aa My goals | beqex.info – beqo's personal blog

My goals

გუშინწინ ველაპარაკებოდი facebook-ის მეგობარს, რომელმაც მოიგო green card-ი და უკვე New York-ში ცხოვრობს,სეირნობს Time SQ-ზე, სწავლობს ერთ-ერთი კოლეჯში და მოკლედ, შეიძლება ითქვას აბსლუტური მარაზმიდან , იდეალურ სიტუაციაში მოხვდა… ხოდა ამ საუბრის შემდეგ სიღრმისეულად ჩავფიქრდი,როგორ წარიმართება ჩემი მომავალი,რას მინდა მივაღწიო ცხოვრებაში (მინიმუმ) და ასე შემდეგ… აღმოვაჩინე 4 რამ,რაც ამ ეტაპზე მიტრიალებს თავში და მინდა, რომ ამ 4 მიზანს აუცილებლად მოვასხა ფრთები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მიზანი პირველი , რომელიც აგერ უკვე კარს მომდგომია,არის ის რომ ჩავაბარო იურიდიულ ფაკულტეტზე და ვისწავლო იურისპუდექცია,მივიღო განათლება იმ დონეზე,რომ ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი. ამას რამდენად მივაღწევ,უფრო სწორად რამდენად ჩავაბარებ ჩემთვის სასურველ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტში,სულ მალე, ასე 2 თვეში გამოჩნდება.

New York - ოცნების ქალაქი

New York - ოცნების ქალაქი

მეორე მიზანი, რომლის განხორციელებაზეც დიდი ხანია ვოცნებობ, არის ამერიკაში,კერზოდ კი New york-ში ჩასვლა, ანუ გარკვუელი დროით ცხოვრება , ისე რო ჩემი გადასაწყვეტი იყოს,დავრჩები თუ ჩამოვალ… ეს არ არის მარტო new york-ის live-ში ნახვის დაუოკებელი სურვილი, ეს არის ის ერთი მიზანი,რომელიც როგორც წესი მინიმუმ 5 ახალ მიზანს უსახავს ადამიანს, მითუმეტეს 18-19 წლის ასაკში, ამას აუცილებლად მივაღწევ,უბრალოდ დროის საკითხია…

მიზანი მესამე, მინდა მქონდეს დიიიიიიიიიდი სახლი დიიიიიიიდი ეზოთი, რომელსაც ზუსტად ისე ავაწყობ და დავაწყობ,როგორც მე მენდომება. დიდ სახლში იგულისხმება მინიმუმ 3 სართულიანი , ულამაზესი და უკეთილმოწყობილესი სახლი, რომელის შეძენა/აშენებსაც აუცილებლად შეუწყობს ხელს პირველი ორი მიზნის განხორციელება
მაქვს კიდე 2 მიზანი,რომელსაც გარკვეულ მიზეზთა გამო სხვების წასაკითხად არ დავწერ 🙂 პოსტის ბოლოს კი ყველას გისურვებთ თქვენი ოცნებებისა და მიზნების , ახდენას და მიღწევას

 

სხვა პოსტები:

13 Responses to My goals

  1. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ვიოცნებოთ სხვა რა დაგვჩენია : )))))) 😀

  2. beqex says:

    შენ შეიძლება მეტი არაფერი დაგრჩენია,მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები , რო ამ მიზნებს მივაღწიო )

  3. ოჰოოოოო მხოლოდ და მხლოლოდ ოჰოო

  4. hausiusi says:

    ღმერთი იყოს შენი შემწე! 🙂 მიზანი რომ გაქვს ეს კარგია, ვინც კარგად ეძებს პოულობს, ვინც კარგად შრომობს, ნაყოფსაც იმკის. :)))))

  5. beqex says:

    გაიხარე,დიდი მადლობა

  6. Dreamar says:

    მომწონს შენი მიზნები და მიზანდასახულობაც :)) წარმატებებს გიუსრვებ

  7. beqex says:

    ))))))))) მადლობ

  8. მე says:

    ეგ ოცნება კი არა, დაგეგმილი მომავალია,:) ოცნება იქნებოდა რო გეთქვა, აშშ-ს პრეზიდენტი გავხდებიო. რაც ჩამოთვალე, ეს დასახული მიზანია და აუცილებლად მიაღწევ. მე მჯერა, რო როდესაც სურვილი დიდია და საქმეში შრომა იდება, ის აუცილებლად ამართლებს:)

    წარმატებები!!

  9. beqex says:

    მადლობ თათია :*

  10. მე says:

    :))))))არაფრის :*

  11. ოცნება რატომ არა დღევანდელ დროს ეს ოცნება ჩემი აზრი ესეთია : ) მარა ეგაც მართალია ცხოვრებაში თუ რამე მიზანი არ გაქ შენ ცხვორებას აზრი არ აქ ბევრისგან გამიგია რომ აი რაგაც იქნება ვინმე გაიჩითება სადმე მეც გავიჩითები არავის იმედით არ უნდა იყოს არასდროს სხივვისი იმედით რატომ ცხოვორობენ არ მესმის ასე რომ ასეც კაია ბექო წარმატებები : )

  12. დია says:

    პირველი მიზანი მეც ზუსტად შენნაირი მქონდა 6 წლის წინ. ერთ რცევას მოგცემ, რომ ჩააბარო, მერე არ დაივიწყო საკუთარი თავისათვის მიცემული პირობა…

    მესამე მიზანს კი დღემდე ვუკირკიტებ და ალბათ კიდევ დიდ ხანს მომიწევს…

  13. beqo says:

    მადლობა დია რჩევისთვის 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *