aa ისა და.. | beqex.info – beqo's personal blog | Page 2

Category Archives: ისა და..

My goals

გუშინწინ ველაპარაკებოდი facebook-ის მეგობარს, რომელმაც მოიგო green card-ი და უკვე New York-ში ცხოვრობს,სეირნობს Time SQ-ზე, სწავლობს ერთ-ერთი კოლეჯში და მოკლედ, შეიძლება ითქვას აბსლუტური მარაზმიდან , იდეალურ სიტუაციაში მოხვდა… ხოდა ამ საუბრის შემდეგ სიღრმისეულად ჩავფიქრდი,როგორ წარიმართება ჩემი მომავალი,რას მინდა მივაღწიო ცხოვრებაში (მინიმუმ) და ასე შემდეგ… აღმოვაჩინე 4 რამ,რაც ამ ეტაპზე მიტრიალებს თავში და მინდა, რომ ამ 4 მიზანს აუცილებლად მოვასხა ფრთები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მიზანი პირველი , რომელიც აგერ უკვე კარს მომდგომია,არის ის რომ ჩავაბარო იურიდიულ ფაკულტეტზე და ვისწავლო იურისპუდექცია,მივიღო განათლება იმ დონეზე,რომ ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი. ამას რამდენად მივაღწევ,უფრო სწორად რამდენად ჩავაბარებ ჩემთვის სასურველ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტში,სულ მალე, ასე 2 თვეში გამოჩნდება.

New York - ოცნების ქალაქი

New York - ოცნების ქალაქი

მეორე მიზანი, რომლის განხორციელებაზეც დიდი ხანია ვოცნებობ, არის ამერიკაში,კერზოდ კი New york-ში ჩასვლა, ანუ გარკვუელი დროით ცხოვრება , ისე რო ჩემი გადასაწყვეტი იყოს,დავრჩები თუ ჩამოვალ… ეს არ არის მარტო new york-ის live-ში ნახვის დაუოკებელი სურვილი, ეს არის ის ერთი მიზანი,რომელიც როგორც წესი მინიმუმ 5 ახალ მიზანს უსახავს ადამიანს, მითუმეტეს 18-19 წლის ასაკში, ამას აუცილებლად მივაღწევ,უბრალოდ დროის საკითხია…

მიზანი მესამე, მინდა მქონდეს დიიიიიიიიიდი სახლი დიიიიიიიდი ეზოთი, რომელსაც ზუსტად ისე ავაწყობ და დავაწყობ,როგორც მე მენდომება. დიდ სახლში იგულისხმება მინიმუმ 3 სართულიანი , ულამაზესი და უკეთილმოწყობილესი სახლი, რომელის შეძენა/აშენებსაც აუცილებლად შეუწყობს ხელს პირველი ორი მიზნის განხორციელება
მაქვს კიდე 2 მიზანი,რომელსაც გარკვეულ მიზეზთა გამო სხვების წასაკითხად არ დავწერ 🙂 პოსტის ბოლოს კი ყველას გისურვებთ თქვენი ოცნებებისა და მიზნების , ახდენას და მიღწევას

 

პოსტი დამწყები ბლოგერებისათვის


ამ ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან , “როგორ გავაკეთო ბლოგი?” , “როგორ დავაყენო დიზაინი”? და ასე შემდეგ,,,ყველას ცალ-ცალკე რო არ ვუხსნა ეს ყველაფერი,გადავწყვიტე დავწერო პატარა გაკვეთილი wordpress-ის საკუთარ დომენზე დაყენების შესახებ. პირველ რიგში მინდა ვთქვა , რომ wp-ს ინსტალიაცია უმარტივესია, ჯობს ისწავლოთ და თქვენით დააყენოთ,ვიდრე ყოველ პატარა პრობლემაზე სხვა შეაწუხოთ. მაშ ასე,დავიწყეთ : კითხვის გაგრძელება

ბოლოდან ბოლომდე

sex-girls

21 მაისიო, მოვდივართ და მოგვაქო

არ შემიძლია რამე მაინც არ დავწერო ბლოგზე ამის შესახებ, გავა ეს მაისიც და შემდეგი მაისიც და კარგი იქნება მერე გახსენება )) დღეს მეტროში შევდიოდი და გაზეთი მომაჩეჩეს სახალხო კრების გაზეთი, სადაც ყდაზე ეწერა რო 21 მაისს იწყება ბრძოლა გამარჯვებამდე , ერთი სიტყვით მიშასო დედას ვუტირებთო. რო გამოვდიოდი რაღაც Fლაერისავით მომცეს,სადაც იყო ბოლო 3 დიქტატორის გადახაზული სახე გამოსახული და ქვემოთ მიშას სახე,ესღა დაგვრჩაო… აგერაა 21 , ამათ რო არაფრის თავი არ აქვს კი ვიცით ყველამ, ხოდა თუ მოხდა სასწაული და რამე ქნეს ხო კაი და ბოდიშს მოვიხდი ამ პოსტის გამო, მაგრამ 99.9% ვარ დარწმუნებული ვერაფერს ვერ შეცვლიან და მაინც იყოს ეს ნაბღაჯნი, შთამომავლობას შემოენახოს ))

5 days of August – HD Trailer

2008 წლის აგვისტოს დროინდელი მოვლენების შეხსენება მგონი არავის არ უნდა გვჭირდებოდეს, ალბათ ისიც გახსოვთ, ენდი გარსია რომ ჩამოიყვანეს და მიშას როლი ათამაშეს )) ხოდა სულ მასე ეს ფილმი ოფიციალურად გამოვა, აგერ ცხელ-ცხელი თრეილერი 🙂

ტატუ აქ შეჩემა,ეს ცვეტში “იძლევა”

 



“ტატუ აქ შეჩემა,ეს დაიკერება უეჭველი ტო”
“აუ ეს გოგო იმდღეს გავაძრე კლუბში, მაგარი გალეწილი იყო ცვეტში ბოზია”
სხვა მრავალი “გენიალური” ფრაზისა და ვარაუდის გახსენება შეიძლება,რომელსაც ქართველი კაცისგან გაიგებ, თუმცა ახლა მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. რატომღაც ჩემს გარშემო ბევრს გამოუთქვამს ასეთი ვარაუდები ამა თუ იმ გოგოს მიმართ და ვერასდროს ვერ ვიგებ , რატომ ითვლება რო გოგო რომელსაც გამომწვევად აცვია ბოზია, ან გოგო რომელსაც ტატუ აქვს გაკეთებული უეჭველი დაიკერება და ასე შემდეგ…მოკლედ ქართველი ბიჭების უმეტესობის აზრით,გოგო “იძლევა” თუ :

აქვს ტატუ
აქვს პირსინგი
არის ემო
არის სექსუალური
არაა ქალიშვილი
თავისუფლად საუბრობს სექსზე

ზოგადად ბიჭების აზრი ასეთია , “თუ გოგო 16-20 წლის ასაკში ქალიშვილი არაა და არც ქმართან დაუკარგავს ეს ქალიშვილობა,უეჭველი ბოზია და დაიკერება.” ყველა ბიჭზე არაა რა თქმა უნდა ლაპარაკი,მაგრამ ქართული მენტალიტეტი ზოგადად ასეთია და ამას ვერცერთი ვერ ვუარვყოფთ.
იდეაში ამ პოსტს გაგრძელება უნდა ქონოდა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მეც მამრი ვარ ( 😀 ) აღარ გავაგრძელებ ამ პოსტს,თუმცა ვთვლი რო ძირითადი სათქმელი ითქვა, ეს აზროვნება ალბათ კარგა ხანი ვერ შეიცვლება და სანამ 100 ადამიანიდან 40 მაინც იფიქრებს ასე საქარველოში,ევროპელობაზე ნურც იოცნებებთ … ვოტ ტაკ ))

Facebook-ს რომ საუკუნეების წინ ეარსება…

Facebook

Facebook

1. ნოე გააკეთებდა ივენთს, სადაც ყველას მოიწვევდა თავის კიდობანში.

2. ჰიტლერი ატვირთავდა სურათს: “ვინ ვარ მე შენთვის” და დატაგავდა ებრაელებს.

3. ეჭვიანი ოტელო დეზდემონას “fb”-ს პროფილს გაუუქმებდა.

4. მეფე გიორგი თრიაქის ქვეშ მყოფი შეუერთდებოდა GROUP-ს “მე მოვითხოვ მარიხუანას რეალიზაციას”.

5. ცოტნე დადიანის მეგობრები ატვირთავდნენ სურათს წელს ზემოთ შიშველ და თაფლწასმულ მდგომარეობაში, რაზეც ცოტნე დადიანი დაუკომენტარებდა: “აუ როგორ მინდა თქვენთან ერთად”.

ბაღნობა

ბექექს ))

ბექექს ))