aa ჩემი თვალით დანახული ნიჭიერის მესამე გადაცემა | beqex.info – beqo's personal blog

ჩემი თვალით დანახული ნიჭიერის მესამე გადაცემა

ნიჭიერი რომ უდაოდ დიდი პროექტია,ვფიქრობ ამას ლაპარაკი აღარ სჭირდება. დიდი თუ პატარა, მხიარული თუ სევდიანი, ყველა ელოდება ორშაბათ დღეს , 10 საათს რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ პროექტს,ნიჭიერს ადევნოს თვალი. როგორც წესი ასეთ გრანდიოზულ პროექტებს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ყავს,თუმცა სხვა მრავალი პროექტისგან განსხვავებით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ პირადად მე ამ გადაცემის კრიტიკა ჯერ არ მსმენია…თუმცა უნდა აღინიშნოს,ძალიან ბევრი ადამიანი აკრიტიკებს ჟიურის ერთ-ერთ წევრს,გეგა ფალავანდიშვილს. ეს კრიტიკა ხშირად მიუღებელი,თუმცა ზოგჯერ გასაგები და მისაღებიცაა,,, ვფიქრობ გეგას ერთი პრობლემა აქვს,უბრალოდ ხანდახან არ იცის როგორ უნდა მიმართოს ადამიანს თავაზიანად. მაგალითად სოსო ნარიმანიძეს,რომელიც უზარმაზარი სითბო და სიყვარული დაანახა მთელს დარბაზს და მაყურებელს,გეგას პასუხი კი არც თუ ისე თავაზიანი იყო,თუმცა ამაზე სხვა დროს,ახლა კი ნიჭიერის მესამე საკონკურსო გადაცემა განვიხილოთ.

თათია დონაძე - ულამაზესი "რეზინა"

თათია დონაძე - ულამაზესი "რეზინა"

გარდა იმისა რომ მართლაც ძალიან მომხიბვლელია, შესანიშნავი ტანმოვარჯიშეა. ჩემი აზრით ვანო თარხნიშვილმა სწორად აღნიშნა,ასეთი ლამაზი რეზინა არც მე არ მინახავს არასდროს 🙂 ასეთი ნომერი ქართულ ნიჭიერში ჯერ არავის უჩვენებია,ვფიქრობ ჟიურიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დარწმუნებული ვარ,თათია შემდეგ ტურში ულამაზეს და საინტერესო ნომერს შემოგვთავაზებს 🙂

შორენა ჯინჭარაშვილი - ვაიმე დათუნა

შორენა ჯინჭარაშვილი - ვაიმე დათუნა

იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყოდი თათია ჯინჭარაშვილზე,რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის,რომ მითი ქართველების თანდაყოლილი იუმორის თაობაზე,დაენგრია…ვიმედოვნებ რომ არ გამოუვიდა,იმედია მეორედ ასეთი უნიჭობის ზეიმს ნიჭიერის სცენაზე ვერ ვიხილავთ…

"ძაღლები"

"ძაღლები"

ძალიან გამიხარდა როდესაც ამდენი საყვარელი ბავშვი დავინახე სცენაზე და მეწყინა,როდესაც მათი ნომერიც წინა მონაწილის მსგავსად ძალიან უნიჭოდ დადგმული და ზოგადადაც უნიჭო გამოდგა

გიორგი უტიაშვილი - რადიოს "ფავორიტი"

გიორგი უტიაშვილი - რადიოს "ფავორიტი"

ამ ადამიანმა ისეთი წარდგენა გაუკეთა თავის თავს, რომ ნამდვილად ველოდი საინტერესო ნომერს , თუმცა როგორც ჩანს მისი მითი რადიოს ფავორიტობის შესახებ სრული სისულელეა, ისევე როგორც მისი მუსიკოს-კომპოზიტორობა

თეონა კოროშინაძე - სპეციალურად ნიჭიერისთვის,ამერიკიდან

თეონა კოროშინაძე - სპეციალურად ნიჭიერისთვის,ამერიკიდან

შემდეგი მონაწილე ამერიკიდან სპეციალურად ნიჭიერისათვის ჩამოსული თეონა კოროშინაძეა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა,რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველია წასული საქართველოდან. მას მართლაც არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი და საკუთარი ინტერპრეტაციის ჩაქსოვის უნარი აქვს,რაც არც ქართველ მაყურებელს და არც ჟიურის არ გამორჩენია,თათიამ 3 კი მიიღო და ველოდებით შემდეგ ტურში 🙂

 

მოუსვენარი "დრამის ბიჭები"

მოუსვენარი "დრამის ბიჭები"

დრამერი ბიჭები,უნიჭიერესი ბავშვები,რომლებმაც ძალიან კარგად დაუკრეს და ჟიურის და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვიეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბავშვები მუსიკის მხრივ გააგრძელებენ მუშაობას და არც თუ ისე შორეულ მომავალში მათ როგორც ჩამოყალიბებულ მუსიკოსებს , ამ შემთხვევაში დრამერებს ვიხილავთ.

ლექს-სენის ბავშვობა

ლექს-სენის ბავშვობა

მართალია ამ სტატიას სპეციალურად ნიჭიერის ბლოგისთვის ვწერ, მაგრამ ამ მონაწილეზე ვერაფერს დავწერ, უბრალოდ No comment

რეკორდსმენი - ანზორ იაკობიძე

რეკორდსმენი - ანზორ იაკობიძე

აი ესე მეგობრებო! ნიჭიერში გარდა ახალი ნიჭიერების აღმოჩენისა, ახალი რეკორდსმენების აღმოჩენაც შეიძლება ! მომეჩვენა რომ გეგა ცდილობდა ეთქვა რომ მას დაეხმარებოდა შესაბამის სტრუქტურაში მისი რეკორდის გადასაგზავნად,ვიმედოვნოთ რომ ასეც იქნება,მაგრამ როგორც ნომერი აბსოლიტურად უინტერესო იყო სანახავად,ამაში გეგას ვეთანხმები და ანზორ იაკობიძემ სამი არა მიიღო…

ნინო ლეჟავა

ნინო ლეჟავა

ძალიან ლამაზი და საინტერესო მოცეკვავე, რომელმაც დადგმული შოუთი კიდევ უფრო გაალამაზა მისი ნომერი…თუმცა ვთვლი რომ ჟიურისთან მისული “ვამპირები”,ცოტა არ იყოს ზედმეტები იყვნენ, მაგრამ მთლიანობაში ნომერი ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა,რაც ჟიურიმ სამი კის მიცემით დაადასტურა

არმინე ვართანიანი - Listen!

არმინე ვართანიანი - Listen!

 

ნინი კირვალიძე - Listen

ნინი კირვალიძე - Listen

 

ომარ იაკობაშვილი - Listen

ომარ იაკობაშვილი - Listen

 

სოფო ჭრიკიშვილი - Listen

სოფო ჭრიკიშვილი - Listen

რა შეიძლება ითქვას ამ კონკურსანტებზე? ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ადამიანი შეიძლება უნიჭოსთან ერთად უთავმოყვარეოც იყოს ! როგორ შეიძლება გახვიდე ფილარმონიის სცენაზე,მაშინ როდესაც გაფასებს უნიჭიერესი მუსიკოსი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე, გიყურებს თითქმის მთელი საქართველო და გამოიჩინო სრული უნიჭობა და ამასთან ერთად უთავმოყვარეობაც? რა სარგებელს პოულობს ეს ხალხი ამით? მათ რა თქმა უნდა 12 , ანუ თითო მონაწილემ სამი არა მიიღო და იმედია , როგორც მომღერლებს სამუდამოდ დავემშვიდობეთ !

მარიამ აკობია - Listen !

მარიამ აკობია - Listen !

წინა 4 მონაწილისაგან განსხვავებით,მარიამ აკობიამ მარიამ კახელიშვილის შემდეგ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ Listen-ის შესრულება ძალიან კარგადაც შეიძლება, ალბათ გახსოვთ შარშანდელ ნიჭიერში მარიამ კახელიშვილიც ამავე რეპერტუარით წარსდგა ჟიურის წინაშე
[youtube http://www.youtube.com/watch?v=n7WoniaSePg&w=480&h=390]

ოლეგ ბლინოვ - იოგა

ოლეგ ბლინოვ - იოგა

არ მესმის რატომ ვერ იგებს ეს ხალხი,რომ იოგა არის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და არა ისეთი შოუსთვის,როგორიც ნიჭიერია ! ჯერ არცერთი ადამიანი არ გადასულა შემდეგ ტურში,რომელიც იოგით წარსდგა ჟიურის წინაშე…ვიმედოვნებ მომავალშიც ასე გაგრძელდება ! ვერ წარმომიდგენია იოგის ისეთი შესრულება, რომ მაყურებელი გაახალისოს ან დააინტერესოს

ჯიქიას გოგონები

ჯიქიას გოგონები

ალბათ ყველას გეგონათ რომ ასე ლამაზად ჩაცმული გოგონები საინტერესო შოუს შემოგვთავაზებდნენ, თუმცა სამწუხაროდ მათაც გაგვიცრუეს იმედები… მოკლედ ამ გადაცემაში მარიამ აკობიას გარდა არცერთ პატარა გოგონას არ გაუმართლა,სამწუხაროდ ეს მათივე ცუდად დაგმული ან შესრულები ნომრიდან გამომდინარეობს

ბახვა წერედიანი

ბახვა წერედიანი

ამ ადამიანის ნიჭიერებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია,,, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა რომ თოჯინის დახმარებით,ასეთი საინტერესო და მუსიკალური ნომრის დადგმა შეიძლებოდა,,,მაგრამ როგორც ყველამ ვნახეთ ბახვა წვერედიანმა ამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი და შემდეგი გადაცემისთვის back vocal-საც დაგვპირდა.

ხატია წერეთელი

ხატია წერეთელი

ძალიან გამიკვირდა და გულიც დამწყდა რომ ეს ადამიანი ვერ გადავიდა შემდეგ ტურში,,, ხმაზე და მუსიკალურ განათლებაზე რა თქმა უნდა ლაპარაკი ზედმეტია,მაგრამ ძალიან საინტერესო და სახალისო ნომერი გამოვიდა,რაც დარბაზის რეაქციამაც დაადასტურა.მე პირადად ძალიან დამაინტერესა,თუ როგორ შეიძლება შესრულდეს “დიდოუ ნანას” რემიქსი,თუმცა რას ვიზამთ,სამწუხაროდ პროექტ ნიჭიერში ხატია წერეთელს ვეღარ ვიხილავთ.

ბაჩო აგულაშვილი

ბაჩო აგულაშვილი

ბაჩომ იდეალურად შეასრულა ქართული მუსიკის პოპური გიტარის დახმარებით, თამამად შეიძლება ითქვას რომ საქართველოს ახალი ოთარ რამიშვილი ეზრდება 🙂 გაითვალისწინეთ ბაჩო ჯერ მხოლოდ 15 წლისაა,მისმა ფიზიკურმა მონაცემებმა არ მოგატყუოთ 🙂

BLACK BALANCE

BLACK BALANCE

თიკას ნათქვამის არ იყოს, ამ ნომერმა მეც შოკინგში ჩამაგდო 😀 ნებისმიერს შემიძლია დაგიმტკიცოთ რომ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები შემდეგ ტურში ულამაზეს ნომერს შეგვისრულებენ, გეგას ვეთანხმები, ეს სტილი საქართველოსთვის ახალია და ამ ბიჭებმა ნიჭიერში ახალი სტილი შემოიტანეს, მხურვალე ვირტუალური აბლოდისმენტები მათ ))
დარწმუნებული ვარ , ნიჭიერის მონაწილეების შეფასებაში Tyny– ს ვერ ვაჯობებ, მაგრამ ჩემებურად,ჩემებური,ჩემი აზრი “დავაფეისთე” ჩემივე ბლოგზე. გემშვიდობებით კეთილი სურვილებით

 

სხვა პოსტები:

2 Responses to ჩემი თვალით დანახული ნიჭიერის მესამე გადაცემა

  1. Mamuka Iashvili says:

    namdvilad NICHIERI kaci xar Beqa, enac (kalamic) Tavisuflad mogyveba.

    magram ver davijereb, rom shenisTana NICHIERS proeqt “NICHIERZE” metad

    sxva temebi ar gainteresebs (ise tu kalmis mosasinjad gamoiyene,

    martla kargad gamogivida formac da shinaarsic).

    Cere, Cere, chemo Beqa, cota gvyavs ganatlebuli axalgazrdebi (sainformacioebis yurebisas, tavs vikaveb xolme, rom mascavleblebi da damsaqmeblebi ar vugino camyvanebs).
    koreqturas yuradgeba miaqcie (Marika saxlshi gyavs da …)

    miige chemi
    APLODISMENTEBI da ketili survilebi

    Mamuka

  2. beqo says:

    დიიიიიიიიდი მადლობა )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *