aa 26 მაისის ქრონიკა | beqex.info – beqo's personal blog

26 მაისის ქრონიკა

გთავაზობთ 26 მაისის დარბევის ამსახველ მოვლენებს , რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ არის მოწოდებული

ნაცემი მომიტინგეები

ნაცემი მომიტინგეები

კითხვის გაგრძელება


ნონა გაფრინდაშვილის კომენტარი,აქციის დარბევის შემდეგ

 

მომღერალი “უცნობი” სასტიკად არის ნაცემი და გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში,ამას საინფორმაციო სააგენტო პალიტრა იტყობინება

ეპნ.ჯი გვამცნობს რომ ლევან გაჩეჩილაძე და მისი ვაჟი,სასტიკად არიან ნაცემები

 

ლევან გაჩეჩილაძე და მისი ვაჟი სასტიკად ნაცემები, საკცით რამდენიმე წითის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს.
როგორც “ექსპრენიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ორივე მათგანი უსასტიკესადაა ნაცემი.
შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დარბევის დროს, ამა-შვილი გაჩეჩილაძეები სამართალდამცავებმა დააკავეს და გაურკევევლი მიმართულებით წაიყვანეს.

აქციის მონაწილეებმა დარბევის შემდეგ კინოთეატრ რუსთაველს შეაფარეს თავი, სადაც სპეცრაზმი შეიჭრა და მომიტინგეები დააკავა

სპეც-დანიშნულების რაზმმა , რუსთაველზე დაკავებული მომიტინგეები სადემონსტრაციოდ ჩამოატარა

დარბევა კი ასე იწყებოდა…

ინტერპრესნიუსის მოწოდებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ამჟამად პოლიცია შესულია ცაგარელის ქუჩაზე არსებულ “სახალხო კრების” ოფისში და მიმდინარეობს ჩრეკა…
ამ წუთას ვუსმენ რადიო ობიექტივს,სადაც წამყვანმა გვამცნო , რომ ლევან გაჩეჩილაძე,გია გაჩეჩილაძე და ლევანის ვაჟი საავადმყოფოში,სასტიკად ნაცემები წვანან…

ინტერპრესნიუსი იტყობინება , რომ ამ წუთებში დააკავეს ანზორ ბიწაძე,ნინო ბურჯანაძის ვაჟი !!!
ნინო ბურჯანაძე პოლიციის მანქანას წინ გადაუდგა და მისი დაკავება ითხოვა,თუმცა პოლიციამ , მიუხედავად იმისა რო ბურჯანაძემ მათ წინააღმდეგობა გაუწია,მაინც მხოლოდ მისი შვილი და დაცვის წევრები დააკავა,ხოლო ნინო ბურჯანაძე თავისუფალი დატოვეს…

მოხდა საშინელი ფაქტი,დაღუპულია ერთი სპეც-რაზმელი , რომელიც მანქანამ გაიტანა და ასევე დაღუპულია ერთი მომიტინგე…
ამ ეტაპზე დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ არსებობს, როგორც კი რამეს შევიტყობ მაშინვე დავწერ ბლოგზე, ვერ ვიძინებ ვერანაირად, დღეს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვას ვაპირებდი თქვენთვის,თუმცა სიხარული ჩემთვის,ისე როგორც ძალიან ბევრისთვის დღევანდელმა ტრაგედიამ გადაფარა…

სხვა პოსტები:

7 Responses to 26 მაისის ქრონიკა

  1. ალეხაა says:

    მომეწონა პოსტის დაწერის სტილი, ნეიტრალური პოზიციის დაცვა;))) რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს ეს იყო კიდევ ერთი საშინელი დღე ამ მთავრობის ისტორიაში… გისამძიმრებთ დამოუკიდებლობის დღეს:(((

  2. მამული says:

    მაიცა რა დაქირავებული ხალხი რო ყავდა ბურჯანაძეს ეგ არაფერიი იქ მეც ვიყავი მაგრამ და ბევრი სხვაც მაგრამ ჩვენ არავიზე აგვიწევია ხელი ბურჯანაძის შნირები რო ურტყავდნენ გამვლელ გამომვლელს და სახელს გვიტეხავდნენ მაგის ბრალია ყველაფერი აბა რაეგონა რა დაგვინდობდნენ მერე ნაზელებიიი?ვიტომ ლევანაო ცემესო რა ცემეს ვაფშე არ იყო მანდ ნაზელები რო მოვიდნენ ეგ უკვე წასული იყო მანქანიტ ასევე ბურჯანაძე და ცვენ გაგვჭყლიტეს ტვიტონ გაიქცნენ ფუ მაგათი კაი ხო ეს არაკაცებით სავსე მთავრობა ვიცით მაგრამ ეს არაადამიანური ოპოზიცის ლიდერები დამპლები ეგენი ეს ვიდეოები არ იცი მაგრამ უეჭველი ვიცი რო გრეჩიხა არ ყოფილა მანდ რო მოვიდა ათ წუტში ისევ წავიდა დაგვტოვეს მაგათ იცოდნენ რო ნაზელები მოდიოდნენ მაგრამ არ გვითხრეს პირიქით მოგვიწოდეს არ დაიშალოთო

  3. მამული says:

    ასევე უეჩველი ნანახია ტიპიც იგებდა ვიგაც კამერით რო ბურჟანაძე დარბევის მერე მოვიდა

  4. მამული says:

    ნაზელებმა კიდე საშუალება არ მოგვცეს ისე დაგვიშვეს მოკლედ ვიგას უნდა დაუჯერო რაა მერე იტყვიან მოწოდება იყო დაიშალეტო და არ დაიშალნენო არ გაგვიშვეს ვაფშე არ გვატარებდნენ ვინც მოასწრო გასვლა იმათაც მიზდევდნენ მერე გამოდიან და იძახიან აი ასე მოხდა დაგვარბიესო ბურჯანაძე შენ არავის დაურბევიხარ ჩვენ გვცემეს ხალხი როგორც ყოველთვის ისევ ხალხი დავისაჯეთ

  5. ნუცა says:

    მე არც იმათ ვამართლებ არც ამათ,ორივე მხარეს საქართველოა.მაგრამ დავინახოთ ყველამ ყველაფერი.სანამ სიმსშვიდე იყო “ლიდერებიც” შემართებით იყვნენ,არ დაშლისკენ მოუწოდებდნენ ხალხს.დაიძაბა სიტუაცია და ვიგას ახსოვდა უბრალო ხალხი,მთავარი თავიანთი თავების გადარჩენა იყო.გაიქცნენ და გაიმეტეს მომიტინგეები ამ ყველაფრსითვის.სირცხვილია.

  6. გილიოტინა says:

    ყოჩაღ ქართულო მილიციავ!!!!!!ეს რა კარგად დაიცავი საკუთარი ხელისუფლება….მერე სახლში მიხვალთ ცოლს მოეფერები და იმ მოხუცების და ცალ-ცალკე დარჩენილი ადამიანების ცემაში მიღებული პრემიით საკუთარ შვილებს საჩუქარს მიუტან….ისტორიიდან არ უნდა წაიშალოს თქვენი გმირობა მილიციელებო…ამით ხომ საკუთარი თავიც და თქვენივე სანაქებო ხელისუფლება დაასამარეთ.გგონიათ ვერავინ გაიგებს თქვენს სახელ-გვარებს?

  7. ლაშა says:

    კარგი პოსტია ბექო მომეწონა 🙂

    რაც შეეხება აქციას, ამის მერე კიდე ვინმემ რომ დაიწყოს საუბარი ბურჯანაძე ხალხისთვის იბრძვისო, დასაცინად გაუხდება საქმე 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *