aa დაიწყოო დაიწყოო გამოცდები დაიწყოო | beqex.info – beqo's personal blog

დაიწყოო დაიწყოო გამოცდები დაიწყოო

შაშკინი-მიმინოშვილი

www.beqex.info


პრინციპში რაღა დაიწყო,მეორე გამოცდა ვწერე დღეს. ზოგადად სიტუაცია რო საშინელია,ეს გამოცდაზე შესვლამდეც ჩანს ,ყოველშემთხვევაში სასოფლოში ნამდვილად ასეა. საზიზღარი სიცხე, არანაირი ჩრდილი (თუ სადმეა,100 კაცია შეჭეჭყილი) , მშობლების განწყირული ლაპარაკი და შვილებთან ჩახუტება…ისეთი შთაბეჭდილება მრჩება აგერ უკვე მეორე გამოცდაა,რო სასაკლაოზე უშვებენ მშობლები შვილებს.ყველაზე მეტად ის მიშლის ნერვებს,რომ ზოგიერთი მშობელი ვერ ხვდება,შვილი შედის გამოცდაზე თუ თითონ,მაგალითად ქართულის გამოცდაზე იმდენი ხანი ვერ გააშვებინეს ერთ მშობელს მისი შვილი,რო კინაღამ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.ზუსტად ეს მშობლების “თავგანწირვა” ქმნის უმეტესად რიგებს და ვიჭეჭყებით ისედაც საკეპ მანქანაში შესასვლელი ხალხი 🙁 ქართულის გამოცდაზე კინაღამ გავგიჟდი,მთელი გამოცდის მანძილზე ვიღაცის ტელეფონი რეკავდა ქვედა სართულზე,იმდენად ხმამაღალი ზარი იყო,რო სამჯერ მაინც გამეფანტა ყურადღება. დღეს შედარებით ადეკვატური სიტუაცია იყო(უნარებზე), არც ტელეფონი ბურღავდა ტვინს და არც დამკვირვებლები ჭორაობდნენ საგამოცდო პროცესში. ქართულზე საერთოდ არ მახსოვს რა ვწერე,რაღაც პასუხებისმაგვარი დაიდო FB -ს ერთ-ერთ ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილ გვერდზე,დაახლოებით 14 პასუხი მახსოვს რაც დავწერე და თუ არ ვცდები 12 უნდა მქონდეს სწორად,დანარჩენი არ მახსოვს 🙁 უნარები როგორ ვწერე საერთოდ არ ვიცი, ხან მგონია რო კარგად ვწერე ხან მგონია რო ცუდად, მეორე გამოცდაა კმაყოფილი გამოვდივარ და მერე უკმაყოფილების გრძნობა მიჩნდება 🙁 წინ ინგლისურის და ისტორიის გამოცდები მაქვს,იმედია ყველაფერი კარგად იქნება.წარმატებებს გისურვებთ ყველა აბიტურიენტს (ჩემთან ერთად) 😀

სხვა პოსტები:

4 Responses to დაიწყოო დაიწყოო გამოცდები დაიწყოო

  1. ტექნიკურში ყველაფერი კარგადაა 😛

  2. კიდევ კარგი მე არ მიწევს გამიცდები.. 🙂 😉

  3. Enaz says:

    წარმატებებს გისურვებთ ყველა აბიტურიენტს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *