aa სიგარეტი , ანუ ჩუმი მკვლელი | beqex.info – beqo's personal blog

სიგარეტი , ანუ ჩუმი მკვლელი


ყოველთვის მშურს ადამიანის , რომელიც სიგარეტს არ ეწევა , მშურს და თან ვფიქრობ იმას თუ რატომ არ შეიძლება არც მე ვეწეოდე და მივდივარ იმ დასკვნამდე რომ არსებობს ჩემ ცხოვრებაში ისეთი რამ,რაზეც დამოკიდებული ვარ და ეს არის ერთი პატარა, ცეცხლმოკიდებული,ქაღალდში გახვეული მყრალი თუთუნი,რომელსაც დღეს-დღეისობით “სიგარეტად” მოვიხსენიებთ. თუ ჩვენს რელიგიას დავუჯერებთ სიგარეტი ეშმაკის სანთელია,რომელსაც დღეში აქტიური მწეველი მინიმუმ 12-13ჯერ ანთებს, ჩემ შემთხვევაში კი ეს ციფრი გაორმაგებულია.თუ რელიგიასთან ერთად მედიკოსებსაც დავუგდებთ ყურს, გავიგებთ რომ ჩვენს სიცოცხლეს დღითი დღე ვაკლებთ დღეებს,სრულიად უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად,,,ძალიან ბევრი და ალბათ მათ შორის მეც ხშირად გავიფიქრებთ ხოლმე , “კარგი რა,სიგარეტმა როგორ უნდა მომკლას,ბოლობოლო გადავაგდებ მერე” და ყოველთვის ეს მერე ღუპავს ადამიანს. რამდენჯერ ვიფიქრე რომ თავს დავანებებდი, გასულა მაქსიმუმ 1 დღე რომ არ მომიწევია სიგარეტი, თუმცა უშედეგოდ…როგორც ჩანს არც ისეთი ძლიერი ნებისყოფა მაქვს, როგორც მეგონა… გუგლში დავსერჩე წეღან სიტყვა “სიგარეტი” და ამომიგდო ქართველი ექიმების საიტი, სადაც წერია თუ როგორ უნდა დავანებოთ სიგარეტს თავი ადვილად, მე უნდა ვცადო და თქვენც გირჩევთ რომ მომბაძოთ,სისულელეა რაღაც “პრივიჭკის” გამო თავის მოკლვა…ჩვევაა ხო,ჩვევა…არავინ თქვას რომ სიგარეტს “ლომკები” აქვს,ამ დროს ის ჩვევა ახდენს ჩვენზე გავლენას,რომელსაც აგერ უკვე ამდენი წელია ერთგულად დავატარებთ…წლების განმავლობაში (არ მინდა ვთქვა რამდენი ხანია ვეწევი) იმდენად შევეჩვიე სიგარეტს,რომ უკვე ვეღარც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მის გარეშე და ყველაზე ცუდი ესაა, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი უსიგარეტოდ 🙁 თუმცა რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა დავანებო, თორემ ჯერ თუ არ მაქვს ფილტვი ასე,ძალიან მალე მექნება,,,

სხვა პოსტები:

10 Responses to სიგარეტი , ანუ ჩუმი მკვლელი

  1. მე says:

    ყველაზე ძლიერი მაშინ არის ადამიანი, როცა საკუთარ თავს ერევა. სხვისი მორევა გაცილებით მარტივია, ვიდრე საკუთარი თავის და მავნე ჩვევის.

    სიგარეტის მიტოვება იოლი არ არის, მაგრამ არც მიუღწეველია. მთავარი იცი რა არის? მავნე ჩვევაზე გამარჯვების ჟინი!

    რახან გადაწყვიტე, უნდა დაანებო. თუ ვერა, ესე იგი შენივე თავი მოგერია.

    წარმატებები!!!

    საკუთარი გამოცდილებით გეტყვი, ძალიან ამაყი იქნები ერთ დღესაც, როცა აღარ მოწევ და მიხვდები, რო მავნე ჩვევას მოერიე!

  2. მწეველებს ჯამრთელობის მხრივ მომავალში გაცილებით მეტი პრობლემები შეექმნბათ, რადგან გლობალური დათბობის შედეგად ვირუსული დაავადებების მომატებაა ნავარაუდები, რომელიც დასნეუბულებულ ოგანიზმში ადვილად აღწევენ. ამიტომ თუ დღევანდელი ცხოვრებით არ ცხოვრობთ დროა მოახდინოთ ცვლილებებთან ადაპტირება.

  3. სიგარეტი გვანადგურბს

  4. ნიკა says:

    რომ გვანადგურებს სიგარეტი მაგიტომაც არ ვეწევი

  5. შორენა says:

    წარმატებებს გისურვებ. მაგ გზაზე იქნება სისუსტის წუთები, როცა ძაან მოგინდება მოწევა, ერთი ღერი მარტო, მეტი აღარ, და თუ მოგეწია, არა უშAვს, ისევ გააგრძელე თავის დანებების გზაზე სიარული. გამოგივა. უფალს თხოვე და დაგეხმარება.
    იმიტომ რომ ნიკოტინზე თავის დანებება ძნელია.

  6. ფიქრი says:

    მწევლებო, ძალიან ძნელია სიგარეტზე თავის დანებება თუ ირგვლივ მწევლები დადიან და კვამლში გახვევენ გინდა თუ არ გინდა. და გამოდის, რომ შენც უშლი ვიღაცას მოწევის ჩვევის უკუგდებაში. სიგარეტის წევის გავრცელება, ხომ ისევ მწევლების ბრალია.
    მე გთავაზობთ, არ მოწიოთ თუნდაც ერთი არამწეველის თანდასწრებით. არ მოწიოთ გზაში, რომ ბავშვებმა არ დაინახონ და კვამლი არ იყნოსონ. ნუ მოწევთ შვილების თანდასწრებით, რომლებიც არ ეწევიან. არ მოწიოთ ბინაში. თქვენს ირგვლივ, რომ მწეველს ვერ დაინახავთ, გაგიადვილდებათ ამ მავნე ჩვევის უკუგდება.

  7. mch says:

    მე 8 წელი ვეწეოდი და 2 თვე ვითომ დავანებე, მაგრამ მართლა ძალიან მიჭირს, მიუხედავათ იმისა , რომ საკმაოდ ძლიერი ხასიათი და ნებისყოფა მაქვს.მართლა მეგონა რომ გამოჭირდებოდა, მაგრამ არ მეგონა ამ დონესე თუ გამიჭირდებოდა, რას არ ვცდილობ, რას არ ვკითხულობ, მაგრამ ბოლომდე ვერ ვანებებ თავს 🙁

  8. mch says:

    ვისაც დაგაინტერესებთ ეს საიტი შეგიძლიათ ნახოთ http://www.allenkarr.info, მე მანდ ვკითხულობ, ამბობენ ძალიან შველისო, იქნებ მართლა შველის, ჯერ შუა კითხვაში ვარ, წარმატებებს გისურვებთ 🙂

  9. ვერ ვიტან სიგარეტს!! გული მერევა!! მაგას რა მომაწევინებს ბლიად!!

  10. […] In case you adored this short article and you would want to obtain more details with regards to http://beqex.info/?p=412 (just click the following internet page) generously stop by our web-page. […]

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *