aa LEGO-ს სახლი | beqex.info – beqo's personal blog

LEGO-ს სახლი


ყველას გექნებათ გაგონილი, ან სულაც სახლში გაქვთ კომპანია ლეგოს სათამაშოები. ამ კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა სათამაშოების სფეროში. ამ პოსტში წარმოგიდგენთ მცირე ფოტო მიმოხილვას ერთ-ერთი სკოლის, რომლის ერთ-ერთი მიმართულება LEGO კონსტრუქციებია. როგორც ინტერნეტიდან გავარკვიე ამ სკოლაში ეს სფერო დიდი ხანია რაც დაინერგა. მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი დიზაინის კონსტრუქციების შექმნა. რა თქმა უნდა ამ პროცესს LEGO-ს ადმინისტრაცია კურირებს.



2000 წელს რუსეთის რამდენიმე სკოლას გამოეყო თითო მილიონი. ამ თანხით სკოლების ადმინისტრაციას რაც შეიძლება ბევრი ლეგოს კონსტრუქტორები უნდა შეეძინა. განათლების სამინისტროს აზრით ისინი ამ გზით ბავშვების აზროვნების განვითარებას იწყებენ ადრეული ასაკიდან. მაშინვე გამოჩნდნენ მოხალისე კონსტრუქტორები, რომლებმაც გადაწყვიტეს ბავშვებისთვის LEGO-ს ხელოვნება ესწავლებინათ. თქვენ წარმოიდგინეთ ისინი დღესაც მუშაობენ. რაც მთავარია ყოველგვარი ხელფასის გარეშე 🙂 გარკვეული დროის შემდეგ ბავშვებს უკვე შეუძლიათ ისეთი მოდელების კონსტრუირება, როგორიცაა მაგალითად ეს სატვირთო ავტომობილი.

ნუ იფიქრებთ, რომ ეს სატვირთო მანქანა უბრალოდ მაკეტია და სხვა არაფერი. მას გააჩნია გადაცემათა კოლოფი და პატარა ელექტრო ძრავი. მე ნამდვილად ვერ მოგატყუებთ, რომ ეს ახალბედა მოსწავლეების გაკეთებულია. ეს მოდელი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სკოლის მანქანების რიგებში ითვლება. მას გააჩნია უარყოფითი მხარეებიც. მაგალითად ის, რომ იგი მძიმეა და პატარა შეჯახებაზეც კი შეიძლება დაიშალოს. ყველაზე მეტად იმაზე გამეცინა, რომ მას დიფერენციალის სისტემა გააჩნია 😀

მე ვარ ლაშა შალუტაშვილი (Notepad.Ge) დღეს მე ამ ბლოგის მოწვეული სტუმარი გახლდით 🙂

იმედია მოგეწონათ ეს მცირე ინფორმაცია. იქნებ ვინმეს ჭკუაში დაუჯდეს და გააკეთოს ასეთი სკოლა საქართველოშიც.

სხვა პოსტები:

One Response to LEGO-ს სახლი

  1. სხვათა შორის ლეგოს აქვს ცალკე პროგრამა ამისათვის რომლის დასახელებაა LEGO Education, სადაც სპეციალური კონსტრუქტორი ნაკრებებია საგანმანათლებლო ორგანიზაციებისათვის ანუ სკოლებისა და საბავშვო ბაღებისათვის, და არა მარტო ნაკრებები არამედ სასწავლო პროგრამები და მასალებია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *