aa ჩვენ,როგორც გაუნათლებელი თაობა | beqex.info – beqo's personal blog

ჩვენ,როგორც გაუნათლებელი თაობა

ამ თემაზე რომ არაფერი დავპოსტო,ალბათ ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს :)) ლაშა ხარაზიშვილის გადაცემამ, “სპეციალურმა რეპორტაჟმა” ბევრი აალაპარაკა და რა თქმა უნდა,ეს ფაქტი არც ბლოგერებს გამორჩათ.


ლაპარაკი მაქვს ზემოთ მოცემულ სიუჟეტზე, რომელშიც ნათლად ჩანს ქართველი სტუდენტების განათლების არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა. რა თქმა უნდა ისევე როგორც ბევრი სხვისთვის, გაუგებარია თუ რატომ ან როგორ არ უნდა იცოდეს ადამიანმა რომ შოთა რუსთაველი არც მეცხრამეტე საუკუნეში , არც მეხუთეში და რაც არ უნდა საოცარი იყოს,საერთოდაც არ მეფობდა… რომ დავყვე რაც გაგვიკვირდა,ალბათ ბევრი გამოვა,ამიტომ მოდით პირდაპირ ვიტყვი იმას რისთვისაც წერა დავიწყე… ამ სიუჟეტის ყურებიდან მეორე დღეს,ჩვეულებრისამებრ გავედი სახლიდან და წავედი ქართულზე, სადაც ჩემმა ჯგუფელმა გამოთქვა ბრძნული აზრი , რომ ეს სიუჟეტი არის “დადგმული” და მასში მონაწილე ადამიანებს ფული აქვთ აღებული სპეციალური რეპორტაჟისგან,,,

ნუ ეს გავატარე მაგრამ იმით თავდაჯერებული,რომ ასეთ ადამიანებს არ ვიცნობდი ცოტათი დავეჭვდი, საერთოდაც ვერ დავიჯერე ასეთი ადამიანების არსებობა და ჩავთვალე,რომ მართლაც “იმიტირებული” იყო . საღამოს გავედი უბანში , დავინახე ნაცნობები “ბირჟაზე” და მივედი,მიდიოდა გაცხარებული დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით…რა თქმა უნდა ლანძღავდნენ , აგინებდნენ და დასცინოდნენ სიუჟეტში მონაწილე სტუდენტებს თუ უფროს თაობას,,, უცებ გამიჩნდა აზრი,რომ იმისთვის ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა , დამესვა დამაბნეველი,მსგავსი კითხვა და თუ სწორ პასუხს გამცემდა,საბოლოოდ დავრწმუნდებოდი რომ ასეთ ხალხს არ ვიცნობ,ვინაიდან დიდი განათლებით ზემოთ ნახსენებ “ბირჟაზე” მდგომი არცერთი სუბიექტი არ გამოირჩევა

უცებ…

მე: ბიჭო რომელ საუკუნეში მეფობდა გიორგი სააკაძე?

ის: ბიჭო არ მახსოვს ტო ეგ ის იყო ხო ბოლოს მაგის შვილს თავი რო მოაჭრეს?

მე: ხო ეგ იყო

ის: აუუუ აზრზე ვარ შენ ძმობას ვფიცავარ მაგრამ ვერ ვიხსენებ, ალბათ მეათე საუკუნეში,ეგ აღმაშენებლის დროს არ იყო შეჩემა?

მე: დუმილი…კიდევ დუმილი…ტელეფონზე ზარის იმიტაცია…

წამოვედი,,, წამოვედი დაგრუზული იმით რომ თურმე მეც ვიცნობდი ასეთებს და სრულებითაც არ არის ზემოთ მოცემული სიუჟეტი დადგმული და მართლა შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს მისი უდიდესი განძის,ვეფხისტყაოსნის ავტორი რომ არ იყო აკაკი წერეთელი და იყო შოთა რუსთაველი, ის რომ კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტი არ იყო ,,,თუ დაუფიქრდებით მიხვდებით რამდენი არცოდნა გამომდინარეობს რამდნემე პასუხიდან

კითხვა : რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს?

პასუხი : 2

ყველაზე პრიმიტიული აზროვნების ადამიანიც კი გამოიტანს დასკვნას,რომ რადგან სიტყვა იწყება ფუძით “სამ”, ექნება სამი გვერდი და არა ორი გვერდი, თუ ამდენსაც ვერ წვდება ადამიანის გონება,შესაბამისად იმასაც ვერ გეტყვის რამდენი გვერდი აქვს ოთკუთხედს,,,

კითხვა : საქართველოს მერამდენე პრეზიდენტია კონსტანტინე გამსახურდია

პასუხი : პირველი

გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვივარაუდეთ,რომ მოცემული პასუხის ავტორს წარმოდგენა არ აქვს დიდოსტატის მარჯვენაზე და არც მისი ავტორის ცხოვრებით დაინტერესებულა ოდესმე

ნუ ალბათ ხვდებით რომ ცოტა პასუხიდან ბევრი უვიცობის დანახვა შეიძლება … ცხოვრებაში პირველად გავამართლე უფროსი თაობის მიერ წარმოთქმული ფრაზა : “ღმერთო,რა თაობა მოდის”

სხვა პოსტები:

2 Responses to ჩვენ,როგორც გაუნათლებელი თაობა

  1. ბექა says:

    რა სისულელეა,უცებ შეიძლება დაუფიქრებლად კონსტანტინე გამსახურდიას კითხვის დროს პირდაპირ ზვიადი წარმოიდგონო და იმაზე გასცე პასუხი… არ მგონია რო ეს ნორმალური სიუჟეტი იყოს… ვინც ვერ გასცა პასუხი მარტო ისინი გაუშვეს…

  2. beqex says:

    კი ისენი გაუშვეს აშკარად ვინც ვერ გასცა პასუხი,მაგრამ ვინც ახალგაზრდაა მაგ სიუჟეტში თითქმის ყველა სტუდენტია და მასეთი შეცდომები არ უნდა დაეშვათ.ტვინი არც მე გადმომდის მაგრამ დარწმუნებული ვარ მასეთ შეცდომას არასოდეს დავუშვებ :imho:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *