aa ევროპის ჩემპიონატი | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: ევროპის ჩემპიონატი

უმადურობა “გურჯულად” ანუ არაფრის ღირსები (რატომ) არ ვართ…

ზოგადად ქართველებში გავრცელებული ფრაზაა : “არაფრის ღირსი არ ვართ ქართველები…” ეს ის შემთხვევაა,როდესაც ნამდვილად შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის ერთ “ქვაბში მოხარშვა”. ზოგადად ქართველებს ერთი უცნაური ჩვევა გვახასიათებს,გვიყვარს მაშინ როცა გვახარებენ და გვძულს მაშინ,როდესაც ცდილობენ გაგვახარონ და არ გამოსდით. არ მაქვს აქ ლაპარაკი ძმაკაცურ და ოჯახურ ურთიერთობებზე,ვწერ ზოგად ფაქტებზე. ძალიან მარტივი მაგალითის მოყვანა შემიძლია ამ ფაქტთან დაკავშირებით,რომელიც სულ ახლახანს მოხდა ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე. ალბათ ყველას გახსოვს ქართველების მოგება ხორვატიასთან,როცა იქით კომენტატორი კვდებოდა სიხარულით და აქეთ გულშემატკივარი. ალბათ ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს გაუჩნდა ამ დროს იმედი,რომ თემურ ქეცბაია მართლა შეძლებდა და შეძლებს კიდეც ამ გუნდის გამოცოცხლებას. ქართულ სუფრებზეც კი სვავდნენ ერთი პერიოდი თემურ ქეცბაიას სადღეგრძელოს. შემდეგი მატჩი რომ წავაგეთ ხორვატიასთან,ალბათ ესეც გეცოდინებათ.ხოდა მოხდა საოცრება, ის ადამიანები რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თემურის ქება-დიდებაში იყვნენ,წარბშეუხრელად აგინებდნენ და აფურთხებდნენ ქეცბაიას. ახლა ისმის ძალიან ლოგიკური კითხვა, გუნდს,რომელსაც ამდენი ხანია არ მოუგია,ოცნებაშიც კი არ ქონდა გულშემატკივართა უმეტესობას უკვე,რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს მოიპოვებდა.ქეცბაიას ხელში გუნდმა ეს შეძლო, რეალური შანსი გაჩნდა,რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ “ბილეთს აიღებდა”. უბრალოდ ერთი კითხვა დამებადა მე ,როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მიმართ უცენზურო გამონათქვამები დავინახე. რა უნდა ექნა ქეცბაიას,თითონ შესულიყო სტადიონზე და 11 კაცის მაგივრად ეთამაშა? თუ ჯადოქარია,რომ ხელის ერთი გადასმით,გუნდი რომელიც წლების მანძილზე ფლავდებოდა, უცებ გამოაცოცხლოს და ისეთ პრესტიჟულ ჩემპიონატზე გაიყვანოს,როგორიც ევროპის ჩემპიონატია? ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება , ქართველების უმადურობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ჩემი აზრით ნათელი მაგალითია იმისა,თუ რატომ არ ვიმსახურებთ ქართველები “ბევრს არაფერს” !