aa რჩევები აბიტურიენტებს | beqex.info – beqo's personal blog

რჩევები აბიტურიენტებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011 - რჩევები აბიტურიენტებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011 - რჩევები აბიტურიენტებს

მოგესალმებით,ძვირფასო აბიტურიენტებო მინდა აგიხსნათ,თუ რა სიტუაციაა გამოცდაზე, რაც მე უკვე გავიარე . პირველ რიგში, მიდიხარ იმ შენობასთან,რომელიც იქნება მითითებული შენს პირად ტალონში. გარეთ არის ძალიან დაძაბული და ამასთან სახალისო გარემო. 50 % ისე ნერვიულობს, ფერი არ ადევს, დანარჩენი 50 % ან ცეკვავს,ან მღერის, ან მთვრალია , ნუ ჩემ დროს ასე იყო ტალონზე მითითებულ დროს გაიხსნება კარები,სადაც დაცვა დგას და 5-5,7-7 ბავშვს უშვებენ ორ-ორი სამ-სამი წუთის გამოტოვებით…ადიხართ გრძელ კიბეზე,რამაც მე პირადად დამგრუზა … შედიხართ შენობაში,გჩხრიკავთ დაცვა, შემდეგ მიგითითებენ თუ სად უნდა მიიტანოთ ტალონი, მიიტანთ და სპეციალური აპარატის საშუალებით დაგიწერენ ოთახის ნომერს და იმ მაგიდის ნომერს,სადაც მოგიწევთ ტესტის დაწერა,,,იქვე დგას ადამიანი , რომელსაც ეტყვით ოთახის ნომერს და გეტყვით,თუ რომელ სართულზე უნდა ახვიდეთ… ეს პროცესი ყველაზე ტვინის ბურღვაა,მე პირადად ოთხჯერ შემეშალა შედიხართ ოთახში,ანახებთ დამკვირვებელს თქვენს ტალონს , დამკვირვებელი მიგითითებთ სკამზე,სადაც უნდა დაჯდეთ… მითითებულ დროს იწყება საგამოცდო პროცესი, დამკვირვებელი აგიხსნით ყველანაირ წესს,რაც უნდა დაიცვათ გამოცდაზე , ამის შემდეგ იტყვის რომ დაიწყო დროის ათვლა და ოთახში ჩამოვარდება სრული სიჩუმე… ესაა და ეს მთავარია არ ინერვიულოთ ! ხო, წყალს თუ ნახევრად გაყინულს შეიტანთ კარგს იზამთ,უნარების გამოცდაზე მთლიანად გაყინული შევიტანე,არ გადნა და მოვკვდი წყურვილით არამც და არამც არ გამოხვიდეთ,სანამ სრულად არ ამოიწურება ტესტის წერისთვის განკუთვნილი დრო,გადახედეთ ტესტს თუნდაც 100-ჯერ , დაიმახსოვრეთ,ყველაზე კარგად ის წერს,ვინც უფრო დიდი ხანი ზის და თუ სხვა მალე გავიდა,არ ნიშნავს იმას,რომ ტვინი გადმოსდის . წარმატებებს გისურვებთ

სხვა პოსტები:

2 Responses to რჩევები აბიტურიენტებს

  1. Ibi says:

    მე ჯერ არ მჭირდება, მაგრამ გავითვალისწინებ :დ

  2. Progress says:

    BEQO გაიხარე რჩევებისთვის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *