aa Facebook-ს რომ საუკუნეების წინ ეარსება… | beqex.info – beqo's personal blog

Facebook-ს რომ საუკუნეების წინ ეარსება…

Facebook

Facebook

1. ნოე გააკეთებდა ივენთს, სადაც ყველას მოიწვევდა თავის კიდობანში.

2. ჰიტლერი ატვირთავდა სურათს: “ვინ ვარ მე შენთვის” და დატაგავდა ებრაელებს.

3. ეჭვიანი ოტელო დეზდემონას “fb”-ს პროფილს გაუუქმებდა.

4. მეფე გიორგი თრიაქის ქვეშ მყოფი შეუერთდებოდა GROUP-ს “მე მოვითხოვ მარიხუანას რეალიზაციას”.

5. ცოტნე დადიანის მეგობრები ატვირთავდნენ სურათს წელს ზემოთ შიშველ და თაფლწასმულ მდგომარეობაში, რაზეც ცოტნე დადიანი დაუკომენტარებდა: “აუ როგორ მინდა თქვენთან ერთად”.

6. დავით აღმაშენებელი, აქილევსი, ალექსანდრე მაკედონელი და ლეონიდასი დაიტაგებოდნენ “ყველაზე მამაკაცურებში”.

7. უბრალო გლეხის შვილი ატვირთავდა სურათს “odnoklassniki”-ის ლოგოთი, რის შემდეგაც აბუჩად აიგდებდნენ თავად-აზნაურების შვილები.

8. თინათინი და ავთანდილი ქორწილის შემდეგ შექმნიდნენ ერთიან პროფილს სახელით “თიკო ავთო”.

9. ლუარსაბ თათქარიძე ითამაშებდა “ფერმას” როცა დარეჯანი მორჩებოდა “fashion world”-ის თამაშს.

10. ჯორდანო ბრუნო დაწერდა სტატუსს: “დედამიწა მრგვალია და ბრუნავს!” და აჭერდა f5-ს (restart) notification-ის მოლოდინში იქამდე, სანამ მას არ დაწვავდნენ.

სხვა პოსტები:

5 Responses to Facebook-ს რომ საუკუნეების წინ ეარსება…

  1. Summer says:

    haha))) ძალიან მაგარია

  2. აუ ეს ძალიან მაგარიია რამდენი ვიცინე :დ

  3. avto says:

    აუ მაგარია მომეწონა და თან უნდა გავაზიარო რა 😀 😀

  4. ketusi says:

    კარგი იყო <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *