aa სიყვარულის დღე არა პუტინი | beqex.info – beqo's personal blog

სიყვარულის დღე არა პუტინი

დღეს სიყვარულის დღეა,უამრავი შეყვარებული ადამიანი აღნიშნავს ამ დღეს, ზოგი პარკში ზასაობს, ზოგი შეყვარებულს საჩუქარს ჩუქნის სიმწრით შეგროვებული ფულით,
ზოგს ფული აქვს და რაიმე კრეატიულის მოფიქრებას ცდილობს… მე კი უბრალოდ,მკიდია ! განა იმიტომ რომ სიყვარულზე ვარ გაბრაზებული? ან განა იმიტომ რო არავინ არ მომწონს? ან განა იმიტომ რომ ეს დღე მეზიზღება? არა!


არ მესმის რა შუაშია შეყვარებულ ადამიანთან სიყვარულის დღე! რატომ არ მესმის? როცა ადამიანი შეყვარებულია,ყოველთვის,ყოველწამს,ყოველდღე და ყოველწუთს უნდა იყოს მისთვის სიყვარულის დღე, არ აქვს მნიშვნელობა 15 აპრილი იქნება თუ 1 სექტემბერი, შეყვარებული ადამიანისთვის სულ სიყვარულის დღე უნდა იყოს ! წაიღებენ ეხლა სკაიპში ტვინს “მიყვარხარ ჩემო ცხოვრება”,”აუუ დღეს რა კარგი იყოო(იქნება)” და მსგავსი სტატუსებით ! და თქვენ გგონიათ რომ რახან თქვენი შეყვარებული ამ დღეს გამოხატავს თქვენს მიმართ სიყვარულს,ამიტომ მას ნამდვილად უყვარხართ? ნწნწ , ცდებით !100$იანი საყურე გაჩუქათ? უუუ რა მაგარია,მას ნამდვილად უყვარხართ,თქვენთვის მთელი 100 $ გაიმეტა, სანამ ფულით განსაზღვრავთ სიყვარულს,არამგონია მანამდე ვინმემ შეგიყვაროთ.დღეს როგორც ყოველ წელს ამ რიცხვში რუსთაველი მოფენილი იქნება მოსეირნე სოფლიდან ჩამოსული წყვილებით, რომლებსაც maika.ge-ზე შეკვეთილი მაიკები ეცმევათ,წარწერით I LOVE MY LOVE,ან წარწერით და ისრით THIS IS MY BOY,THIS IS MY GIRL და ასე შემდეგ,რამდენი “ჭკვიანური” აზრი მოუვა ქართველ შეყვარებულ კაცს ან თუნდაც ქალს თავში,ვინ მოსთვლის… ზოგჯერ მიტყდება კიდეც ასე ძაან რო მკიდია ეს დღე,ხო შეიძლებოდა მეც მყვარებოდა ეს სიყვარულის დღეები და ჩემთვისაც შეემატებოდა წელიწადს 2 დღესასწაული,მაგრამ შენც არ მომიკვდე 🙁 არ მაინტერესებს,არ მადარდებს და არ ვაღიარებ 15 აპრილსა და 14 თებერვალს,მორჩა და გათავდა!

 

სხვა პოსტები:

2 Responses to სიყვარულის დღე არა პუტინი

  1. ლევანი says:

    კარგი ხარ :* დაბრიდა პონტი 🙂

  2. ფროდი says:

    შეყვარებული ადამიანისთვის ყველა დღე სიყვარულის არის : )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *