aa ეროვნული გამოცდები | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: ეროვნული გამოცდები

My goals

გუშინწინ ველაპარაკებოდი facebook-ის მეგობარს, რომელმაც მოიგო green card-ი და უკვე New York-ში ცხოვრობს,სეირნობს Time SQ-ზე, სწავლობს ერთ-ერთი კოლეჯში და მოკლედ, შეიძლება ითქვას აბსლუტური მარაზმიდან , იდეალურ სიტუაციაში მოხვდა… ხოდა ამ საუბრის შემდეგ სიღრმისეულად ჩავფიქრდი,როგორ წარიმართება ჩემი მომავალი,რას მინდა მივაღწიო ცხოვრებაში (მინიმუმ) და ასე შემდეგ… აღმოვაჩინე 4 რამ,რაც ამ ეტაპზე მიტრიალებს თავში და მინდა, რომ ამ 4 მიზანს აუცილებლად მოვასხა ფრთები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მიზანი პირველი , რომელიც აგერ უკვე კარს მომდგომია,არის ის რომ ჩავაბარო იურიდიულ ფაკულტეტზე და ვისწავლო იურისპუდექცია,მივიღო განათლება იმ დონეზე,რომ ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი. ამას რამდენად მივაღწევ,უფრო სწორად რამდენად ჩავაბარებ ჩემთვის სასურველ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტში,სულ მალე, ასე 2 თვეში გამოჩნდება.

New York - ოცნების ქალაქი

New York - ოცნების ქალაქი

მეორე მიზანი, რომლის განხორციელებაზეც დიდი ხანია ვოცნებობ, არის ამერიკაში,კერზოდ კი New york-ში ჩასვლა, ანუ გარკვუელი დროით ცხოვრება , ისე რო ჩემი გადასაწყვეტი იყოს,დავრჩები თუ ჩამოვალ… ეს არ არის მარტო new york-ის live-ში ნახვის დაუოკებელი სურვილი, ეს არის ის ერთი მიზანი,რომელიც როგორც წესი მინიმუმ 5 ახალ მიზანს უსახავს ადამიანს, მითუმეტეს 18-19 წლის ასაკში, ამას აუცილებლად მივაღწევ,უბრალოდ დროის საკითხია…

მიზანი მესამე, მინდა მქონდეს დიიიიიიიიიდი სახლი დიიიიიიიდი ეზოთი, რომელსაც ზუსტად ისე ავაწყობ და დავაწყობ,როგორც მე მენდომება. დიდ სახლში იგულისხმება მინიმუმ 3 სართულიანი , ულამაზესი და უკეთილმოწყობილესი სახლი, რომელის შეძენა/აშენებსაც აუცილებლად შეუწყობს ხელს პირველი ორი მიზნის განხორციელება
მაქვს კიდე 2 მიზანი,რომელსაც გარკვეულ მიზეზთა გამო სხვების წასაკითხად არ დავწერ 🙂 პოსტის ბოლოს კი ყველას გისურვებთ თქვენი ოცნებებისა და მიზნების , ახდენას და მიღწევას

 

ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდები მოიხსნა!

mikheil saakashvili
ახლახანს რუსთავი 2-ზე გავიდა სპეც.რეპორტაჟი,სადაც განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა,რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთახნმების საფუძველზე წლევანდელი ეროვნული და საატესტატო გამოცდები მოიხსნა ! ყველა აბიტურიენტი რომელმაც შეიტანა განაცხადი ამა თუ იმ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე,გამოცდების გარეშე ჩაირიცხება და სექტემბერში როგორც სტუდენტი ისე მივა უნივერსიტეტში.როგორც ცნობილი ხდება, ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა შარშან აბიტურიენტების მასობრივმა ჩაჭრამ,რამაც უნივერსიტეტები პრაკტიკულად დააცარიელა.
” მომავალი წლიდან ჩვეულებრივ გაგრძელდება საგამოცდო პროცესები,ხოლო წლევანდელი წელი გამონაკლისად უნდა ჩავთვალოთ” – აცხადებს მაია მიმინოშვილი