aa გამარჯობა,შენ ხარ ბოზი | beqex.info – beqo's personal blog

გამარჯობა,შენ ხარ ბოზი

გამარჯობა, შენ ჩემს მარშუტკაში ზიხარ. შენ სამსახურში მიდიხარ, ჯინსები გაცვია, მოკლე თმა გაქვს და სკამზე ფეხებაკეცილი ზიხარ. თვალებიც შავად გაქვს ჩახატული და სახე არ გაქვს მოღუშული. შუახნის ასაკის ქალებს ადგილს არ უთმობ და ავლაბრის აღმართზე პირჯვარს არ იწერ უწყვეტ რეჟიმში. მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი

გამარჯობა, მე შენს სამსახურში დაცვად ვმუშაობ. შენ ყოველდღე ღიმილით მესალმები. მე ვხედავ როგორ გადიხარ ხოლმე მოსაწევად. კარგად თუ დაგაკვირდები, იმასაც ვამჩნევ, რომ ჯემპრის შიგნით ლიფი არ გაცვია. მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი

გამარჯობა,მე შემი ყოფილი შეყვარებული ვარ. მე შენი პირველი მამაკაცი ვარ, და ზუსტად ამიტომ, რომ პირველი ვარ და არა ბოლო,მე ვფიქრობ, რომ შენ ხარ ბოზი.

გამარჯობა, მე რუსთავი 2-ის ოპერატორი ვარ. ზაფხულია, მივლინებაში ვართ. მე ვფიქრობ რომ შენ ვალდებული ხარ ჩემთან სექსი გქონდეს, იმიტომ, რომ მოკლე შორტები გაცვია. მე მგონია, მოგაწევინებ და მერე ნომრის კარზე სექსუალურად მომიკაკუნებ.მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი.

გამარჯობა, მე შემი უბნელი გარიკა ვარ. შენ არ მიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ძმაკაცის და ხარ. შენ არასოდეს არ მესალმები, როცა გვერდით ჩამივლი, იმიტომ რომ ვერ მხედავ. არც უბანში ჩამოდიხარ გოგოებთან ერთად მზესუმზირის საკნატუნოდ. ამ ბოლო დროს სახლიდან საღამოს გადიხარ და დილით შემოდიხარ. მე ვფიქრობ, რომ შენ ხარ ბოზი.

გამარჯობა, მე ერთ პარასკევ დღეს ვაკანდაში მოვედი, კარაოკეზე,ძმაკაცს გამოვყევი. ვზივარ და მთელი საღამო გაკვირდები როგორ ცეკვავ, მღერი, ლუდს ბოთლიდან სვამ და ეწევი. მერე ვხედავ ცეკვის დროს როგორ ეზასავები იქვე გაცნობილ ბიჭს და ვფიქრობ, რომ შენ ხარ ბოზი.

გამარჯობა, მე იქვე გაცნობილი ბიჭი ვარ, სინამდვილეში შენი ბავშვობის ქრაში. ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს. ვსვამთ, ვმღერით, ვცეკვავთ, ბავშვობაზე ვლაპარაკობთ, შენ ცეკვის დროს მკოცნი. მერე მეუბნები, რომ პატარა ბიჭები არ მოგწონს და დილის ხუთ საათზე სახლში მიდიხარ. შენებს ერთხელაც არ დაურეკავთ. მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი

გამარჯობა, მე ტაბულაში ვმუშაობ. ტაბულას საახალწლო ფართიზე გიყურებდი როგორ ცეკვავდი და სინქრონში არხევდი ტრაკს ყვავასთან ერთად, მერე ანინასთან, მერე ორივესთან ერთად. ისიც დავინახე როგორ აკოცე ანინას. მე ვფიქრობ, რომ შენ პროგრესულად მოაზროვნე ვარ. მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი

გამარჯობა, მე საბილიარდე ოლიმპიკში ვმუშაობ. მე ხშირად გხედავ ბილიარდის სათამაშოდ მოსულს. შენ მოტკეცილი ჯინსი გაცვია, და დარტყმის დროს მაგიდაზე ბოლომდე იხრები. თუ შარს ვერ აგდებ, ხმამაღლა ყვირი ”Fuck” და ლუდს წრუპავ. მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი.

გამარჯობა, მე ინტელექტ კლუბის წევრი ვარ. ზაფხულია, ჩვენ ამიერკავკასიის ჩემპიონატი გვაქვს ბათუმში. ჩვენ ერთ სასტუმროში ვართ. მე ვიცი, რომ ნომერში შენს შეყვარებულთან ერთად ცხოვრობ. მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი.

გამარჯობა, მე ქალის თეთრეულის მაღაზიაში ვმუშაობ. შენ შემოდიხარ და ყიდულობ ”პაჟებს და ჩულქებს” და სტრინგებს. შავს.მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი.

გამარჯობა, მე მამაშენი ვარ. სახლიდან გასვლის წინ დის საკოცნელად იხრები, და ჯინსებიდან სტრინგი გიჩანს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი საცვლები ბოზებს აცვიათ. მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი.

გამარჯობა, მე ტაქსის მძღოლი ვარ. საღამოს 8 საათია, შენ სახლიდან გამოდიხარ, მანქანში მიჯდები, მესალმები და მეუბნები, რომ ვაჟაზე გავიდეთ. პალტოს შიგნით მოკლე კაბა გაცვია. მე ფიქრობ, რომ შენ სინამდვილეში პავლოვზე მიდიხარ სამუშაოდ. მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი.

 

გამარჯობა, მე მაქვს ფეისბუქი. შენ დალაიქებული გაქვს ფეიჯი ”მე მიყვარს სექსი”. მეც.შენ აკომენტარებ ამ ფეიჯის სტატუსზე, ”რა არის თქვენთვის სექსი”. წერ რომ, ბოლო დაკვირვებით უსექსობა გასუქებს. მე კომენტარს გილაიქებ და წამის მეათედში გიპიემებ ”სექსი არ გინდა? :* :*”. მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი.

გამარჯობა, მე შენი ფეისბუქელი ფრენდი ვარ. მე რამდენჯერმე თვალი მოვკარი შენს შეცვლილ ”რილეიშენშიფ” სტატუსს.მე დამინახავს შენი დაშეარებული სიმღერა, კომენტარით ”ერთი წუთსა და ათ წამზე ნამდვილი ორგაზმი იწყება”.მე ვიცი, რომ რელიგიურ შეხედულებებში ათეისტი გიწერია, პოლიტიკურში კი ლიბერალი. მე ვიცი, რომ შენ ხშირად იგინები. მე შენი ნოუთებიც მაქვს წაკითხული და ვხედავ, რომ კომპთან დილის ექვს საათამდე ზიხარ. მე ვფიქრობ,რომ შენ ხარ ბოზი.

გამარჯობა მანქი. მე შენს ბლოგს ვკითხულობ,ეს პოსტიც შენს საპასუხოდ დავწერე. მე ვფიქრობ,რომ შენ არ ხარ ბოზი

სხვა პოსტები:

4 Responses to გამარჯობა,შენ ხარ ბოზი

  1. მადლობა რომ ჩემს ბლოგს კითხულობ : )

    • beqo says:

      მართლა საინტერესოდ წერ,მასე გააგრძელე 😛

  2. Mallorie says:

    რა კარგი საპასუხო პოსტი იყო.
    მომეწონა ძალიან. ))

  3. ანი says:

    ვაიმე ძაან პიკოლიაა 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *