aa ნიჭიერი და სოსო ნარიმანიძე | beqex.info – beqo's personal blog

ნიჭიერი და სოსო ნარიმანიძე

ორშაბათს გავიდა ნიჭიერის ის სერია,სადაც ჩვენ , მაყურებლები ვნახულობთ თუ რომელ მონაწილეს ვიხილავთ ნახევარ ფინალში. ეს გადაცემა ერთობ ემოციური და საინტერესო იყო, ჟიურიმ მთლად კარგად ვერ შეარჩია მონაწილეები,თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ნიჭიერთა შორის ყველაზე ნიჭიერები აღმოჩნენ ნახევარ ფინალში

. ყველაზე ემოციური ჩემთვის ის მომენტი იყო,როდესაც სოსო ნარიმანიძის გადაყვანა/არ გადაყვანის საკითხი წყდებოდა. რა თქმა უნდა გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე,უფრო სწორად კი ტელე მაყურებლების დასაინტრიგებლად აჩვენებდნენ ისე,რომ თითქოს ესა თუ ის მონაწილე არ გადაყავდათ შემდეგ ირკვეოდა რომ გადაიყვანეს.

სოსო ნარიმანიძე - "შემდეგში იქნება უკეთესი , უკეთესი!!"

სოსო ნარიმანიძე - "შემდეგში იქნება უკეთესი , უკეთესი!!"

 

სოსო ნარიმანიძის არ გადაყვანა პირადად ჩემთვის ნიჭიერის დასასრული იქნებოდა და არა იმიტომ რომ მეცოდება ! ძალიან ბევრია ისეთი ვინც იმიტომ უჭერს მას მხარს რომ უჭირს და ცოდოა, მე არ ვუჭერ ამ ადამიანს ამიტომ მხარს. მე ვუჭერ მას მხარს იმიტომ, რომ ჯერ ერთი ნიჭიერია და შესაბამისი მომზადების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იმღერებს,მეორეც იმიტომ რომ იმხელა სითბო,სიყვარული და სიკეთეა ამ ადამიანში დაგროვებული რომ უბრალოდ არ შეიძლება დაიკარგოს იგი, უბრალოდ ზეადამიანია , არ ვიცნობ თუმცა ვხვდები ისევე როგორც ძალიან ბევრი ხვდება ამას,თუმცა რა მიხვედრა უნდა ერთი შეხედვით ეტყობა რომ მართლაც “უმაღლესი” კაცია:D . სოსოს გამოჩენის შემდეგ მისი გამოსვლა მაივიდეოზე ყველა დროის საუკეთესო ვიდეოებს შორის მოექცა.

აბა ეროტიკა?

აბა ეროტიკა?

რაც შეეხება ნიჭიერის დანარჩენ მონაწილეებს, გეგას ვანოს და სოფოს დავუწუნებდი გადაწყვეტილებას “ეროტიული” ნომრის გმირის გადაყვანის თაობაზე, რატომ და რისთვის გადაიყვანეს ეს ადამიანი,ან რა აქვს ნიჭიერის იმის გარდა რომ საკმაოდ ლამაზი სხეული აქვს (რასაც სახეზე ვერ ვიტყვით) არ ვიცი. ნუ დანარჩენი მონაწილეები მართლაც კარგად შეარჩიეს და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო ნახევარფინალები გველოდება , ასე რომ დაველოდოთ , 2 მაისს ნიჭიერის ნახევარ-ფინალები იწყება !

 

სხვა პოსტები:

11 Responses to ნიჭიერი და სოსო ნარიმანიძე

  1. Mallorie says:

    მე ვერც მაგ ქალის ლამაზი სხეული შევნიშნე და ვერც ეროტიულობა. ვერც ის გავიგე, მისი ნიჭი რა არის. ტრაკზე წასმული საღებავების გადატანა ტილოზე მისივე(ჩემოდანი) თანთალის საშუალებით? ეს ხომ სრული სისულელეა. მე არც მეორე ტურში და არც ნახევარფინალში არ გადავიყვანდი.
    მე ძალიან მწყდება იმ კაცზე გული, ლერი ერქვა მგონი, მუცლის ცეკვა რომ იცეკვა. რითი იყო სხვა მოცეკვავეებზე ნაკლები? უფრო ნაკლებად გამოაჩინა ძვლები, თუ უფრო ნაკლებად ათანთალა უხორცო კანი. სხვა თანთალა ხორციანი ხალხის ყურებას, ისევ ლერისთვის მეყურებინა მერჩივნა.
    ახლა სოსოს რაც შეეხება ვერ დაგეთანხმები ბოლომდე. მესმის მოგვწონს ის, რაც ჩვენში ემოციას იწვევს, მაგრამ.. არა, მე არ ვფიქრობ, რომ სოსო ფილანში უნდა გადავიდეს და შემდეგ მოიგოს.

    • beqo says:

      შეიძლება რაღაც მომენტში მეც დაგეთანხმო სოსოსთან დაკავშირებით Mallorie , მაგრამ რაღაცაში არ დაგეთანხმები, მაგალIთად იმაში რო სოსო ფინალში არ უნდა გავიდეს,შეიძლება არ უნდა მოიგოს მარა ფინალში უნდა გავიდეს,,, მაგ ლერის რაც შეეხება,”ნიჭიერი” არის პროექტი რომელსაც მთელი საქართველო უყურებს,ამ მთელი საქართველოს სრული უმრავლესობისთვის კაცის ყურება , რომელიც მუცელს ათამაშებს არ იქნებოდა მიმზიდველი და საინტერესო,მაგალითად სოსო იმიტო გადაიყვანეს რო ხალხს შეუყვარდა და პროექტი ბევრ მაყურებელს დაგაკრგავდა სოსო არ გადაყვანით, ლერი რომ გადაეყვანათ ძალიან ბევრი გადართავდა ტელევიზორს მაგის სცენაზე გამოსვლის დროს,ხო მიმიხვდი რასაც გეუბნები?

      • Mallorie says:

        პოსკრიპტუმს უყურე? სოსო რომ ჰყავდათ მიწვეული სტურმად, თუ არ ვცდები თბილისოს ასრულებდა. მოუსმინე? ხმა გაიგე? ამის შემდეგ კიდევ კარგად მღერის?
        ლერისა და სოსოს შედარება მემგონი საკმაოდ ალოგიკური იქნება. დავიწყოთ იმით, რომ ორივე სრულიად სხვადასხვა რაღაცას აკეთებს, ერთ სფეროში არ მოღვაწეობენ.
        ბექა, ლერის შესრულება რომ ყოფილიყო გამაღიზიანებელი, გულის ამრევი და მართლა “ოჰ, მე ამისი დედა”, მაშინ ნამდვლად არ უნდა გადაეყვანათ, მაგრამ კაცმა იცეკვა. აი, სრულიად იცეკვა. არცერთი ზედმეტი მოძრაობა და უკანალის ამაზრზენად შეთამაშება არ ყოფილა. მეორეჯერ ვუყურე დღეს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

  2. beqex says:

    გაჩუმდი ეხლა , რა უკანალის ამაზრზენი შეთამაშება არ ყოფილა? მე მართლა მასეთი რეაქცია მქონდა,ანუ “ოჰ ,მე ამის დედა” , განა იმიტო რო ჰომოფობი ვარ , უბრალოდ იმიტომ რომ არანაირი სილამაზე მაგ კაცის ცეკვაში არ ყოფილა, არც ქალებს მოეწონათ არც კაცებს,კიბატონო კარგად იცეკვა , მაგრამ არც ქართული მენტალიტეტი უნდა დავიწყებოდა და არც ქართველი ხალხის აზრი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე,ჩემი აზრი ასეთია და რა ვქნა 🙁

  3. Mallorie says:

    დავიწყოთ იმით, რომ თუ კარგად იცეკვა, მაშინ რაღატო არ მოეწონა ხალხს? იმიტომ რომ გეია, გასაგებია.
    გავაგრძელოთ იმით, რომ თუ ის სტრიპტიზის მოცეკვავზე გადაიყვანეს ნახევარფინალში, რატომ არ გადაიყვანეს ეს კაცი? ორივემ დიდი აჟიოტაჟი არ გამოიწვია? მითუმეტეს ორივე ქართულ ტრადიციულ კულტურად, თუ რაც ჰქვია არ შეეფერება. რა ვცდები?
    თუ რაღაცას ვამტკიცებთ და ვიშველიებთ არგუმენტად, მაშინ ეს(არგუმენტად მოყვანილი საბუთი) უნდა ხდებოდეს ყოველთვის და არა გამონაკლისი შემთხვევების დროს, ეს ჟიურის წევრებს ეხებათ.

  4. beqo says:

    ჟიურის წევრებს ვერ გაამტყუნებ,ხალხის რეაქციის მიხედვით იმსჯელეს,არ დაგავიწყდეს რომ ეგ პროექტი ხალხზეა გათვლილი და არა რომელიმე კონკრეტულ ორიენტაციაზე,იმ ქვეყანაში სადაც ჰომოსექსუალები უმცირესობაში არიან,არ უნდა გაგიკვირდეს როდესაც ასეთი რაღაც ხდება და ვერც ჟიურის ვერ დაუწუნებ საქციელს

  5. Mallorie says:

    ვუწუნებ.
    მაშინ, არც ის სტრიპტიზის მოცეკვავზე არ უნდა გადაეყვანათ.

  6. beqex says:

    სტრიპტიზიორი კაცებს მაინც მოეწონათ 🙂

  7. beqex says:

    და ქალის სხეულის სილამაზესა და ვიღაც ლერის სხეულის სილამაზეს შორის განსხვავება უდიდესია

  8. მაგდა says:

    მე მიყვაააააააააარს სოსოო:):)ის ისეთი კეთილი და საყვარელია,არ შეიძლება მისი მნახველი გულგრილი დარჩეს:):)

  9. ალეხაა says:

    ლერი Fორევაააა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *