aa რატომ უნდა უღალატო საყვარელ ადამიანს? | beqex.info – beqo's personal blog

რატომ უნდა უღალატო საყვარელ ადამიანს?

Doody-ს ბლოგზე ვნახე პოსტი ღალატის შესახებ,მეც ვაპირებდი ამასწინებზე დაწერას მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე,ახლა ისევ ამომიტივტივდა ეს თემა და მოდით,დავწერ მეც. ბევრჯერ მსმენია ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისგან,რომ ცოლი სახმარად არ უნდათ,ცოლი უნდა ცოლად და ლოგინში სხვა ქალი ურჩევნიათ.ვერ ვიგებ ამას და მომკალით. doody-სი არ იყოს არც მე არ მესმის რატომ ან როგორ უნდა უღალატო ქალს,რომელიც გიყვარს, რატომ არ უნდა გქონდეს მასთან ისეთი სექსი,როგორიც გინდა და რატომ უნდა მიგიწევდეს სხვა ქალისკენ გული ან … ? არ ვიცი სხვა თუნდაც ბევრი ჩემი ახლობელი როგორ ახერხებს ამას,რომ სრულიად უემოციოდ წვება სხვა ქალთან მაშინ როცა მეუღლე ჰყავს, ან თუნდაც ქალი ყავს გვერდში რომელიც მომავალ მეუღლედ წარმოუდგენია. ბევრჯერ მსმენია ისიც რომ “მოვიყვან ცოლს და მივხვდები” , ალბათ ვინც ამ ფრაზას მეუბნება მისი ცოლი ან არ მოსწონს,ან სექსი არ გამოსდით ან უბრალოდ არ უყვარს, არ ვიცი თქვენ რას აპირებთ მაგრამ მე ნამდვილად ისეთ ცოლს მოვიყვან, რომელიც იდეალი იქნება ჩემთვის,რომელთანაც სექსიც ისეთი მექნება, როგორც ორივეს გვენდომება და არასოდეს გავიხედავ სხვა ქალისკენ ! ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ასე ვფიქრობდი,ასე ვფიქრობ და ასე ვიფიქრებ, თქვენ კი ვინც ასე ადვილად ღალატობთ ცოლს ან საყვარელ ადამიანს,იქნებ დაფიქრდეთ,,, გიყვართ კი ის ადამიანი ვისაც ღალატობთ? ან თუ გიყვართ რატომ აკეთებთ იმას,რაც მას გულს ატკენს , რახან ვერ გაიგებს? თუ ამ ლოგიკით და პრინციპით იცხოვრეთ,ანუ თუ ჩათვალეთ რომ თუ “ის” ვერ გაიგებს ,შესაბამისად არ ეწყინება და მერე რა მოხდა,დამერწმუნეთ თქვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს,თუ თქვენი პარტნიორი(ცოლი/საცოლე) სრულ ჭკუაზეა 😉

სხვა პოსტები:

49 Responses to რატომ უნდა უღალატო საყვარელ ადამიანს?

  1. ბექა შენი საკიპი მომეცი რა 🙂

  2. beqex says:

    mchedlishvili.

  3. ani_ani19 says:

    ბექექს fb-ზე დაგიმატე და დამადასტურე რა 😀

  4. gvanca says:

    ყოჩაღ აი ეგრე ჯიგარი ხარ !!!!

  5. luka_ggooool says:

    მართლა ჯიგარია ეს კაცი 🙂 ნეტა მეც შემეძლოს მასე ცხოვრება 😀

  6. Mallorie says:

    ჰაჰა, რა საინტერესოა.
    უკვე გამოგიჩნდნენ მთხოვნელები(?).
    მმ, კარგია, როდესაც ეგრე ფიქრობ. სასიამოვნო იქნება შენნაირ ადამიანთან ურთიერთობა. ^^

  7. Tea says:

    საღი, ჯანსაღი აზრი ყოველთვის რა კარგი მოსასმენია 🙂

  8. Summer says:

    კარგი იქნებოდა, ყველა შენნაირად ფიქრობდეს 🙂 🙂 მიუხედავად იმისა, რომ ძნელია წარმოვიდგინო ბიჭი რომ ვიყო როგორი ვიქნებო და ა.შ ალბათ მეც ისეთ ცოლს მოვძებნიდი, რომელიც მართლა შემეფერებოდა და სექსიც და სიყვარულიც ისეთი გვექნებოდა როგორიც საჭიროა 🙂 მოკლედ რა… დღევანდელ ბიჭებს აზროვნებაში ცოტა უჭირთ (ამ მხრივ).

  9. beqo says:

    Tea
    Summer
    გმადლობთ გოგონებო 😀

  10. ketusi says:

    ძალიან საინტერესო პოსტია და მიხარია შენი პოზიცია რომ ასეთია.

    მე ვიტყოდი აი ასე:
    არის სამი ტიპის მამაკაცები(რომლებიც ცოლს ღალატობენ)
    1.მექალთანეები–რაც მოძრაობს ყველაფერს რომ დასდევენ,და ეს სპორტულ აზარტად ექცათ.ის ვერ ხვდება,რომ ცოლს შეურაცხყოფას აყენებს,შესაბამისად მისი ცოლი არის შტერი,რომ ამ ყველაფერს იტანს.
    2.მამაკაცები,რომლებსაც აქვთ კომპლექსები და პათოლოგიური გადახრები,ფეტიშები—ეს ცდილობს ცოლმა არაფერი გაიგოს მისი ‘თავგადასავლების’ შესახებ–მეცოდება ეს კაცები.
    3 კაცები რომლებიც არ არიან ცუდი ადამიანები,მაგრამ ცოლთან საერთო ენა ვერ გამონახეს,(ქალებიც ბევრს აშავებენ ზოგჯერ),გული გაუცივდათ და მისი სიყვარული ‘ჩაანაცვლა’ სხვამ.

    აი ასეა ჩემის აზრით.

    ნებისმიერ შემთხვევაში,ღალატი დაუშვებლად მიმაჩნია—გაშორდი ამ ცოლს,ნუ ‘ასხამ ლაფს თავზე’ და იგულავე რამდენიც გინდა!

    მე ვერ ავიტანდი ღალატს!

  11. beqex says:

    გეთანხმები ქეთი,პრინციპში ეგ პოსტიდანაც ჩანს ალბათ )) არც უნდა აიტანო ღალატი,არც შენ და არცერთმა ნორმალურმა ქალმა!

  12. შენ ყოფილხარ ადამიანი 😀

  13. gigantvirus says:

    რა გითხრა ძმა სრულად ჩემ აზრზე ყოფილხარ (ან პირიქით :D) და გამიხარდა რა. მე ერთი ადამიანი მიყავრს და მეყვარება და რა ასაკის არ უნდა ვიყო დარწმუნებული ვარ ამ აზრზე ვიქნები მუდამ. ყველაფერი რაც თქვი სრული ჭეშმარიტებაა. რავიცი კიდე ბევრის თქმა შესაძლებელია მარა ჯობია რუსთაველის სიტყვა გამოვიყენო “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” 🙂 🙂 🙂

  14. beqex says:

    მიყვარს და მეყვარებაში დიდად ვერ დაგეთანხმები,მეც მასე ვფიქრობდი კარგა ხანი მაგრამ… ღმერთმა ქნას შენმა სიყვარულმა სიცოცხლის ბოლომდე გასტანოს 😉

    • gigantvirus says:

      რატო? მობეზრებადია ხანგრძლივი სიყარული თუ სხვა მიზეზია?

  15. beqex says:

    არა,სხვა მიზეზია 🙂

  16. მაია says:

    ძალიან ცუდია, როდესაც ფიქრობ რომ საყვარელმა ადამიანმა შეიძლება გიღალატა. მე ესეტი შემთხვევა მქონდა:მე და ჩემმა ქმარმა ვიჩხუბეთ, სულ ცვრილმან რამეზე, მე არ ველაპარაკებოდი,სამაგიერო იმიტ გადამიხადა რომ დილის 5 საატზე მოვიდა, ორაზროვნად მიტხრა სად იყო,თან მემუქრება თუ ისევ ესე მომექცევი იქ წავალ სადაც არ მეჩხუბებიანო.80 პროცენტი ვიცი სხვასთან იყო. არ მინდა ოჯახის დანგრევა, პატარა ბავსჰვები გვკავს, სერიოზული სამსახუერბი გვაქვს და პრესტიჯზეც ვფიქრობ, მაგრამ მის მერე ურტიერტობა ისე ვეღარ ეწყობა. ვცდილობ ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ ის რაგაც უხეშად მექცევა. ალბათ გავცილდები.ბავშვები მეცოდება…არადა ისე უყვარდი ჩემი ცოლობისთვის იმდენი იბრძოლა, მერეც ჩემი კომფორტისთვის ისე შრომობდა ამას არ მოველოდი

    • მაია says:

      ხო ბექა, მეც ესე ვფიქრობ, ალბატ დღეს დაველაპარაკები

    • gigantvirus says:

      მე არანაირი უფლება არ მაქვს რო ჩავერიო მაგრამ მართალი ხარ და ყველას აზრი ის იქნება რომ ოჯახი შეინარჩუნო. მე ფსიქოლოგი არ ვარ მაგრამ ერთი რამის რჩევა შემიძლია ჩვეული დღის რეჟიმი შეიცვალეთ. ძალიან ცუდია თუ ეგრე აკეთებს. მე მაგალითად არ გავაკეთებდი ეგრე მის ადგილას პირიქით.

  17. beqo says:

    მაია,გულზე მომხვდა ეხლა შენი კომენტარი,მართლა ოღონდ 🙁 ნამდვილად ღირს ბავშვების გულისთვის ოჯახის შენარჩუნება , მაგრამ დამცირებაც არ უნდა აიტანო მგონი 🙁 სამსახური და სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია,მესამე თუ არა

  18. მაია says:

    რო იცოდე რა საყავრელი სჰვილები გვკავს, იმის დაჯერება მიჭირს ასეთი შვილების მამას ღალატი როგორ შეუძლია, იმან მარტო მე კი არა ბავშვებსაც უღალატა

    • მაია says:

      მორალურად ისეთი ადამინია ვერც იფიქრებ, ყველასთვის სამგალითო.სულ ისეთ კომფორთში და სიყვარულში ვაცხივრებდი, სითბოს არ ვაკლებდი

    • მაია says:

      ვეცადე შემეცვალა დღის რეჟიმი და ერთად უფრო ხშირად ვყოფილიყავით, სამსხურში მივაკითხე, ძალინ გაღიზიანდა, მაკონტროლებო

      • gigantvirus says:

        არა ეგრე არა მგონია რამე გამოვიდეს. ეცადე რო დაითანხმო სადმე სხვაგან წასვლაზე, შესვენებაზე ცოტა ხნით. ისე რო მარტო დარჩეთ ბავშვთან ერთად. ისეთ ადგილას სადაც ცოტა ხალხია.

    • მაია says:

      ალბათ გათხოვებამდეე ჩემს მეგობარს ესეთი სითუაცია, რომ მოეყოლა ვეტყოდი გაცილდითქო, ეხლამე ოჯახის სენარჩუნებას ვცდილობ

      • მაია says:

        თანაც გაურკვეველობით ჯამრთელობაც არა მაქ ნორმალური, სისხლში სერიოზული ცვლილებები მაქ, დასუსტებული ვარ, ეგ კიდე მთხოვ ყველაფერი იდეალურა იყოს სახლში, ბავშვებიც ისევე მკავდეს მოვლილი, როგორც ადრე.

  19. beqex says:

    მესმის შენი მაია,ძალიან ცუდი სიტუაციაა, ყველანაირად უნდა ეცადო რო მისგან გაიგო მიზეზი,თუ ვერ გაიგებ უნდა დაიჯერო რომ შეუძლია ღალატი და შესაბამისად მოიქცე…

  20. მაია says:

    ვიფიქრე დედამსს მოვუკვები რაც ხდებატქო და იქნებ მომეხმაროს, ზალინ შეგნებული ქალია

    • beqo says:

      ეგეც კარგი იქნება…

      • მაია says:

        ხო ეხლა შევინარჩუნე, მაგრამ პირად ურტიერთობას რაღა უყო?ისეთი ურთიერთობა, უფრო სწორედ ნორმალური ვეღარ იქნება ჩვენს შორის, გამოდის უნდა ვეწამო, სულ ვიფიქრებ კიდევ ხო არ მირალატათქო

        • beqo says:

          ხოდა მაგას გეუბნები მაია,რომ არ უნდა ეწამო,არაფრის გულისთვის! ეგ პირიქით,არც შვილებისთვის იქნება კარგი

          • gigantvirus says:

            მართალი ხარ მარა შვილისთვის არი ყველაზე ძნელად გადასატანი ეგ.

        • მაია says:

          გუშინ ჩემი ბიჭი მივიდა მამაისთან, არადა 3 წლისაა, და რა უთხრა იცი:დედას ხმადაბლა ელაპარაკე , მასე არ შეიძელებაო

          • beqex says:

            :(( ხოდა მითუმეტეს,არც შენ ბავშვებს არ უნდა აყურებინო ეგ და არც შენ უნდა აიტანო

    • gigantvirus says:

      კარგი იქნება თუ მოუყვები მაგრამ მეტს ნურავის ეტყვი რავიცი მგონი სწორი იქნება. უბრალოდ ეცადე მაქსიმალურად რომ ოჯახი არ დაინგრეს.

  21. იაკო says:

    ვერ განსჯი სხვის ცხოვრებას და სხვას გადაცკვეტილების მიგებაში ვერ დაეხმარები. “მის ადგილას თავს”- ვერ წარმოიდგენ, იმიტომ რომ ფაქტის წინაშე დგომა სულ სხვა რამაა. მაია, პირველ არა ხარ მაგ პრობლემიტ და არც ბოლო იქნები მერწმუნე. მარტო შვილები კი არა, დარწმუნებული ვარ მეუღლეც გიკვარს,გახსოვს ისეთი დრო როცა სხვანაირად გექცეოდა და იმის ხა
    თრითაც მოითმენ ალბათ ყველაფერს, თორემ, მართლა იმისთვის რომ სხვამ არ “დაგცინოს”, “გაგკიცხოს” ამისთვის თავის შეწირვა არ შეიძლება. პირველი ხარ შენ! და მერე დანარჩენი, ჯერ შენს თავზე და ჯანმრთელობაზე იფიქრე და მერე სხვა დანარჩენი! სიყვარული დროთა განმავლობაში უფერულდება და იმ ხისალასეს კარგავს, რაც თავიდან გქონდა და პატივისცემა, ურთიერთგაგება და დათმობა თუ არ აქვს წყვილს, რამოდენი ქლის მერე საერთოდ აღარ გექნებათ. მართალია ზემოთ წერია: შეიცვალეთ ყოველდგიურობა, სადმე სხვაგან წადიტ, ან თუნდაც მარტო შვილების გარეშე და ერთმანეთს დაუთმეთ დრო ვიდრე გვიანი არ არის

  22. apple pie says:

    ძალიან იშვიათად შემხვედრია შენნაირი აზრის ადამიანი..(ბიჭებს ვგულისხმობ რათქმაუნდა) ძალიაან მიხარია რომ ჯერ კიდევ არსებობენ ჯანსაღად მოაზროვნე ბიჭები რომლებიც ცოლის დანიშნულებას მხოლოდ ბავშვების გაჩენაში და სახლში ანტიკვარულ ნივთად ყოფნაში არ ხედავენ..შენი მეუღლე შენი მეორე ნახევარი უნდა იყოს,მისით სუნთქავდე,მისით ცოცხლობდე..თუ ეს ასე იქნება არ მესმის თვალი სხვისკენ როგორ უნდა გაგექცეს…

    • beqex says:

      მადლობ.სამწუხაროდ მართLა ცოტა აზროვნებს ასე ჩემს გარშემო…არ მინდა თავის ქება გამომივიდეს,ამიტომ გავჩერდები 😀

  23. გვანცა says:

    ღალატი არის მართლა საშინელება მე ვერ ავიტან ესეთ რამეს ცუდია როცა ენდობი გიყვარს და ის გღალატობს და სხვასთან მიდის ამაზე საშინელება არაფერი არ არის სამწუხაროდ

  24. მაგდა says:

    მეც რათქმაუნდა ვეთანხმები ამ პოსტის ავტორს…..:):)და განსაკუთრებით დასაფასებელია როდესაც ამას მამაკაცი ამბობს…:)

  25. მარიამი says:

    ძალიან მაგარი კაცი ხარ თუ მართლა ასე ფიქრობ ვინც ხარ 😀 გათხოვილი რო არ ვიყო დავფიქრდებოდი 😀 ეს ხუმრობით მაგრამ მართლა ძალიან მიხარია რომ შენნაირი ბიჭები კიდევ არსებობენ !!

  26. ნინი says:

    როგორ მინდა ჩემი შეყვარებულიც ეგრე ფიქრობდეს… ამბობს რო მომავალში ჩემზეა დამოკიდებული როგორ იქნება… ანუ მიღალატებს თუ არა. ამას რო ამბობს ნერვები მეშლება მაგრამ ერთის მხრივ მართალია, თავს არ უვლის ქალების უმეტესობა საქართველოში. ჩვენ გვინდა საშინლად გამოვიყურებოდეთ და არ გვიღალატონ, მგონი ეს წარმოუდგენელია. ბევრი რამ ჩვენი ბრალია, გავხდეთ ისეთი ქალები მათთვის როგორებიც მოწონს და ვფიქრობ არავინ სხვასთან არ გაიქცევა როცა სახლში ეყოლება…
    რაც შეეხება მაიას, ვფიქრობ უმჯობესია ქმარს დაელაპარაკო, გითხრას ყველაფერი. შეიძლება ტგასაღიზიანებლად გითხრა ყველაფერი და რო დაიჯერე ეხლაც მაგიტო გეპარება ეჭვი.

    • beqo says:

      სამწუხაროდ მაია აღარ ჩანს ბლოგზე,არადა ამინტერესებს რა ქნა 🙁

  27. ყველა ქაცი უღალატებს თავის ცოლს და ჯობია ამ აზრს შეეგუოთ ყველა!!!!!!!!!!

  28. ნინო says:

    და იცით მე ყველაზეე სასაცილო რან მინდა ვთქვა ჩემი მეუღლე ზუსტად მაგ აზრის იყო ქორწინებამდე და ეხლა 10 წლის შემდეგ გავიგე რომ მღალატობს… ამას რა ქვია… არ ვიცი… რატომ იცვლებიან ადამიანები შეგნებით:(

  29. beqo says:

    მდა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *