aa გივი (ჩაკნორის) სიხარულიძე | beqex.info – beqo's personal blog

გივი (ჩაკნორის) სიხარულიძე

 

"სინათლის სიჩქარეა – ერთი გივი წამში."

"სინათლის სიჩქარეა – ერთი გივი წამში."

Facebook-ზე შეიქმნა გივი სიხარულიძის fan page სადაც უამრავი ხუმრობები იწერება მასზე.მაგალითად : “ერთადერთი მწვერვალი რომელიც ჯერ ალპინისტებს არ დაუპყრიათ გივის აქვს.” “გივი არ იღლება, დაღლა გივდება” და სხვა 😀 გივი სიხარულიძე როგორი ტიპაჟიცაა ზუსტად შესაფერის კომენტარებს ტოვებს ფბზე მის შესახებ ხალხი 😀 კიდევ ერთი მაგალითი : “ფილმი ანაკონდა გივის შარვალშია გადაღებული“.დანარჩენი გამონათქვამების ოცდახუთეული :

1. გივიმ ერთხელ გაზომა და ასჯერ გაჭრა
2. გივი პილპილს ხინკლებს აყრის.
3. ამერიკის ელჩს ვიზას გივი ურტყამს.
4. გივი “ბლექჯეკში” 26-ზე იწვება.
5. შინა ვორ-გივი ვორ-გივი ვასა ოო შინა ვორ-გივიიი.
6. გივის 25 სანტიმეტრიანი მითია, იმიტომ, რომ გივის რამხელაც მოუნდება იმხელა ექნება.
7. გივი მხოლოდ გარეთ ათას და შიგნით ატლას ბროწეულს ჭამს.
8. გივი ავტობუსში ორ ბილეთს იღებს… მეორეს წინა სკამისას.
9. სინათლის სიჩქარეა – ერთი გივი წამში.
10. გივიმ მარშუტკის მძღოლს უთხრა, რომ გადახვალ არ გააჩეროო.
11. გივის შეუძლია პიანინოზე უკრავდეს და გიტარის ხმებს გამოსცემდეს… გივის პირიქითაც შეუძლია.
12. ანა კარენინას მატარებელი არ დასჯახებია… ეს გივი სეირნობდა ბაქანზე.
13. გივის ტყუილს გრძელი ფეხები აქვს… არამარტო ფეხები.
14. მობილურზე ზარად გივის სიჩუმე უყენია.
15. გივის შეუძლია ავტობუსის კონტროლიორი დააჯარიმოს.
16. კლაუდია შიფერის სადღეგრძელოს გივი კრამიტით სვამს.
17. გივის შეუძლია კავკასუსს ინტერნეტი გაუთიშოს.
18. გივი ხანძარს წყლის გარეშე აქრობს.
19. ნოემ აღაპყრო ხელები ცისკენ და შესთხოვა ღმერთს მოევლინა საჭმელი მისი თანმხლები ხალხისათვის. და მოხდა სასწაული, ციდან ჩამოდენა იწყო ციურმა მანანამ… გივიმ ციურისაც მიართვა და მანანასაც.
20. ერთადერთი მწვერვალი რომელიც ჯერ ალპინისტებს არ დაუპყრიათ გივის აქვს.
21. Forgive ინგლისური სიტყვაა და “გივისთვის” ნიშნავს.
22. გივი ქალიშვილობის ინსტიტუტში საკურსოებს იბარებს.
23. გივიმ შოპენი გააბახა.
24. გივის შეუძლია პიანინოზე დაუკრას ხელების გარეშე.
25. გივის შეუძლია “გაზს”, “ტორმუზს” და “კონუსს” ერთდროულად დააჭიროს.

 


შემოუერთდით ამ გვერდს და ერთად ვიღადაოთ გივიზე 😀 ოღონდ ცოტა ჩუმად, არ გაგვიგოს თორემ ხომ იცით “გივი ქალიშვილობის ინსტიტუტში საკურსოებს იბარებს.” 😀

სხვა პოსტები:

3 Responses to გივი (ჩაკნორის) სიხარულიძე

  1. Mallorie says:

    რა სასაცილოა. ძალიან ბევრი ვიცინე.
    მიყვარს ჯანსაღი იუმორი.
    ყოჩაღ, ძალიან მაგარი პოსტია. ^^

  2. boo boo says:

    მაგარი გვერდია, ვიმატებ 😀

  3. სოფი says:

    ჰაჰააა…ვაიმე ავტობუსის კონტროლიორზე ჩემი მოსაზრება იყო…დიდი მადლობა რომ ტოპ 25-ში მოხვდა :))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *