მაისის დარბევის ამსახველ მოვლენებს , რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ არის მოწოდებული

ნაცემი მომიტინგეები

ნაცემი მომიტინგეები

კითხვის გაგრძელება

5 days of August – HD Trailer

2008 წლის აგვისტოს დროინდელი მოვლენების შეხსენება მგონი არავის არ უნდა გვჭირდებოდეს, ალბათ ისიც გახსოვთ, ენდი გარსია რომ ჩამოიყვანეს და მიშას როლი ათამაშეს )) ხოდა სულ მასე ეს ფილმი ოფიციალურად გამოვა, აგერ ცხელ-ცხელი თრეილერი 🙂

ვიცნობდეთ ქართველ გმირებს

ვიცნობდეთ ქართველ გმირებს (აგვისტოს ომი)

ვიცნობდეთ ქართველ გმირებს (აგვისტოს ომი)

მან სიცოცხლე გაიმეტა ჩვენთვის და ჩვენ?
რეზო შატაკიშვილი
8 აგვისტო. ცხინვალი აღებულია. ნაომარი ბიჭები ხეთაგუროვოში, ტყეში ისვენებენ. ჩაფხუტები მოიხსნეს, ჟავშან-ჟილეტები გაიხადეს. მოეშვნენ.
მეთაური ბიჭებს ეტყვის, არ გეგონოთ რომ ომი უკვე მოვიგეთ, ჩაიცვით, დაიხურეთ… იმდენად დიდია პირველი გამარჯვების სიხარული, რომ ბიჭებისთვის ომი მოგებულია.
გიორგი ჯავახიშვილი ალბათ უბედნიერესი კაცი იყო იმ წამებში. აკი უთხრა კიდეც მამამისს, როდესაც ჯარში სამსახური დაიწყო, შენი დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოო.

9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედია

დღეს 9 აპრილია,საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. ვერასოდეს ვერ ვკითხულობ უემოციოდ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობას “ორნი აქა იქ”,რომელიც ცხრა აპრილის სისხლიან ტრაგედიას უაკვშირდება. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ,მინდა რომ თქვენც წაგაკითხოთ…გთავაზობთ ნაწყვეტს :

 

ძალიან გეტკინა, შვილო? – იქა ჰკითხეს.
ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, დართადერთი სამხმოვანება გაისმოდა, მაგრამ ისეთი, მარადიულად წელადი და მომცველი ისე, ვიღას და რაღას არ ჩაიტევდა, და გოგონამაც, ვინც ვეღარ ხედავდა თავის სუსტსა და გამხდარ სხეულს, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ უფრო იყო,ოყო, თანაც, რამდენად უკეთესად და უკეთესი, ფერებს გაოცებული აღიქვამდა და სამხმოვანებით გაჟღენთილიყო, ეს რა ყოფილა ნეტარება, მაგრამ როდესაც ისევ გაუმეორეს, როგორი მაღლივის ხმით მერე, – „ძალიან გეტკინა, შვილო?“- ხმადაბლა მიუგო და უთხრა:
მე არ მოველოდი.
უხილავ თავზე, ჭრილობასთან, წყნარად დაედო ფრთხილი, ფაქიზი,დაუჯერებლად მომფერებელი, დაკოჟრილი დიადი ხელი:
– ჩემი იქნები. აღარაფერი შეგაჭირვებს. აღარასოდეს. გიხაროდენ.
– თქვენ… მაპატიეთ, – მორიდებით უთხრა გოგონამ, ძალიან-ზე მეტად ღელავდა. – თქვენ სწორედ ის ხართ?