aa ისტორია – ქრონოლოგია | beqex.info – beqo's personal blog

ისტორია – ქრონოლოგია

ძვ. წ. 1112 ტიგლათფილესერის ლაშქრობა ჩრდილოეთით, „სიენის დატყვევება“;
ძვ. წ. 750 სარდურ II-ის ლაშქრობა კოლხაში;
ძვ. წ. 676 ფრიგიის სამეფოს განადგურება;
ძვ. წ. 590 ურარტუს განადგურება;
ძვ. წ. 401 ბერძენ მოქირავნეთა რაზმის სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქართველი ტომების ტერიტორიაზე გასვლა;
ძვ. წ. 65 – პომპეუსის ლაშქრობა ქართლში;
ძვ. წ. 83 – აჯანყება კოლხეთში მითრიდატეს წინააღმდეგ;
36 – მარკუს ანტონიუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში;
35 – ქართლის ჯარის შეჭრა სომხეთში ფარსმანის მეთაურობით;
63 – კოლხეთის შესვლა უშუალოდ რომის იმპერიის შემადგენლობაში;
69 – ანიკეტის აჯანყება;
131 – ფლავიუს არიანეს მოგზაურობა შავიზღვისპირეთში;
134 – ფარსმან II-მ ალანები შეუსია რომს და პართიას;
141-144 – წლებს შორის, ფარსმან II-ის ვიზიტი რომში;
325 – ნიკეის საეკლესიო კრება;
326 – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში (ეკლესიის თვალსაზრისით);
337 – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში (ივანე ჯავახიშვილის თვალსაზრისით);
465 – გუბაზ I-ის ჩასვლა კონსტანტინოპოლში;
482 – ვარსქენის მოკვლა. აჯანყების დაწყება ვახტანგ გორგასლის მეთაურობით;
502 – სამგორის ბრძოლა;
523 – მეფობის გაუქმება ქართლში;
523 – წათეს ხელახალი გაქრისტიანება და გამეფება;
542 – „დიდი ომიანობის“ დაწყება;
549 – „დიდი ომიანობის“ განახლება;
550 – ხურიანეს ლაშქრობა ლაზიკაში. აბაზგების აჯანყება;
554 – გუბაზ II-ის მკვლელობა;
555 – მისიმიელების აჯანყება;
562 – „დიდი ომიანობის“ დასასრული;
608 – საეკლესიო განხეთქილება ქართველებსა და სომხებს შორის;
627 – თბილისის ალყა ბიზანტილებისა და ხაზარების მიერ;
628 – ხაზართა მიერ თბილისის აღება;
654 – „დაცვის სიგელი“;
688 – ბიზანტიელთა ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში;
697 – არაბების დასავლეთ საქართველოში გადასვლა;
717 – ბიზანტიელთა ლაშქრობა ეგრისში;
735 – მურვან-ყრუს ლაშქრობა საქართველოში;
764 – ხაზართა ლაშქრობა ქართლში;
772-773 – ნერსეს დაბრუნება სახალიფოში;
786 – აბო თბილელის სიკვდილით დასჯა;
826 – აშოტ კურაპალატის მკვლელობა;
853 (5/VII) – ბუღა თურქმა აიღო თბილისი;
888 – ადარნასე ბაგრატიონმა მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული;
914 – აბულ-კასიმის ლაშქრობა;
922-957 – გიორგი II აფხაზთა მეფე;
975 – ბაგრატ III-ის დასმა ქართლში მმართველად;
978-1014 – ბაგრატ III;
979 – დავით კურაპალატი დაეხმარა ბასილი II-ს;
1001 – დავით კურაპალატის გარდაცვალება;
1008-1010 – კახეთ-ჰერეთის შემოერთება ბაგრატ III-ის მიერ;
1008 – გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალება;
1014-1027 – გიორგი I;
1021 – შირიმნის ბრძოლა;
1023 – ზავი საქართველო-ბიზანტიას შორის;
1027-1072 – ბაგრატ IV;
1028 – ბიზანტიელთა ლაშქრობა საქართველოში;
1032 – ამირა ჯაფარის შეპყრობა;
1037-1039 – თბილისის ალყა ბაგრატ IV-ის დროს;
1064 – თურქ-სელჩუკთა პირველი ლაშქრობა საქართველოში;
1068 – თურქ-სელჩუკთა მეორე ლაშქრობა საქართველოში;
1071 – მანასკერტის ბრძოლა;
1072-1089 – გიორგი II;
1073 – ფეოდალთა აჯანყება გიორგი II-ის წინააღმდეგ;
1080 – „დიდი თურქობა“;
1083 – გიორგი II-მ ხარკი იკისრა;
1089-1125 – დავით IV აღმაშენებელი;
1099 – ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. დავით IV-მ შეუწყვიტა ხარკი თურქ-სელჩუკებს;
1104 – რუის-ურბნისის საეკლესიო კრება;
1104 – ერწუხის ბრძოლა;
1106 – გელათის დაარსება;
1110 – სამშვილდის განთავისუფლება;
1115 – რუსთავის განთავისუფლება;
1117 – გიშის განთავისუფლება;
1118 – ლორეს განთავისუფლება. ყივჩაყების გადმოსახლება;
1121 (12/VIII) – დიდგორის ბრძოლა;
1122 – თბილისის განთავისუფლება;
1123 – დმანისის განთავისუფლება;
1124 – ანისისა და შარვანის დაკავება;
1125-1156 – დემეტრე I;
1130 – შეთქმულება დემეტრე I-ის წინააღმდეგ;
1138 – განძის აღება;
1155 – დავით V-ის გამეფება;
1156-1184 – გიორგი III;
1177 – დემნა უფლისწულის აჯანყება;
1178 – თამარის თანამოსაყდრედ დასმა;
1178-1213 – თამარ მეფე;
1179 – საგანგებო კრება, რომელზეც მიიღეს კანონი ქურდებისა და ავაზაკების წინააღმდეგ;
1184 – თამარის ხელმეორედ კურთხევა. დიდგვაროვანთა გამოსვლა „უგვაროთა წინააღმდეგ“;
1188 – თამარის ქორწინება დავით სოსლანზე;
1195 – შამქორის ბრძოლა;
1202 – ბასიანის ბრძოლა;
1204 – ტრაპიზონის იმპერიის შექმნა;
1206 – დავით სოსლანის გარდაცვალება. ლაშა გიორგის თანამოსაყდრედ დასმა;
1210 – ქართველების ლაშქრობა ჩრდილოეთ ირანში;
1213-1223 – გიორგი IV;
1220 – მონღოლების პირველი გამოჩენა საქართველოში;
1223-1245 – რუსუდანი;
1225 – გარნისის ბრძოლა;
1226 – ჯალალ ად-დინმა აიღო თბილისი;
1243 – ზავი მონღოლებსა და ქართველებს შორის;
1247 – დავით ულუსა და დავით ნარინის დაბრუნება თბილისში;
1247-1270 – დავით ულუ;
1247-1293 – დავით ნარინი;
1254-1256 – საყაენოს აღწერა;
1260 – დავით ულუს აჯანყება;
1263 – საქართველოს საეკლესიო კრება;
1266 – სამცხის გამოყოფა;
1270-1289 – დემეტრე II;
1289-1292 – ვახტანგ II;
1302-1308 – ვახტანგ III;
1314-1318 – გიორგი VI მცირე;
1318-1346 – გიორგი V ბრწყინვალე;
1346-1360 – დავით IX;
1360-1393 – ბაგრატ V;
1386-1403 – თემურ-ლენგის ლაშქრობები;
1393 -1407 – გიორგი VII;
1403 – ზავი თემურ-ლენგსა და გიორგი VII-ს შორის;
1407-1412 – კონსტანტინე I;
1412-1442 – ალექსანდრე I;
1416 – ყარა-იუსუფის ლაშქრობა სამცხეში;
1439-1439 – ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება;
1442-1446 – ვახტანგ IV;
1446-1466 – გიორგი VIII;
1453 – კონსტანტინოპოლის აღება;
1461 – ოსმალებმა აიღეს ტრაპიზონი;
1462 – გიორგი VIII-ს აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი;
1463 – ჩიხორის ბრძოლა;
1465 – ფარავნის ბრძოლა;
1466-1478 – ბაგრატ VI (ქართლ-იმერეთის მეფე);
1476-1511 – ალექსანდრე I კახთა მეფე;
1478-1505 – კონსტანტინე II;
1484-1510 – იმერეთის მეფე ალექსანდრე II;
1490 – ქართლის სამეფოს დარბაზმა აღიარა საქართველოს დაშლა;
1505-1525 – დავით X;
1510-1565 – იმერეთის მეფე ბაგრატ III;
1511-1513 – ავ-გიორგი;
1518-1574 – ლევან კახთ ამეფე;
1520 – ყიზილბაშების ლაშქრობა ქართლში;
1525-1527 – გიორგი IX;
1527-1556 – ლუარსაბ I;
1535 – მურჯახეთის ბრძოლა;
1541-1554 – შაჰ-თამაზის ლაშქრობები ქართლში;
1545 – სოხოისტას ბრძოლა;
1555 – ამასიის ზავი;
1556 – გარისის ბრძოლა;
1556-1600 – სვიმონ I;
1569 – ყიზილბაშებმა დაატყვევეს სვიმონ I;
1574-1605 – ალექსანდრე II კახთა მეფე;
1579 – ჩილდირის საფაშოს შექმნა;
1582 – მუხრანის ბრძოლა. აჯანყება სამცხეში;
1585 (28/IX) – „ფიცის წიგნის“ დადება;
1589 – „წყალობის წიგნი“;
1590 – ზავი ირანსა და ოსმალეთს შორის;
1595 – „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ შექმნა;
1599 – გორის განთავისუფლება;
1600 – ოსმალებმა დაატყვევეს სვიმონი;
1600-1606 – გიორგი X;
1603 – აბას I-მა ომი დაუწყო ოსმალეთს;
1604-1639 – გიორგი III-ის მეფობა იმერეთში;
1606-1648 – თეიმურაზ I-ის მეფობა კახეთში;
1606-1614 – ლუარსაბ II;
1609 – ტაშისკარის ბრძოლა;
1611-1657 – ლევან II დადიანი;
1614-1617 – შაჰ-აბასის ლაშქრობები კახეთში;
1616-1619 – ბაგრატ-ხანი;
1622 – აბას I-ის ბრძანებით მოკლეს ლუარსაბ II;
1624 (12/IX) – ქეთევან დედოფლის წამება;
1625 (25/III) – მარტყოფის ბრძოლა;
1625 (1/VII) – მარაბდის ბრძოლა;
1626 – ბაზალეთის ბრძოლა;
1626-1629 – ნიკიფორე ირბახის ელჩობა ევროპაში;
1633-1658 – როსტომ-ხანი;
1639-1660 – ალექსანდრე III-ის მეფობა იმერეთში;
1642 – შეთქმულება როსტომის წინააღმდეგ;
1648 – როსტომმა კახეთიდან გააძევა თეიმურაზი;
1653 – თეიმურაზმა თავისი შვილიშვილი, ერეკლე გააგზავნა რუსეთში;
1656 – კახეთი ჩამოართვეს როსტომს და გადასცეს განჯის ხანს;
1658-1675 – ვახტანგ V-ის მეფობა ქართლში;
1660 – ბახტრიონის აჯანყება;
1662 – შაჰის ბრძანებით აწამეს ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები;
1664-1674 – არჩილის მეფობა კახეთში;
1675-1688 – გიორგი XI-ის მეფობა ქართლში;
1688-1703 – ერეკლე I-ის მეფობა ქართლში;
1703 – ვახტანგის ჯანიშინობა;
1705 – მოსკოვში დაიბეჭდა „დავითიანი“;
1709 – თბილისში გაიხსნა სტამბა;
1709-1722 – დავით II (იმამ-ყული-ხანი) კახეთის მეფე;
1714-1716 – სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა ევროპაში;
1716 – ვახტანგი გამაჰმადიანდა და დაინიშნა ქართლის მეფედ;
1719 – ვახტანგ VI დაბრუნდა ქართლში;
1721-1752 – ალექსანდრე V იმერეთის მეფე;
1722-1732 – კონსტანტინე II (მაჰმად-ყული-ხანი) კახეთის მეფე;
1723-1735 – „ოსმალობა“;
1737-1747 – „ყიზილბაშობა“;
1745 (1/X) – თეიმურაზი ეკურთხება ქართლის მეფედ;
1751 (28/VII) – ყირბულახის ბრძოლა;
1752 (IX) – ერეკლემ დაამარცხა აჯი-ჩალაბი;
1752-1784 – სოლომონ I იმერეთის მეფე;
1754 – მჭადიჯვრის ბრძოლა;
1755 – ყვარლის ბრძოლა;
1757 (14/XII) – ხრესილის ბრძოლა;
1758 – ხელშეკრულება თეიმურაზ II-ს, ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის;
1759 – საეკლესიო კრება იმერეთში;
1762 – თეიმურაზ II გარდაიცვალა პეტერბურგში. ერეკლე II გახდა ქართლ-კახეთის მეფე;
1765 – შეთქმულება ერეკლეს წინააღმდეგ;
1767 – თურქეთმა იმერეთი ცნო მფარველობაში მყოფ სამეფოდ;
1768-1774 – რუსეთ-თურეთის ომი;
1770 (20/IV) – ასპინძის ბრძოლა;
1772 – ანტონ კათოლიკოსისა და ლევან ბატონიშვილის ელჩობა რუსეთში;
1773 – ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა აღადგინეს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება;
1774 – მორიგე ჯარის შემოღება;
1782 (21/XII) – ერეკლემ მფარველობაში მიღება სთხოვა ეკატერინე II-ს;
1783 (24/VII) – გეორგიევსკის ტრაქტატი;
1784 (24/I) – ერეკლე II-მ ხელი მოაწერა ტრაქტატს;
1785 – ომარ-ხაის შემოსევა;
1789 – იმერეთის შემოერთების საკითხი განიხილა ქართლ-კახეთის სამეფოს დარბაზმა;
1790 – „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართა“;
1791 – კანონი ტახტის მემკვიდრეობის შესახებ;
1792 – ერეკლე II-მ საუფლისწულოები გამოუყო შვილებს;
1795 (11/X) – კრწანისის ბრძოლა;
1798-1800 – გიორგი XII;
1800 (18/XII) – პავლე პირველის მანიფესტი;
1801 (12/IX) – ალექსანდრე I-ის მანიფესტი; 

გაგრძელება იქნება

 

6 Responses to ისტორია – ქრონოლოგია

  1. Summer says:

    ძალიან კარგი პსოტია ! გამომადგება 🙂

  2. beqo says:

    იმედი მაქვს )

  3. Mallorie says:

    გადავაკოპირე.. ძალიან დიდი მადლობა..

  4. ცოტნე says:

    კაია ეს მე ცჰავაბარე ეს ვისწალედა 100% მადლობა

  5. სერგი says:

    კარგი პოსტია

  6. ეს ვინმემ ზეპირად იცის??? 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *