aa პოსტი დამწყებებისათვის ანუ დაგვიანებული პასუხი ქეთუსის | beqex.info – beqo's personal blog

პოსტი დამწყებებისათვის ანუ დაგვიანებული პასუხი ქეთუსის

არც თუ ისე დიდი ხნის წინ დავწერე პოსტი დამწყები ბლოგერებისათვის,რომელზეც ketusi – მ დატოვა შემდეგი კომენტარი :

კარგი კია ამას რომ წერ,მაგრამ დამწყებ ბლოგერს ამის გაგება გაუჭირდება.

მაგალითად ძაან იცის ეხლა დამწყებმა ბლოგერმა “ftp-ზე” –რას ნიშნავს 🙂 მაშინ უფრო დაწვრილებით,საფეხურ-საფეხურ ახსნაა საჭირო,ვიცი ეგ არ გაგიჭირდება, ამიტომ ამ თემაზეც თუ დაწერ ტუტორიალს მეც მადლობელიმ დაგრჩები(ftp-სთან მუშაობას ვგულისხმობ)

თორე მესმის შენი,მეც სულ რაღაცას მეკითხებიან და ამიტომ მაქვს ამდენი ტუტორიალი ბლოგის გაკეთებასთან დაკავშირებით.ოღონდ მე WordPress-ის დაყენების სხვა,უფრო მარტივი გზა მაქვს აღწერილი.ეს შენი აღწერილი მეთოდიც ძალიან მაინტერესებს და ახალი ბლოგის გაკეთებას თუ გადავწყვეტ,მაშინ ამ ხერხით დავიწყებ.

ვითვალისწინებ ამ რჩევას 🙂

პირველ რიგში თქვენ აუცილებლად დაგჭირდება დომენი,რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ქართულ ( http://domains.emoney.ge ), ისე უცხოურ დომენრეგისტრატორზე(godaddy.com) ამის შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ ჰოსტინგი(ვებ-სივრცე),მე გირჩევთ ამისათვის მიმართოთ Geohost.ge-ს,ჩემი ბლოგის ჰოსტინგ-პარტნიორს 🙂 .

კითხვის გაგრძელება

ახლა კი თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენს ფტპში,რომლის მონაცემებსაც გაწერთ თქვენს ჰოსტინგის ცპანელში,რომელსაც გაწერთ თქვენს ცპანელში(თუ ამ საკითხში დახმარება დაგჭირდათ,დამეკონტაქტეთ).ახლა კი ვინც არ იცით , გეტყვით რა არის ფტპ.

ესეიგი, ftp არის “ადგილი”,სადაც თქვენ ტვირთავთ თქვენს სკრიპტს,ამ შემთხვევაში ვორდპრესს და აინსტალირებთ. მე გირჩევთ გამოიყენოთ Cute FTP.თუმცა ინსტალიაციის შემდეგ,თუ თქვენ აპირებთ ვორდპრესის დაყენებას,სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ფაქტიურად არ შეხვიდეთ ფტპ-ში,ვინაიდან შეგიძლიათ “ადმინკიდან” ნებისმიერი ოპერაციის შესრულება , ეს იქნება დიზაინის ატვირთვა/წაშლა/ჩასწორება,პლაგინის ატვირთვა/წაშლა და სხვა…

შედიხართ ადმინკაში,შემდეგ Appearance/Themes, თუ თქვენ გსურთ დიზაინის ატვირთვა…აგერ სურათი თუ სად უნდა შეხვიდეთ,დანარჩენს ალბათ თავადაც მიხვდებით

ამ ეტაპზე აქ შევწყვეტ ამ პოსტის წერას, ვთვლი,რომ რაც დავწერე საქმის გასაკეთებლად საკმარისია,ასევე გადახედეთ პოსტს,რომელიც დამწყები ბლოგერებისათვის დავწერე და პოსტის სათაურშია დალინკული…

წარმატებები 😉

სხვა პოსტები:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *