aa ისა და.. | beqex.info – beqo's personal blog | Page 4

Category Archives: ისა და..

ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდები მოიხსნა!

mikheil saakashvili
ახლახანს რუსთავი 2-ზე გავიდა სპეც.რეპორტაჟი,სადაც განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა,რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთახნმების საფუძველზე წლევანდელი ეროვნული და საატესტატო გამოცდები მოიხსნა ! ყველა აბიტურიენტი რომელმაც შეიტანა განაცხადი ამა თუ იმ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე,გამოცდების გარეშე ჩაირიცხება და სექტემბერში როგორც სტუდენტი ისე მივა უნივერსიტეტში.როგორც ცნობილი ხდება, ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა შარშან აბიტურიენტების მასობრივმა ჩაჭრამ,რამაც უნივერსიტეტები პრაკტიკულად დააცარიელა.
” მომავალი წლიდან ჩვეულებრივ გაგრძელდება საგამოცდო პროცესები,ხოლო წლევანდელი წელი გამონაკლისად უნდა ჩავთვალოთ” – აცხადებს მაია მიმინოშვილი

ივან კასპერსკი უკვე ოჯახშია

კასპერსკი

გატაცებული ივან კასპერსკი უკვე სახლშია

წინა პოსტში გამოვაქვეყნე პოსტი იმის შესახებ რომ კასპერსკის შვილი გაიტაცეს,დღეს კი იგი უკვე დაბრუნებულია ოჯახსა შინა 😀 როგორც ცნობილი გახდა ევგენი კასპერსკიმ შვილის გამოსასყიდად 3 000 000 $ გადაიხადა და ივან კასპერსკი უკვე სახლშია. პრინციპში არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან კასპერსკების ოჯახის ქონება 800 000 000 $ – ად არის შეფასებული,შესაბამისად მათთვის ეს თანხა არაფერია რასაც გამტაცებლები ითხოვდნენ,საინტერესოა რა ბედს ეწევიან ბოროტმოქმედები და შეერგებათ თუ არა მათ მიღებული ფული 😀 წყარო 12 საათიანი კურიერი.

 

რუსეთში Kaspersky-ს შვილი გაიტაცეს

ევგენი კასპერსკის შვილი, რომელიც ცნობილი ანტივირუსის Kaspersky — ის შემქმნელია, 19 აპრილს დილით გაიტაცეს, როდესაც 20 წლის ივან კასპერსკი სამსახურში მიდიოდა. ის მოსკოვში ცხოვრობდა და მეოთხე კურსზე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში — კიბერნეტიკის და მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, იმავდროულად კი დედამისის ნატალია კასპერსკის კომპანიაში InfoWatch — ში მუშაობდა.

ივან კასპერსკი

ივან კასპერსკი

იმავე დღეს, გამტაცებლები მამას ტელეფონზე დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 3 მილიონი ევრო მოთხოვეს! ევგენი კასპერსკი სასწრაფოდ დაბრუნდა ლონდონიდან მოსკოვში.

ევგენი კასპერსკი

ევგენი კასპერსკი

ამ დროისთვის ძებნაში ჩართულია ყველა შესაძლო რუსული ძალა, პოლიცია, ეფესბე და ა.შ.

 

კასპერსკი, რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში 125-ე ადგილზეა და როგორც Forbes — ი წერს, მას 800 მილიონი უნდა ჰქონდეს, ევგენი კასპერსკი არის ცნობილი ანტივირუსის Kaspersky — ის საკონტროლო პაკეტის მფლობელიც

წყარო: www.lifenews.ru/news/56767
ქართ. წყარო : www.bring.ge

ნიჭიერი და სოსო ნარიმანიძე

ორშაბათს გავიდა ნიჭიერის ის სერია,სადაც ჩვენ , მაყურებლები ვნახულობთ თუ რომელ მონაწილეს ვიხილავთ ნახევარ ფინალში. ეს გადაცემა ერთობ ემოციური და საინტერესო იყო, ჟიურიმ მთლად კარგად ვერ შეარჩია მონაწილეები,თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ნიჭიერთა შორის ყველაზე ნიჭიერები აღმოჩნენ ნახევარ ფინალში

. ყველაზე ემოციური ჩემთვის ის მომენტი იყო,როდესაც სოსო ნარიმანიძის გადაყვანა/არ გადაყვანის საკითხი წყდებოდა. რა თქმა უნდა გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე,უფრო სწორად კი ტელე მაყურებლების დასაინტრიგებლად აჩვენებდნენ ისე,რომ თითქოს ესა თუ ის მონაწილე არ გადაყავდათ შემდეგ ირკვეოდა რომ გადაიყვანეს.

სოსო ნარიმანიძე - "შემდეგში იქნება უკეთესი , უკეთესი!!"

სოსო ნარიმანიძე - "შემდეგში იქნება უკეთესი , უკეთესი!!"

 

სოსო ნარიმანიძის არ გადაყვანა პირადად ჩემთვის ნიჭიერის დასასრული იქნებოდა და არა იმიტომ რომ მეცოდება ! ძალიან ბევრია ისეთი ვინც იმიტომ უჭერს მას მხარს რომ უჭირს და ცოდოა, მე არ ვუჭერ ამ ადამიანს ამიტომ მხარს. მე ვუჭერ მას მხარს იმიტომ, რომ ჯერ ერთი ნიჭიერია და შესაბამისი მომზადების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იმღერებს,მეორეც იმიტომ რომ იმხელა სითბო,სიყვარული და სიკეთეა ამ ადამიანში დაგროვებული რომ უბრალოდ არ შეიძლება დაიკარგოს იგი, უბრალოდ ზეადამიანია , არ ვიცნობ თუმცა ვხვდები ისევე როგორც ძალიან ბევრი ხვდება ამას,თუმცა რა მიხვედრა უნდა ერთი შეხედვით ეტყობა რომ მართლაც “უმაღლესი” კაცია:D . სოსოს გამოჩენის შემდეგ მისი გამოსვლა მაივიდეოზე ყველა დროის საუკეთესო ვიდეოებს შორის მოექცა.

აბა ეროტიკა?

აბა ეროტიკა?

რაც შეეხება ნიჭიერის დანარჩენ მონაწილეებს, გეგას ვანოს და სოფოს დავუწუნებდი გადაწყვეტილებას “ეროტიული” ნომრის გმირის გადაყვანის თაობაზე, რატომ და რისთვის გადაიყვანეს ეს ადამიანი,ან რა აქვს ნიჭიერის იმის გარდა რომ საკმაოდ ლამაზი სხეული აქვს (რასაც სახეზე ვერ ვიტყვით) არ ვიცი. ნუ დანარჩენი მონაწილეები მართლაც კარგად შეარჩიეს და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო ნახევარფინალები გველოდება , ასე რომ დაველოდოთ , 2 მაისს ნიჭიერის ნახევარ-ფინალები იწყება !

 

“ვიყოლიებ შეყვარებულს” :D

ადრე მქონდა ეს სურათი კომპში,ეხლა ლანდიშასთან აღმოვაჩინე და გადავწყვიტე რომ ჩემს ბლოგზეც დამედო ეს სურათი,რომელიც თავის მხრივ ლანდიშამ FB-ზე აღმოაჩინა 😀

ხართ თუ არა რეალურად ბლოგერი

არსებობს ასეთი რესურსი,უფრო სწორად აპლიკაცია რომელიც 14 კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ადგენს,თუ რამდენად არის ბლოგერი ესა თუ ის ადამიანი 😀 მახსოვს ადრე რო გავაკეთე 62 % მივიღე, ეხლა გაუმჯობესებულია როგორც ჩანს შედეგი 😀

77%How Addicted to Blogging Are You?


იმისათვის რომ გაიგოთ რამდენ %-იანი ბლოგერი ხართ,დააკლიკეთ ჩემს შედეგს(სურათს),გადახვალთ შესაბამის საიტზე სადაც ნახავთ ინგლისურად დასმულ კითხვებს,თუ რეალური შედეგის გაგება გსურთ რეალურად გაეცით პასუხები და თუ არ დაგეზარებათ კომენტარებში დამიწერეთ თქვენი შედეგი

Facebook’s smiles and symbols

Facebook Smyles and Symbols

Facebook Smyles and Symbols

ახლახანს ვათვალიერებდი ერთ-ერთ ქართულ ბლოგს და გადავაწყდი facebook-ის სმაილებისა და კოდების ჩამონათვალს,რომელიც გამოიყენება Fb-ს ჩათის სისტემაში, ანუ ამ სიმბოლოებსა და სმაილებს ვერ გამოიყენებთ კომენტარებსა და პოსტებში :

გივი (ჩაკნორის) სიხარულიძე

 

"სინათლის სიჩქარეა – ერთი გივი წამში."

"სინათლის სიჩქარეა – ერთი გივი წამში."

Facebook-ზე შეიქმნა გივი სიხარულიძის fan page სადაც უამრავი ხუმრობები იწერება მასზე.მაგალითად : “ერთადერთი მწვერვალი რომელიც ჯერ ალპინისტებს არ დაუპყრიათ გივის აქვს.” “გივი არ იღლება, დაღლა გივდება” და სხვა 😀 გივი სიხარულიძე როგორი ტიპაჟიცაა ზუსტად შესაფერის კომენტარებს ტოვებს ფბზე მის შესახებ ხალხი 😀 კიდევ ერთი მაგალითი : “ფილმი ანაკონდა გივის შარვალშია გადაღებული“.დანარჩენი გამონათქვამების ოცდახუთეული :