aa როგორ მოვედი “აქამდე” | beqex.info – beqo's personal blog

როგორ მოვედი “აქამდე”

გამარჯობა 🙂 მომინდა დამეწერა ჩემი კომპიუტერული მოღვაწეობის შესახებ, ანუ რომელ
კომპიუტერს შევეხე პირველად და როგორ მოვედი პერსონალურ კომპიუტერამდე 😀
თუ თქვენ 1991-1992 ან უფრო ადრეულ წლებში ხართ დაბადებული,გამორიცხულია ერთხელ მაინც არ გეთამაშათ დენდიზე 😀

გახსოვთ როგორ მიყვებოდით ჯოესტიკს,როდესაც მარიოს დიდ მანძილზე ახტუნებდით? 😀 ან გახსოვთ როგორ გიჟდებოდით როდესაც მორტალ კომბატში თქვენს ძმაკაცთან ან თუნდაც კომპიუტერთან აგებდით? 😀 მე მახსოვს 😀
ყველაზე პოპულარული თამაშები იყო მარიო, ტანკები , მორტალ კომბატი,,, იყო კიდევ რამდენიმე საინტერესო თამაში, თუმცა არ მახსოვს სახელები 😀


არც თუ ისე დიდი ხანი დაჭირდა სეგას დენდის ჩანაცვლებისთვის. ზოგს სულაც არ ქონდა დენდი და თავიდანვე სეგა ქონდა,მოკლედ იმ პერიოდის საქართველოში ეს ორი კომპიუტერი უწევდა ერთმანეთს კონკურენციას 😀 ყოველშემთხვევაში ბავშვებისთვის მაინც.

Sony Playstation 1

Sony Playstation 1

ამის შემდეგ ჩვენს (ჩემს) ცხოვრებაში შემოიჭრა სრუილად ახალი, ზეაღმატებული განცდა 😀 როდესაც ეზოში ვთამაშობდი და სახლიდან დამირეკეს შემოდიო , გული კინაღამ წამივიდა როცა სახლში შესულმა მაგიდაზე სრულიად ახალი, Sony playstation დავინახე 😀 განა რომელიმე კომპიუტერზე გითამაშიათ იმაზე უკეთესი ფეხბურთი რაც სონის ქონდა? 😀 ან იმაზე უკეთესი David ან იუშიმიცო გინახავთ რომელიმე სხვა თამაშში,ვიდრე სონი ფლეისთეიშენის ტეკენში ? 😀 არა! რა თქმა უნდა არა ! სონი ფლეისთეიშენმა ზემოთ ჩამოთვლილი ორი კომპიუტერის მსგავსად ცხოვრება გაგვილამაზა 😀

 

პენტიუმ 3
ჩემი ჯობდა ამას 😀 ეს ისე,სურათისთვის 😀 ისე ეს კომპ ეხლაც ცოცხალია,გდია თავისთვის 😀
თქვენ წარმოიდგინეთ საკმაოდ დიდი ხანი არ მქონდა პერსონალური კომპიუტერი,ამიტომ დღე და ღამე ინტერნეტ-კაფეში ვეგდე 😀 და დადგა სანატრელი დღეც, ბიძაჩემმა სახლში დიიიდი ყუთი შემოიტანა , თავიდან ვერ მივხვდი რა იყო,როცა გახსნეს ყუთი და პენტიუმ 4-მა ამოანათა, გული სად წავიდა ვერ მივხვდი, ვერც ტვინი ვიპოვე ვერსად,კინაღამ გული წამივიდა სიხარულისგან :Dროგორც ზემოთ ვთქვი სანამ საკუთარი კომპიუტერი მქნებოდა,ხშირად დავძვრებოდი ინტერნეტ-კაფეებში და თქვენ წარმოიდგინეთ არამხოლოდ თამაშისთვის, სწორედ ინტერნეტ-კაფე იყო ის ადგილი სადაც პირველად შემოიჭრა ჩემში html – ის გაკვეთილები,ანუ ინტერნეტკაფეში დავიწყე html-ის სწავლა 😀
ალბათ გახსოვთ რა ვითარება იყო ინტერნეტ პროვაიდერის საკითხში 5-6 წლის წინ, რა გელინკი და რა უკაბელო ინტერნეტი, მოდემი და ასიათასი შნური , ყოველ 10 წუთში ინტერნეტის გათიშვა თუ არა ჭედვა და მამია სანადირაძის დედის აუგად მოხსენიება 😀 მე მეზობელთან მედგა მოდემი და დატანჯული ვიყავი,ყოველ 10 წუთში აქეთ იქით დავრბოდი გადასატვირთად, პრინციპში მეზობელიც დატანჯული იყო 😀
პრინციპში კიდე ბევრის დაწერა შეიძლება ამ დროზე და თუნდაც ამ კომპიუტერებზე,ისევე როგორც ძველისძველ ინტერნეტის წყარო dial-up-ზე, მაგრამ ვფიქრობ თქვენთვის ძველი დროის გასახსენებლად ეს პოსტიც საკმარისია 😀

სხვა პოსტები:

2 Responses to როგორ მოვედი “აქამდე”

  1. beqex says:

    ბოს სანამ დაირქმევთ კარგად დაფიქრდით, არც ისე ადვილად დასარქმევი სახელია ეგ 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *