aa რუსეთში Kaspersky-ს შვილი გაიტაცეს | beqex.info – beqo's personal blog

რუსეთში Kaspersky-ს შვილი გაიტაცეს

ევგენი კასპერსკის შვილი, რომელიც ცნობილი ანტივირუსის Kaspersky — ის შემქმნელია, 19 აპრილს დილით გაიტაცეს, როდესაც 20 წლის ივან კასპერსკი სამსახურში მიდიოდა. ის მოსკოვში ცხოვრობდა და მეოთხე კურსზე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში — კიბერნეტიკის და მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, იმავდროულად კი დედამისის ნატალია კასპერსკის კომპანიაში InfoWatch — ში მუშაობდა.

ივან კასპერსკი

ივან კასპერსკი

იმავე დღეს, გამტაცებლები მამას ტელეფონზე დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 3 მილიონი ევრო მოთხოვეს! ევგენი კასპერსკი სასწრაფოდ დაბრუნდა ლონდონიდან მოსკოვში.

ევგენი კასპერსკი

ევგენი კასპერსკი

ამ დროისთვის ძებნაში ჩართულია ყველა შესაძლო რუსული ძალა, პოლიცია, ეფესბე და ა.შ.

 

კასპერსკი, რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში 125-ე ადგილზეა და როგორც Forbes — ი წერს, მას 800 მილიონი უნდა ჰქონდეს, ევგენი კასპერსკი არის ცნობილი ანტივირუსის Kaspersky — ის საკონტროლო პაკეტის მფლობელიც

წყარო: www.lifenews.ru/news/56767
ქართ. წყარო : www.bring.ge

სხვა პოსტები:

4 Responses to რუსეთში Kaspersky-ს შვილი გაიტაცეს

  1. გიორგი says:

    ვაა როცა ეგ ხდებოდა კასპერსკი არ ამოუხტათ? როგორ გაეპარა არა რა ლიცენირებულ იარ ეყენათ ალბატ 😀

  2. beqo says:

    ხო,ალბათ 😀 მემგონი ნოდარამ გაიტაცა… 😀

  3. ჯიგარი ხარ წყაროები რო შეინარჩუნე

  4. თეოო says:

    მთავარია კასპერსკი არ გაიტაცონ და მის შვილს რას დავეძებ 😀 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *