aa უმადურობა “გურჯულად” ანუ არაფრის ღირსები (რატომ) არ ვართ… | beqex.info – beqo's personal blog

უმადურობა “გურჯულად” ანუ არაფრის ღირსები (რატომ) არ ვართ…

ზოგადად ქართველებში გავრცელებული ფრაზაა : “არაფრის ღირსი არ ვართ ქართველები…” ეს ის შემთხვევაა,როდესაც ნამდვილად შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის ერთ “ქვაბში მოხარშვა”. ზოგადად ქართველებს ერთი უცნაური ჩვევა გვახასიათებს,გვიყვარს მაშინ როცა გვახარებენ და გვძულს მაშინ,როდესაც ცდილობენ გაგვახარონ და არ გამოსდით. არ მაქვს აქ ლაპარაკი ძმაკაცურ და ოჯახურ ურთიერთობებზე,ვწერ ზოგად ფაქტებზე. ძალიან მარტივი მაგალითის მოყვანა შემიძლია ამ ფაქტთან დაკავშირებით,რომელიც სულ ახლახანს მოხდა ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე. ალბათ ყველას გახსოვს ქართველების მოგება ხორვატიასთან,როცა იქით კომენტატორი კვდებოდა სიხარულით და აქეთ გულშემატკივარი. ალბათ ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს გაუჩნდა ამ დროს იმედი,რომ თემურ ქეცბაია მართლა შეძლებდა და შეძლებს კიდეც ამ გუნდის გამოცოცხლებას. ქართულ სუფრებზეც კი სვავდნენ ერთი პერიოდი თემურ ქეცბაიას სადღეგრძელოს. შემდეგი მატჩი რომ წავაგეთ ხორვატიასთან,ალბათ ესეც გეცოდინებათ.ხოდა მოხდა საოცრება, ის ადამიანები რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თემურის ქება-დიდებაში იყვნენ,წარბშეუხრელად აგინებდნენ და აფურთხებდნენ ქეცბაიას. ახლა ისმის ძალიან ლოგიკური კითხვა, გუნდს,რომელსაც ამდენი ხანია არ მოუგია,ოცნებაშიც კი არ ქონდა გულშემატკივართა უმეტესობას უკვე,რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს მოიპოვებდა.ქეცბაიას ხელში გუნდმა ეს შეძლო, რეალური შანსი გაჩნდა,რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ “ბილეთს აიღებდა”. უბრალოდ ერთი კითხვა დამებადა მე ,როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მიმართ უცენზურო გამონათქვამები დავინახე. რა უნდა ექნა ქეცბაიას,თითონ შესულიყო სტადიონზე და 11 კაცის მაგივრად ეთამაშა? თუ ჯადოქარია,რომ ხელის ერთი გადასმით,გუნდი რომელიც წლების მანძილზე ფლავდებოდა, უცებ გამოაცოცხლოს და ისეთ პრესტიჟულ ჩემპიონატზე გაიყვანოს,როგორიც ევროპის ჩემპიონატია? ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება , ქართველების უმადურობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ჩემი აზრით ნათელი მაგალითია იმისა,თუ რატომ არ ვიმსახურებთ ქართველები “ბევრს არაფერს” !

სხვა პოსტები:

6 Responses to უმადურობა “გურჯულად” ანუ არაფრის ღირსები (რატომ) არ ვართ…

  1. sandro says:

    Kai Saitia Xshirad Vstumrob Xolme, Vvaraudob didi momavali aqvs da erti txovna maqvs video postebi dadet radgan bevri rame viswavle da gavige maqedan da vfiqrob marto me ar momwons video postebi.

  2. ketusi says:

    უFF ,ასეთი რამ ყველას ახასიათებს,გულს ნუ გაიტეხ. აგერ ინგლისის სუნდის გულშემატკივრები მთლად ცემა ტყეპაზე გადადიან ხოლმე.ადამიანია საერტოდ უმადური და ზოგჯერ არაადეკვატური.

    • Blackty says:

      მართალი ხარ ბექო მართალი არც ვართ ღირსები და არც გვეღირსება! სანამ მსგავს ყველა შემთხვევაში ერთმანეთის ადგილზე არ წარმოვიდგენთ თავს და პირდაპირპროპორციულად არ ჩავწვდებით პრობლემის არსს!

      ასევე მინდა დავეთანხმო სანდროს პოსტები მართლაც რომ კარგია. უბრალოდ მათი რაოდენობა აზარტს უფრო გვძენს ვიდრე ცოდნას )) ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. წარმატებებს გისურვებ!

      და ბოლოს ketusi, Man U – Barca -ს შეხვედრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე გაქვს ლაპარაკი?

  3. ESTA says:

    ასეთუ ფაქტები ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს, როცა ადამიანი (ან სხვა რამე) მაშინ მოგწონს მხოლოდ, როცა წარმატებულია . . .

  4. DrAcid says:

    ნამდვილად! რა ხალხივ ვართ რა… 🙁

    ხალხი ვართ საერთოდ?

  5. Some truly excellent articles on this website , appreciate it for contribution.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *