aa beqex.info – beqo's personal blog | არც ისე ნორმალურის ბლოგი | Page 3

ახალი გასართობი ფლეშ თამაში

ახალი გასართობი ფლეშ თამაში გამოვიდა სულ ცოტა ხნის წინ და ამას წინათ წავაწყდი მეც. ძალიან საინტერესო და სახალისო თამაშია. ჩამთრევია ძალიან, Too Addictive ყველასათვის. თამაშმა მალევე მოაგროვა მილიონობით ჩამოწერა. ეს თამაში ანდროიდებისთვის და აიფონ-აიპოდებისთვისაც არის გამოშვებული, სწორედ ამიტომაც გახდა ძალიან პოპულარული სულ მალე. რავიცი, მოკლე შინაარსი ისაა, რომ გაბრაზებული ბებია გარბის ქალაქ ასლემიდან. შენ გაქ ისრებით მოძრაობის საშუალება და მოვალეობაც ეგაა რო აერიდო ხალხს, გაერიდო განაგრძე კითხვა »

დაიწყოო დაიწყოო გამოცდები დაიწყოო

პრინციპში რაღა დაიწყო,მეორე გამოცდა ვწერე დღეს. ზოგადად სიტუაცია რო საშინელია,ეს გამოცდაზე შესვლამდეც ჩანს ,ყოველშემთხვევაში სასოფლოში ნამდვილად ასეა. საზიზღარი სიცხე, არანაირი ჩრდილი (თუ სადმეა,100 კაცია შეჭეჭყილი) , მშობლების განწყირული ლაპარაკი და შვილებთან ჩახუტება…ისეთი განაგრძე კითხვა »

უმადურობა “გურჯულად” ანუ არაფრის ღირსები (რატომ) არ ვართ…

ზოგადად ქართველებში გავრცელებული ფრაზაა : “არაფრის ღირსი არ ვართ ქართველები…” ეს ის შემთხვევაა,როდესაც ნამდვილად შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის ერთ “ქვაბში მოხარშვა”. ზოგადად ქართველებს ერთი უცნაური ჩვევა გვახასიათებს,გვიყვარს მაშინ როცა გვახარებენ და გვძულს განაგრძე კითხვა »

პოსტი დამწყებებისათვის ანუ დაგვიანებული პასუხი ქეთუსის

არც თუ ისე დიდი ხნის წინ დავწერე პოსტი დამწყები ბლოგერებისათვის,რომელზეც ketusi – მ დატოვა შემდეგი კომენტარი : კარგი კია ამას რომ წერ,მაგრამ დამწყებ ბლოგერს ამის გაგება გაუჭირდება. მაგალითად ძაან იცის ეხლა დამწყებმა განაგრძე კითხვა »

ქართული ვებ-პროექტები,რომლებიც დაიხურა

ალბათ ყველას მოგეხსენებათ,რომ სამწუხაროდ ჯინეტი ახალ-ახალი , საინტერესო და სასარგებლო პროექტების წარმოჩინებით ვერ დაიკვეხნის. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია,მაგრამ უფრო ცუდია როცა უკვე დახვეწილი და გამართული პროექტები იხურება. რამდენიმე პროექტის დახურვაზე განაგრძე კითხვა »

ბაღნობა

ბექექს ))

ბექექს ))

 

 

მაია ასათიანი – Fail

Maia asatiani - Fail

Maia asatiani - Fail

რამდენჯერ გადავწყვიტე მაია ასათიანზე პოსტის დაწერა და ვერცერთხელ ვერ დავწერე. სავარაუდოდ ვერც ეხლა ვერ დავწერ დიდად მოსაწონ პოსტს,მაგრამ მაინც უნდა ვიჩხლაფორთო. ამ რამდენიმე დღის წინ სულ შემთხვევით მოვკარი თვალი ახალ გადაცემას ერორზე,ეს კიდევ ერთი მარაზმი , ობოლაძისნაირი “ჭკვიანი” რო ამ ტიპის გადაცემას წაიყვანს რა უნდა ილაპარაკო,მარა ამაზე სხვა დროს.ხოდა ამ გადაცემაში თქვა cryმაიკომ რო ბევრსო არ ვუყვარვარო,ამბობენ რო სიამოვნებით მომკლავენო და სულ არ ფიქრობენ იმაზე,რო ამას ჩემი ახლობლები ან თუნდაც შვილი კითხულობსო. თუ ასე განერვიულებს ტირილის “დედოფალო” ეგ საკითხი,რატომ ამბობ რო სულ არ გაინტერესებს ასეთი ხალხის აზრი? ეგება იმით დაინტერესდე,რატო ფიქრობენ ასე? ეგება შეგიძლია რამის შეცვლა,ეგება შეგიძლია ნაწილ-ნაწილ, ასო-ასო არ ილაპარაკო და გადააბა სიტყვები ერთმანეთს? რატომ არ ამბობს ხალხი ნანუკა ჟორჟოლიანზე იმავეს ,რასაც შენზე? ხომ შეიძლება ისევ ისე წაიყვანო ეს გადაცემა,როგორც თავიდან დაიწყე? იმ პროდიუსერს თუ მრჩეველს თუ ვისაც გინდა ყველას გავარტყი,ვინც შენ გითხრა რო მასე უნდა ილაპარაკო და მასეთი მანერები უნდა გქონდეს. ქჯწექჯწექჯკე ვეღარ ვწერ მეტს მაქსიმალურად ვცდილობ ზრდილობიანად გადმოვიტანო ჩემი აზრი ბლოგზე,ვიცი ბევრი მეთანხმებით ამ საკითხში, ხოდა თქვით თქვენც რაცხა

მე და მე

მე1 : რაღაც ვერ ვარ კარგად

მე2 : რა ჯანდაბა გეტაკა ?

მე1 : მენატრება ბიჭო 🙁

მე2 : რა გენატრება,გუშინ არ ნახე?

მე1 : შენ სიყვარულის საერთოდ რა გესმის? მაგარი უგულო და გაუთვითცნობიერებელი ტიპი ხარ ამ საკითხში

მე2 : და შენ მე მეუბნები მაგას? ასე კარგად თუ გესმის , გუშინ ნახე , მთელი ღამე ერთად იყავით, დღეს ისევ გენატრება და თავს ვერ იკავებ,სულ გინდა აგრძნობინო და უთხრა რომ გიყვარს, ვერ უნდა ხვდებოდე რო ამხელა ბიჭმა ცოტა თავი უნდა მოთოკო?

მე1 :რა საჭიროა თავის მოთოკვა? მე ის მიყვარს, გამოცდას კი არ ვუტარებ. ყველანაირი თავშეკავება, რაც ნორმალური ადამიანის ქცევას არ ცდილდება ,ჩემთვის ზედმეტია !

მე2 : მაიცა რა თუ ძმა ხარ,ბევრისგან მსმენია მსგავსი საუბარი სიყვარულის მარადიულობის და ჭეშმარიტების შესახებ,თუმცა გადის დრო და აღარ ახსოვთ როგორ უნდოდათ “მის” გვერდით ყოფნა,ჩახუტება ,მოფერება…

მე1 : ბევრისგან რა გსმენია არ მაინტერესებს, მე რო მაგ ბევრს დავემგვანები მერე წამიყენე ეგ პრეტენზიები !

მე2 : ჰეჰეჰე ) მასეთი ლაპარაკიც ბევრჯერ მსმენია, “ეგ” დრო რო დადგება მერე რა ნამუსით ჩაიხედები სარკეში ძალიან მაინტერესებს…

მე1 : არასოდეს, არასოდეს მოვა ეგ დრო !!!

ციკლიდან : ძალიანმეძინებადაუფროძალიანმიყვარს

შემაჯამებელი პოსტი

www.beqex.info

www.beqex.info

მოგესალმებით.დღეს გავიდა 1 თვე რაც ჩემი ბლოგი გაიხსნა და მინდა დავწერო შემაჯამებელი პოსტის მაგვარი პოსტი. სულ ჩემს ბლოგზე დაიწერა 47 პოსტი, რასაც 227 გამოხმაურება,ანუ კომენტარი მოჰყვა. ბლოგზე 1 კვირის წინ ჩავრთე რეგისტრაცია,ამ დროის განმავლობაში დარეგისტრირდა 17 ადამიანი , ასევე მოვიწვიე ერთი ბლოგერი,რომელმაც საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ჩემს ბლოგზე 🙂 თუ Top.ge-ს მონაცემებს დავეყრდნობით, 1 თვის განმავლობაში ბლოგი 29351 – მა მომხმარებელმა დაათვალიერა , ხოლო დღეში ბლოგს 2000-3000 ადამიანი სტუმრობს. ვნახოთ რა შედეგი იქნება 11 თვეში,ანუ ერთი წლის შემდეგ 🙂
P.S რაც შეეხება ბლოგის დიზაინს,გამოკითხვამ მაჩვენა რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ემხრობა ბლოგზე დიზაინის შეცვლას. 2-3 დღე დაველოდები გამოკითხვის შედეგებს და თუ კვლავ ასეთი შედეგი მექნება , აუცილებლად შევცვლი დიზაინს.

Beer – ლუდი

beqex.info

beqex.info

მე ჯერ არ მინახავს 18+ ბიჭი(კაცი),რომელსაც არ უყვარდეს ეს უზედალოცვილესაღმაფრთოვანებელი სასმელი. მართალია ასუქებს,მართალია თირკმელს ფლითავს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,კუმშავს ბერავს და მოკლედ ძალიან ცუდია ბევრი ლუდი თირკმელისთვის,მაინც ძალიან მიყვარს ეს ოხერი 🙁 წელს სულ ცოტათი დავივიწყე ჩემი “შეყვარებული”,სახელწოდებით “ნატახტარის ლუდი”,რომელმაც შარშან ყველა წყენა თუ სიხარული ჩემთან ერთად გაიზიარა…ვინაიდან და რადგანაც წელს(აც) აბიტურიენტი ვარ ვცდილობ არ დავლიო და გამომდის კიდეც,დაახლოებით თვეში ერთხელ ვსვავ(თ) უკვე , მაგრამ 15 ივლისიდან ისევ ჩავვარდები ლუდის კასრებში,ისევ ვიცურავებ მასში და ისევ ვივლი ლუდის სუნით აყროლებული , ჯიბეში დიროლით რომელიც სულაც არ შველის ამ დალოცვილი სითხის სუნს. ლუდო,მე შენ ძალიან,ძალიან მიყვარხარ და არ გეგონოს რომ დამავიწყდი, უბრალოდ მცირე ხნით დაშორება ორივესთვის კარგი იქნებოდა და ამიტომ მივიღე ესოდენ ძნელი გადაწყვეტილება! მიყვარხარ!

 

ფოტოშოფი და მე,მე და ფოტოშოფი

adobe fotoshop cs4

adobe fotoshop cs4

გამარჯობათ. ალბათ გაგიკვირდებათ რამ მომანდომა პოსტის დაწერა ამ ღამის 6 საათზე. რამ და ფოტოშოფის სწავლის უსაზღვრო სურვილმა და ჟინმა 😀 7-8 წელია კომპიუტერთან ვზივარ და არცერთხელ არ მიფიქრია, რომ ფოტოშოფი მესწავლა, არადა აშკარად მჭირდება და ძალიან კარგი იქნება თუ ვისწავლი 😐 ყველაფერს რო თავი დავანებოთ თუ იმ დონემდე ვისწავლე რო ლამაზი ბანერები დავხატო,ისევ ჩემთვის და ჩემი ბლოგისთვის იქნება კარგი 😐 მერე მთლიანად დიზაინის ხატვაზეც გადავიდე ეგება…ხო რა,სხვა თუ სწავლობს მე რატო ვერ ვისწავლი,მთავარი მონდომებაა მეგობრებო 😀 ხოდა ასე, რამდენიმე წამში მორჩება fotoshop setup ინსტალიაციას და თეორიულად დღეს და პრაქტიკულად ხვალ საღამოდან შევეცდები დავიწყო ამ უპოპულარულესი სოფტის შესწავლა 😛 თუ გამოვიდა რამე,მალევე მიხვდებით დიზაინში ახალ-ახალი , ლამაზ-ლამაზი ჩანამატებით 😀

ვიცნობდეთ ქართველ გმირებს

ვიცნობდეთ ქართველ გმირებს (აგვისტოს ომი)

ვიცნობდეთ ქართველ გმირებს (აგვისტოს ომი)

მან სიცოცხლე გაიმეტა ჩვენთვის და ჩვენ?
რეზო შატაკიშვილი
8 აგვისტო. ცხინვალი აღებულია. ნაომარი ბიჭები ხეთაგუროვოში, ტყეში ისვენებენ. ჩაფხუტები მოიხსნეს, ჟავშან-ჟილეტები გაიხადეს. მოეშვნენ.
მეთაური ბიჭებს ეტყვის, არ გეგონოთ რომ ომი უკვე მოვიგეთ, ჩაიცვით, დაიხურეთ… იმდენად დიდია პირველი გამარჯვების სიხარული, რომ ბიჭებისთვის ომი მოგებულია.
გიორგი ჯავახიშვილი ალბათ უბედნიერესი კაცი იყო იმ წამებში. აკი უთხრა კიდეც მამამისს, როდესაც ჯარში სამსახური დაიწყო, შენი დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოო.

მოდელირებული ტერორისტული აკტი

 

მოდელირებული ტერორისტული აქტი

მოდელირებული ტერორისტული აკტი

2 წლის წინ ვნახე როკოს ბლოგზე ასეთი პოსტი,ტოესწ მსგავსი შინაარსის,ოღონდ ის მარტო თვითფრინავზე,,,ჰოდა მაშინაც ვფიქრობდი და ეხლაც ვფიქრობ, რატომ მართო თვითფრინავში? 😀 თუ თქვენ გინდათ რომ ხალხი პანიკაში ჩააგდოთ,ავტობუსი ან რომელიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩეროთ,უბრალოდ მოიქეცით ისე როგორც ამ პოსტში წერია 😀 თქვენ დაგჭირდებათ ჩანთა,რომელშიც ლეპტოპი გედებათ . იმისათვის რომ კონკრეტულ ტრანსპორტში სრული პანიკა გამოიწვიოთ ,საჭიროა რომ ამოიღოთ ლეპტოპი ჩანთიდან, რა თქმა უნდა გახსნათ და მოიყვანოთ სამუშაო მდგომარებაში. ამის შემდეგ უნდა დარწმუნდეთ რომ თქვენს გვერდით ან უკან მჯდომი ადამიანი უყურებს თქვენს ქმედებებს ლეპტოპზე…ხსნით browser-ს და შედიხართ ამ ლინკზე , თუ თქვენი კანის ფერი ცოტათი “წაუშავებს” საერთოდ კარგია,ვინაიდან ტერორისტის შთაბეჭდილებას უფრო მეტად დატოვებთ 😀 ამბობთ სიტყვებს “ეს ჩემი ვალია” და აჭერთ ამ ლინკს. შედეგებზე პასუხს არ ვაგებ ! 😀