aa beqex.info – beqo's personal blog | არც ისე ნორმალურის ბლოგი | Page 6

ახალი გასართობი ფლეშ თამაში

ახალი გასართობი ფლეშ თამაში გამოვიდა სულ ცოტა ხნის წინ და ამას წინათ წავაწყდი მეც. ძალიან საინტერესო და სახალისო თამაშია. ჩამთრევია ძალიან, Too Addictive ყველასათვის. თამაშმა მალევე მოაგროვა მილიონობით ჩამოწერა. ეს თამაში ანდროიდებისთვის და აიფონ-აიპოდებისთვისაც არის გამოშვებული, სწორედ ამიტომაც გახდა ძალიან პოპულარული სულ მალე. რავიცი, მოკლე შინაარსი ისაა, რომ გაბრაზებული ბებია გარბის ქალაქ ასლემიდან. შენ გაქ ისრებით მოძრაობის საშუალება და მოვალეობაც ეგაა რო აერიდო ხალხს, გაერიდო განაგრძე კითხვა »

დაიწყოო დაიწყოო გამოცდები დაიწყოო

პრინციპში რაღა დაიწყო,მეორე გამოცდა ვწერე დღეს. ზოგადად სიტუაცია რო საშინელია,ეს გამოცდაზე შესვლამდეც ჩანს ,ყოველშემთხვევაში სასოფლოში ნამდვილად ასეა. საზიზღარი სიცხე, არანაირი ჩრდილი (თუ სადმეა,100 კაცია შეჭეჭყილი) , მშობლების განწყირული ლაპარაკი და შვილებთან ჩახუტება…ისეთი განაგრძე კითხვა »

უმადურობა “გურჯულად” ანუ არაფრის ღირსები (რატომ) არ ვართ…

ზოგადად ქართველებში გავრცელებული ფრაზაა : “არაფრის ღირსი არ ვართ ქართველები…” ეს ის შემთხვევაა,როდესაც ნამდვილად შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის ერთ “ქვაბში მოხარშვა”. ზოგადად ქართველებს ერთი უცნაური ჩვევა გვახასიათებს,გვიყვარს მაშინ როცა გვახარებენ და გვძულს განაგრძე კითხვა »

პოსტი დამწყებებისათვის ანუ დაგვიანებული პასუხი ქეთუსის

არც თუ ისე დიდი ხნის წინ დავწერე პოსტი დამწყები ბლოგერებისათვის,რომელზეც ketusi – მ დატოვა შემდეგი კომენტარი : კარგი კია ამას რომ წერ,მაგრამ დამწყებ ბლოგერს ამის გაგება გაუჭირდება. მაგალითად ძაან იცის ეხლა დამწყებმა განაგრძე კითხვა »

ქართული ვებ-პროექტები,რომლებიც დაიხურა

ალბათ ყველას მოგეხსენებათ,რომ სამწუხაროდ ჯინეტი ახალ-ახალი , საინტერესო და სასარგებლო პროექტების წარმოჩინებით ვერ დაიკვეხნის. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია,მაგრამ უფრო ცუდია როცა უკვე დახვეწილი და გამართული პროექტები იხურება. რამდენიმე პროექტის დახურვაზე განაგრძე კითხვა »

LEGO-ს სახლი


ყველას გექნებათ გაგონილი, ან სულაც სახლში გაქვთ კომპანია ლეგოს სათამაშოები. ამ კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა სათამაშოების სფეროში. ამ პოსტში წარმოგიდგენთ მცირე ფოტო მიმოხილვას ერთ-ერთი სკოლის, რომლის ერთ-ერთი მიმართულება LEGO კონსტრუქციებია. როგორც ინტერნეტიდან გავარკვიე ამ სკოლაში ეს სფერო დიდი ხანია რაც დაინერგა. მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი დიზაინის კონსტრუქციების შექმნა. რა თქმა უნდა ამ პროცესს LEGO-ს ადმინისტრაცია კურირებს.

როგორ იქმნებოდა თბილისის ფორუმი(?)

დომენი forum.ge ჩაირთო 2001 წელს, იგი დაარეგისტრირა დღეს-დღეისობით ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა ვებ-მასტერმა თემურ ხაინდრავამ,იგივე ტიმმა

ყველაზე პოპულარული ფორუმი საქართველოში, ეს რა თქმა უნდა გახლავთ თბილისის ფორუმი,იგივე ფორუმ.ჯი … forum.ge შეიქმნა 2001 წელს და იგი ამ დროისათვის შემდეგნაირად გამოიყურებოდა :

forum.ge in 2001

ხოლო 2003 წელს ფორუმი ამუშავდა ძრავაზე vBulletin და იჰოსტებოდა ჰოსტინგზე host.ge

2004 წელს ფორუმის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ფორუმის ძრავის ანუ სკრიპტის შეცვლა, მათ vBulletin შეცვალეს დღეს-დღეისობით პოპულარული სკრიპტით, Invision Power Board – ით და ფორუმმა უფრო აქტიურად დაიწყო მუშაობა,მაგრამ

შაურმა და შაურმა

შაურმაა

შაურმა დღეს-დღეისობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია,განსაკუთრებით თინეიჯერები ეძალებიან(ვეძალებით) მას 🙂 დავინტერესდი თუ საიდან წამოვიდა შაურმის სახელწოდება, “სადაურია” შაურმა და ასე შემდეგ,ხოდა გავიგე კიდეც…

Webcam and my serious face

კამერით ვუღებდი ჩემ კომპს ვიდეოს,ხოდა დამრჩა თურმე ჩართული არ მიმიქცევია ყურადღება . ამ დროს თუ არ ვცდები ყვავას ბლოგს ვათვალიერებდი,მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი
რომ ამ ბლოგს ასეთი სერიოზული სახით გადავხედავდი 😀

მუსიკიდან პოლიტიკამდე ანუ გოგა ხაჩიძის არასწორი გზა

გოგა ხაჩიძე, ეს გახლავთ ადამიანი რომელზეც ერთ დროს ქართველი გოგოების

სრული უმრავლესობა გიჟდებოდა…პრინციპში მანდამაინც გოგა ხაჩიძეზე ვერ დავიჩემებ,მაგრამ ჯგუფ “სახეზე” რომ უდაოდ აფრენდნენ ჩვენი თანამემამულენი,მგონი ამას ლაპარაკი არ სჭირდება..

გოგა ხაჩიძე ჯგუფ “სახეს” ერთ-ერთი წევრი იყო, იგი დღეს-დღეისობით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრია. პირადად მე,გოგას ვურჩევდი დაუბრუნდეს მუსიკას და დაანებოს თავი იმას,რაც მისი საქმე არ არის,არ ეხერხება და საერთოდაც,გარტყმაში არაა იმ საქმის რისი კეთებაც ევალება. თუნდაც ეს ვიდეო ,რომელიც გოგამ იაპონელ ხალხს მიუძღვნა თანაგრძნობის ნიშნად, ადასტურებს იმას რომ ეს კაცი მუსიკაში ბევრად ბევრს მიაღწევდა და ბევრად მეტს გააკეთებდა, მარტო ის ხო არაა კაცო რო მინისტრი გერქვას,ხო უნდა წარმოადგენდე რამეს? ხოდა გოგლიკ-გოგა-გოგუნა-გუგუნა , წადი რა , დაუბრუნდი შენ საქმეს ,მე პირადად ძალიან გამახარებ და მარტო ამიტომ უნდა გიღირდეს იმის გაკეთება,რასაც გეუბნები 😀

მე,ზაფხული და გამოცდები


სათაურმა ლალი მაროშკინას თუ მოროშკინას წიგნი არ მოგაგონათ? აბა სხვა რა დამერქმია , მეორე წელია ეროვნულ გამოცდებზე გავდივარ გაგანია ზაფხულში და რაც ყველაზე ცუდია,ჩემ დაბადების დღეზე…ანუ 1 ივლისს. ისმის კითხვა,რატომ გავდივარ მეორედ? იმიტომ რომ შარშან მათემატიკამ მეც,ისევე როგორც 9132 აბიტურიენტს,სახე გამიგლიჯა,ზაფხულთან ერთად მანქანაც დამაკარგვინა და მოკლედ, ჩამპიზდა.მივხვდი რო ჩემგან მათემატიკოსი ვერ დადგება,ამიტომ წელს ისტორია ავირჩიე მეოთხე საგნად. ასე თუ ისე მგონი კარგად მიმდის საქმე ისტორიაში, მაგრამ დავიღალე და მთელი დღეა სრულ დეპრესიაში ვარ,,, აღარც ქართულზე სიარული მინდა,აღარც ინგლისურზე…ისტორიაზე მინდა,იმიტომ რომ მაინტერესებს, ის ორი არ მაინტერესებს და რა ვქნა? შარშან ნორმალური ქულა ავიღე ორივეში,მე რო მკითხო იმ ორში საერთოდ არ მჭირდება მომზადება,მაგრამ ვინ მეკითხება მე? კიდე კაი უნარებში მაინც გავიტანე ჩემი და 1 თვიანი უნარებზე წანწალის შემდეგ,დავარწმუნე მასწავლებელი რო არ მჭირდებოდა მომზადება და შესაბამისად მასწავლებელმა ჩემები დაარწმუნა 😀 …მართლა ვიცი ეს უნარები და რატო უნდა ვიწანწალო აქეთ იქით? კიდე კაი ატესტატი მაინც მაქ,თორე მე ნამდვილად ვერ ჩავაბარებდი ფიზიკას და ქიმიას,იმიტო რო გარტყმაში არ ვარ საერთოდ 😀 იმედია საატესტატო გამოცდების შემდეგ 40 000-იდან მაქსიმუმ 25 000 აბიტურიენტი დარჩება და კონკურსი საერთოდ არ იქნება 😀 ვიცი ბოროტი ვარ,მაგრამ სხვა 15 000 აბიტურიენტს ერთი ჩემი თავი მირჩევნია , ასეთია ცხოვრება

ბლიად!

აუუუუუუუუუუუუუ !!! როდემდე უნდა ვიყო ესეთი დებილი,აღარ შემიძლია !!! ხო სწავლობს ეს ხალხი საკუთარ შეცდომებზე? მეც ვსწავლობ ძალიან ხშირად,რატო ვერ ვსწავლობ ამ ერთ შემთხვევაში? ტრილიონშვიდასიათასჯერ დავუშვი მგონი უკვე ერთი და იგივე შეცდომა!!! სანამ სახე არ ამეხევა რატო ვერ ვხვდები რო გავანებო თავი და ჩემ გზაზე წავიდე? ფუფუფუფუფუფუფუფუფუფუფუფუფუ!!!!!!!!!!!!!!

9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედია

დღეს 9 აპრილია,საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. ვერასოდეს ვერ ვკითხულობ უემოციოდ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობას “ორნი აქა იქ”,რომელიც ცხრა აპრილის სისხლიან ტრაგედიას უაკვშირდება. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ,მინდა რომ თქვენც წაგაკითხოთ…გთავაზობთ ნაწყვეტს :

 

ძალიან გეტკინა, შვილო? – იქა ჰკითხეს.
ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, დართადერთი სამხმოვანება გაისმოდა, მაგრამ ისეთი, მარადიულად წელადი და მომცველი ისე, ვიღას და რაღას არ ჩაიტევდა, და გოგონამაც, ვინც ვეღარ ხედავდა თავის სუსტსა და გამხდარ სხეულს, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ უფრო იყო,ოყო, თანაც, რამდენად უკეთესად და უკეთესი, ფერებს გაოცებული აღიქვამდა და სამხმოვანებით გაჟღენთილიყო, ეს რა ყოფილა ნეტარება, მაგრამ როდესაც ისევ გაუმეორეს, როგორი მაღლივის ხმით მერე, – „ძალიან გეტკინა, შვილო?“- ხმადაბლა მიუგო და უთხრა:
მე არ მოველოდი.
უხილავ თავზე, ჭრილობასთან, წყნარად დაედო ფრთხილი, ფაქიზი,დაუჯერებლად მომფერებელი, დაკოჟრილი დიადი ხელი:
– ჩემი იქნები. აღარაფერი შეგაჭირვებს. აღარასოდეს. გიხაროდენ.
– თქვენ… მაპატიეთ, – მორიდებით უთხრა გოგონამ, ძალიან-ზე მეტად ღელავდა. – თქვენ სწორედ ის ხართ?