aa beqex.info – beqo's personal blog | არც ისე ნორმალურის ბლოგი | Page 8

ახალი გასართობი ფლეშ თამაში

ახალი გასართობი ფლეშ თამაში გამოვიდა სულ ცოტა ხნის წინ და ამას წინათ წავაწყდი მეც. ძალიან საინტერესო და სახალისო თამაშია. ჩამთრევია ძალიან, Too Addictive ყველასათვის. თამაშმა მალევე მოაგროვა მილიონობით ჩამოწერა. ეს თამაში ანდროიდებისთვის და აიფონ-აიპოდებისთვისაც არის გამოშვებული, სწორედ ამიტომაც გახდა ძალიან პოპულარული სულ მალე. რავიცი, მოკლე შინაარსი ისაა, რომ გაბრაზებული ბებია გარბის ქალაქ ასლემიდან. შენ გაქ ისრებით მოძრაობის საშუალება და მოვალეობაც ეგაა რო აერიდო ხალხს, გაერიდო განაგრძე კითხვა »

დაიწყოო დაიწყოო გამოცდები დაიწყოო

პრინციპში რაღა დაიწყო,მეორე გამოცდა ვწერე დღეს. ზოგადად სიტუაცია რო საშინელია,ეს გამოცდაზე შესვლამდეც ჩანს ,ყოველშემთხვევაში სასოფლოში ნამდვილად ასეა. საზიზღარი სიცხე, არანაირი ჩრდილი (თუ სადმეა,100 კაცია შეჭეჭყილი) , მშობლების განწყირული ლაპარაკი და შვილებთან ჩახუტება…ისეთი განაგრძე კითხვა »

უმადურობა “გურჯულად” ანუ არაფრის ღირსები (რატომ) არ ვართ…

ზოგადად ქართველებში გავრცელებული ფრაზაა : “არაფრის ღირსი არ ვართ ქართველები…” ეს ის შემთხვევაა,როდესაც ნამდვილად შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის ერთ “ქვაბში მოხარშვა”. ზოგადად ქართველებს ერთი უცნაური ჩვევა გვახასიათებს,გვიყვარს მაშინ როცა გვახარებენ და გვძულს განაგრძე კითხვა »

პოსტი დამწყებებისათვის ანუ დაგვიანებული პასუხი ქეთუსის

არც თუ ისე დიდი ხნის წინ დავწერე პოსტი დამწყები ბლოგერებისათვის,რომელზეც ketusi – მ დატოვა შემდეგი კომენტარი : კარგი კია ამას რომ წერ,მაგრამ დამწყებ ბლოგერს ამის გაგება გაუჭირდება. მაგალითად ძაან იცის ეხლა დამწყებმა განაგრძე კითხვა »

ქართული ვებ-პროექტები,რომლებიც დაიხურა

ალბათ ყველას მოგეხსენებათ,რომ სამწუხაროდ ჯინეტი ახალ-ახალი , საინტერესო და სასარგებლო პროექტების წარმოჩინებით ვერ დაიკვეხნის. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია,მაგრამ უფრო ცუდია როცა უკვე დახვეწილი და გამართული პროექტები იხურება. რამდენიმე პროექტის დახურვაზე განაგრძე კითხვა »

ჩვენ,როგორც გაუნათლებელი თაობა

ამ თემაზე რომ არაფერი დავპოსტო,ალბათ ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს :)) ლაშა ხარაზიშვილის გადაცემამ, “სპეციალურმა რეპორტაჟმა” ბევრი აალაპარაკა და რა თქმა უნდა,ეს ფაქტი არც ბლოგერებს გამორჩათ.


ლაპარაკი მაქვს ზემოთ მოცემულ სიუჟეტზე, რომელშიც ნათლად ჩანს ქართველი სტუდენტების განათლების არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა. რა თქმა უნდა ისევე როგორც ბევრი სხვისთვის, გაუგებარია თუ რატომ ან როგორ არ უნდა იცოდეს ადამიანმა რომ შოთა რუსთაველი არც მეცხრამეტე საუკუნეში , არც მეხუთეში და რაც არ უნდა საოცარი იყოს,საერთოდაც არ მეფობდა… რომ დავყვე რაც გაგვიკვირდა,ალბათ ბევრი გამოვა,ამიტომ მოდით პირდაპირ ვიტყვი იმას რისთვისაც წერა დავიწყე… ამ სიუჟეტის ყურებიდან მეორე დღეს,ჩვეულებრისამებრ გავედი სახლიდან და წავედი ქართულზე, სადაც ჩემმა ჯგუფელმა გამოთქვა ბრძნული აზრი , რომ ეს სიუჟეტი არის “დადგმული” და მასში მონაწილე ადამიანებს ფული აქვთ აღებული სპეციალური რეპორტაჟისგან,,,

რატომ არ უნდა ვითამაშოთ WoW( world of warcraft)

World of warcraft

World of warcraft

რატომ არ უნდა ვითამაშოთ მსოფლიოში უპოპულარულესი თამაში world of warcraft ?

1. თქვენ თავიდან ბოლომდე ერთვებით ამ თამაშში, არ გაინტერესებთ გარშემო არაფერი და არავინ

2. დიდი შანსია კომპი შეიწიროთ,მაშინ როდესაც 100 კაციანი რეიდი კლავთ რომელიმე ბოსს,რომელსაც ძალიან მაგარი “დროფი” აქვს , თქვენ კი ამ დროს შუქი გიქრებათ და რა თქმა უნდა როგორც ქართველი გეიმერებისა თუ უბრალოდ კომპზე შეყვარებული ადამიანის მსგავსად, იუპიესი საერთოდაც არ იცით რა არის , ამ დროს გიჟდებით, ახეთქებთ კლავიატურას,იგინებით ა-დან ჰ-მდე და საბოლოოდ თქვენ სერვერზე განიხილებით როგორც არასასურველი კანდიდატი სერიოზული რეიდისთვის

სიცივის და სიბნელის ფორმულა

ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინი

ერთ-ერთი ლექციის დროს, პროფესორმა თავის სტუდენტებს დაუსვა კითხვა: -ყველაფერი ღმერთის შექმნილია? -რა თქმა უნდა! უპასუხეს მას სტუდენტებმა. -ანუ რაც არსებობს ყველაფერი ღმერთის ქმედების ნაყოფია? -ამაზე დავიც არაა საჭირო… მოესმა პროფესორს -ანუ ბოროტებაც ღმერთის შექმნილია? რაც ამტკიცებს იმას რომ ღმერთი ბოროტებაა და ღმერთის რწმენა მხოლოდ მითია! უპასუხა პროფესორმა და კმაყოფილი სახით გადახედა სტუდენტებს, იმ იმედით რომ ჩამჭრელი კითხვა დასვა. -შემიძლია კითხვა დაგისვათ პროფესორო? -აწია ხელი სტუდენტმა. -რა თქმა უნდა. უპასუხა პროფესორმა -პატივცემულო არსებობს სიცივე?- იკითხა მოსწავლემ. -ეს მეტად სულელური კითხვაა, ნუთუ არასოდეს არ გიგრძვნია სიცივე?

ჩემი თვალით დანახული ნიჭიერის მესამე გადაცემა

ნიჭიერი რომ უდაოდ დიდი პროექტია,ვფიქრობ ამას ლაპარაკი აღარ სჭირდება. დიდი თუ პატარა, მხიარული თუ სევდიანი, ყველა ელოდება ორშაბათ დღეს , 10 საათს რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ პროექტს,ნიჭიერს ადევნოს თვალი. როგორც წესი ასეთ გრანდიოზულ პროექტებს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ყავს,თუმცა სხვა მრავალი პროექტისგან განსხვავებით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ პირადად მე ამ გადაცემის კრიტიკა ჯერ არ მსმენია…თუმცა უნდა აღინიშნოს,ძალიან ბევრი ადამიანი აკრიტიკებს ჟიურის ერთ-ერთ წევრს,გეგა ფალავანდიშვილს. ეს კრიტიკა ხშირად მიუღებელი,თუმცა ზოგჯერ გასაგები და მისაღებიცაა,,, ვფიქრობ გეგას ერთი პრობლემა აქვს,უბრალოდ ხანდახან არ იცის როგორ უნდა მიმართოს ადამიანს თავაზიანად. მაგალითად სოსო ნარიმანიძეს,რომელიც უზარმაზარი სითბო და სიყვარული დაანახა მთელს დარბაზს და მაყურებელს,გეგას პასუხი კი არც თუ ისე თავაზიანი იყო,თუმცა ამაზე სხვა დროს,ახლა კი ნიჭიერის მესამე საკონკურსო გადაცემა განვიხილოთ.

თათია დონაძე - ულამაზესი "რეზინა"

თათია დონაძე - ულამაზესი "რეზინა"

გარდა იმისა რომ მართლაც ძალიან მომხიბვლელია, შესანიშნავი ტანმოვარჯიშეა. ჩემი აზრით ვანო თარხნიშვილმა სწორად აღნიშნა,ასეთი ლამაზი რეზინა არც მე არ მინახავს არასდროს 🙂 ასეთი ნომერი ქართულ ნიჭიერში ჯერ არავის უჩვენებია,ვფიქრობ ჟიურიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დარწმუნებული ვარ,თათია შემდეგ ტურში ულამაზეს და საინტერესო ნომერს შემოგვთავაზებს 🙂

რჩევები აბიტურიენტებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011 - რჩევები აბიტურიენტებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011 - რჩევები აბიტურიენტებს

მოგესალმებით,ძვირფასო აბიტურიენტებო მინდა აგიხსნათ,თუ რა სიტუაციაა გამოცდაზე, რაც მე უკვე გავიარე . პირველ რიგში, მიდიხარ იმ შენობასთან,რომელიც იქნება მითითებული შენს პირად ტალონში. გარეთ არის ძალიან დაძაბული და ამასთან სახალისო გარემო. 50 % ისე ნერვიულობს, ფერი არ ადევს, დანარჩენი 50 % ან ცეკვავს,ან მღერის, ან მთვრალია , ნუ ჩემ დროს ასე იყო ტალონზე მითითებულ დროს გაიხსნება კარები,სადაც დაცვა დგას და 5-5,7-7 ბავშვს უშვებენ ორ-ორი სამ-სამი წუთის გამოტოვებით…ადიხართ გრძელ კიბეზე,რამაც მე პირადად დამგრუზა … შედიხართ შენობაში,გჩხრიკავთ დაცვა, შემდეგ მიგითითებენ თუ სად უნდა მიიტანოთ ტალონი, მიიტანთ და სპეციალური აპარატის საშუალებით დაგიწერენ ოთახის ნომერს და იმ მაგიდის ნომერს,სადაც მოგიწევთ ტესტის დაწერა,,,იქვე დგას ადამიანი , რომელსაც ეტყვით ოთახის ნომერს და გეტყვით,თუ რომელ სართულზე უნდა ახვიდეთ… ეს პროცესი ყველაზე ტვინის ბურღვაა,მე პირადად ოთხჯერ შემეშალა შედიხართ ოთახში,ანახებთ დამკვირვებელს თქვენს ტალონს , დამკვირვებელი მიგითითებთ სკამზე,სადაც უნდა დაჯდეთ… მითითებულ დროს იწყება საგამოცდო პროცესი, დამკვირვებელი აგიხსნით ყველანაირ წესს,რაც უნდა დაიცვათ გამოცდაზე , ამის შემდეგ იტყვის რომ დაიწყო დროის ათვლა და ოთახში ჩამოვარდება სრული სიჩუმე… ესაა და ეს მთავარია არ ინერვიულოთ ! ხო, წყალს თუ ნახევრად გაყინულს შეიტანთ კარგს იზამთ,უნარების გამოცდაზე მთლიანად გაყინული შევიტანე,არ გადნა და მოვკვდი წყურვილით არამც და არამც არ გამოხვიდეთ,სანამ სრულად არ ამოიწურება ტესტის წერისთვის განკუთვნილი დრო,გადახედეთ ტესტს თუნდაც 100-ჯერ , დაიმახსოვრეთ,ყველაზე კარგად ის წერს,ვინც უფრო დიდი ხანი ზის და თუ სხვა მალე გავიდა,არ ნიშნავს იმას,რომ ტვინი გადმოსდის . წარმატებებს გისურვებთ

პირადი უსაფრთხოება FB-ზე ანუ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ აპლიკაციები

eet Journal – მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ FB-ზე აპლიკაცები. Facebook-ის ზოგიერთი აპლიკაცია ბოროტად იყენებს იმ უფლებებს,რომელთაც მომხმარებლისგან იღებს… ეს არ ხდება არაკანონიერად,როდესაც თქვენ შედიხართ რომელიმე თამაშში ან აპლიკაციაში , აუცილებლად გიგდებთ მოთხოვნას, რომელზე დათანხმების შემთხვევაშიც თქვენ აძლევთ აპლიკაციას უფლებას რომ აიღოს თქვენს შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, ანუ აჭერთ Allow-ს.

როგორც იქნა გადმოვბარგდი

როგორც იქნა გადმოვედი ჩემთვის სასურველ დომენზე , აწი აქ გავაგრძელებ პოსტვას და აქ შემომიარეთ ხოლმე 😛

ჰუი

ჰაი

ჰელლო

ველქამ

ბლაბლაბლა