aa მე,ზაფხული და გამოცდები | beqex.info – beqo's personal blog

მე,ზაფხული და გამოცდები


სათაურმა ლალი მაროშკინას თუ მოროშკინას წიგნი არ მოგაგონათ? აბა სხვა რა დამერქმია , მეორე წელია ეროვნულ გამოცდებზე გავდივარ გაგანია ზაფხულში და რაც ყველაზე ცუდია,ჩემ დაბადების დღეზე…ანუ 1 ივლისს. ისმის კითხვა,რატომ გავდივარ მეორედ? იმიტომ რომ შარშან მათემატიკამ მეც,ისევე როგორც 9132 აბიტურიენტს,სახე გამიგლიჯა,ზაფხულთან ერთად მანქანაც დამაკარგვინა და მოკლედ, ჩამპიზდა.მივხვდი რო ჩემგან მათემატიკოსი ვერ დადგება,ამიტომ წელს ისტორია ავირჩიე მეოთხე საგნად. ასე თუ ისე მგონი კარგად მიმდის საქმე ისტორიაში, მაგრამ დავიღალე და მთელი დღეა სრულ დეპრესიაში ვარ,,, აღარც ქართულზე სიარული მინდა,აღარც ინგლისურზე…ისტორიაზე მინდა,იმიტომ რომ მაინტერესებს, ის ორი არ მაინტერესებს და რა ვქნა? შარშან ნორმალური ქულა ავიღე ორივეში,მე რო მკითხო იმ ორში საერთოდ არ მჭირდება მომზადება,მაგრამ ვინ მეკითხება მე? კიდე კაი უნარებში მაინც გავიტანე ჩემი და 1 თვიანი უნარებზე წანწალის შემდეგ,დავარწმუნე მასწავლებელი რო არ მჭირდებოდა მომზადება და შესაბამისად მასწავლებელმა ჩემები დაარწმუნა 😀 …მართლა ვიცი ეს უნარები და რატო უნდა ვიწანწალო აქეთ იქით? კიდე კაი ატესტატი მაინც მაქ,თორე მე ნამდვილად ვერ ჩავაბარებდი ფიზიკას და ქიმიას,იმიტო რო გარტყმაში არ ვარ საერთოდ 😀 იმედია საატესტატო გამოცდების შემდეგ 40 000-იდან მაქსიმუმ 25 000 აბიტურიენტი დარჩება და კონკურსი საერთოდ არ იქნება 😀 ვიცი ბოროტი ვარ,მაგრამ სხვა 15 000 აბიტურიენტს ერთი ჩემი თავი მირჩევნია , ასეთია ცხოვრება

სხვა პოსტები:

12 Responses to მე,ზაფხული და გამოცდები

  1. MissCatalan says:

    აბიტურიენტი არ ვარ მაგრამ მეც შენს დღეში ვარ 😀 გაქაფული დავრბივარ მასწავლებლებთან. ერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა,რომ ემოციებს ნუ აყვები და შენი თავი ნამდვილად უნდა გერჩივნოს იმ 15 000 აბიტურიენტს 🙂

  2. beqo says:

    და შენ რატომ დარბიხარ? 😀 სტუდენტი ხარ?

    • MissCatalan says:

      არა,მადლობა ღმერთს ჯერ არა 🙂 ახლა რომ სტუდენტი ვიყო ჭკიდუან შევიშლებოდი 🙂 არა ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვარ,რომელიც ბევრ მასწავლებელთან ადდის და თან კვირაში არაერთხელ,უბრალოდ ჩემი მშობელბი ვერ იტანენ როცა უქმად ვზივარ(ანუ სახლში ვარ) პირველი კლასიდან მიჩვეული არიან რომ მე გვიან მოვდივარ სახლში,და ეს გვიან მოსვლა მასწავლებელთან ყოფნითაა გამოწვეული.მერე კი უნდა ვიმეცადინო,მათ ეს ძალიან ახარებს 🙂 ,,იმედი ეზრდებათ” 🙂 ასე ფიქრობენ,თუმცა ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ მომენტებში დამღლელია.

  3. beqo says:

    აჰა , გასაგებია…მშვენიერ გზაზე დგახარ,მასე გააგრძელე და ქვეყანასაც გამოადგები 😀

  4. beqo says:

    გენაცვალე შენ ))

    • MissCatalan says:

      მაინც არ გავწითლდები 🙂 რომ გავწითლდე მაინც არ დამეტყობა 🙂 😀 😛

  5. small_baby_girl says:

    მეც მირჩევნია ჩემი თავი სხვა ყველა აბიტურიენტს 😀

  6. თეოო says:

    😀 😀 ატესტატი მინდა და არ დავედეძებ არაფერს 😀 მერე კიდე ეროვნულები მარა ეროვნულების არ მეშინია უფრო საატესტატოსი მეშინია ქიმიის და ფიზიკის გარტყმაში არ ვარ :(((((:(((((((((((( მიშველეეთ რამეეე არ მინდა გული მეტკინოს 23 მაისს 😀

  7. beqex says:

    კიდე კაი მე ატესტატი მაინც მაქ 😀

  8. თეოო says:

    რა ბედნიერი ხარ ნეტა იცოდეე :(:(:(

  9. თეოო says:

    ატესტატის გამოცდებამდე დარჩა 15 დღე 🙁 🙁 ვაიმეე ღმერთო მიშველეე 🙁 ნეტა ფიზიკაზე რომ შევალ რისი იმედი მაქვს 😀 თავს მოვიკლავ და შაშკინსაც მივაყოლებ 😀 😀 შაშკინის გრუპა მაქვს გაკეთებული ოდნოში და აბიტურიენტები ბოლო დონეზე იკითხავენ მის ოჯახს 😀 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *