aa საატესტატო გამოცდები | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: საატესტატო გამოცდები

ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდები მოიხსნა!

mikheil saakashvili
ახლახანს რუსთავი 2-ზე გავიდა სპეც.რეპორტაჟი,სადაც განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა,რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთახნმების საფუძველზე წლევანდელი ეროვნული და საატესტატო გამოცდები მოიხსნა ! ყველა აბიტურიენტი რომელმაც შეიტანა განაცხადი ამა თუ იმ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე,გამოცდების გარეშე ჩაირიცხება და სექტემბერში როგორც სტუდენტი ისე მივა უნივერსიტეტში.როგორც ცნობილი ხდება, ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა შარშან აბიტურიენტების მასობრივმა ჩაჭრამ,რამაც უნივერსიტეტები პრაკტიკულად დააცარიელა.
” მომავალი წლიდან ჩვეულებრივ გაგრძელდება საგამოცდო პროცესები,ხოლო წლევანდელი წელი გამონაკლისად უნდა ჩავთვალოთ” – აცხადებს მაია მიმინოშვილი

რჩევები აბიტურიენტებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011 - რჩევები აბიტურიენტებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011 - რჩევები აბიტურიენტებს

მოგესალმებით,ძვირფასო აბიტურიენტებო მინდა აგიხსნათ,თუ რა სიტუაციაა გამოცდაზე, რაც მე უკვე გავიარე . პირველ რიგში, მიდიხარ იმ შენობასთან,რომელიც იქნება მითითებული შენს პირად ტალონში. გარეთ არის ძალიან დაძაბული და ამასთან სახალისო გარემო. 50 % ისე ნერვიულობს, ფერი არ ადევს, დანარჩენი 50 % ან ცეკვავს,ან მღერის, ან მთვრალია , ნუ ჩემ დროს ასე იყო ტალონზე მითითებულ დროს გაიხსნება კარები,სადაც დაცვა დგას და 5-5,7-7 ბავშვს უშვებენ ორ-ორი სამ-სამი წუთის გამოტოვებით…ადიხართ გრძელ კიბეზე,რამაც მე პირადად დამგრუზა … შედიხართ შენობაში,გჩხრიკავთ დაცვა, შემდეგ მიგითითებენ თუ სად უნდა მიიტანოთ ტალონი, მიიტანთ და სპეციალური აპარატის საშუალებით დაგიწერენ ოთახის ნომერს და იმ მაგიდის ნომერს,სადაც მოგიწევთ ტესტის დაწერა,,,იქვე დგას ადამიანი , რომელსაც ეტყვით ოთახის ნომერს და გეტყვით,თუ რომელ სართულზე უნდა ახვიდეთ… ეს პროცესი ყველაზე ტვინის ბურღვაა,მე პირადად ოთხჯერ შემეშალა შედიხართ ოთახში,ანახებთ დამკვირვებელს თქვენს ტალონს , დამკვირვებელი მიგითითებთ სკამზე,სადაც უნდა დაჯდეთ… მითითებულ დროს იწყება საგამოცდო პროცესი, დამკვირვებელი აგიხსნით ყველანაირ წესს,რაც უნდა დაიცვათ გამოცდაზე , ამის შემდეგ იტყვის რომ დაიწყო დროის ათვლა და ოთახში ჩამოვარდება სრული სიჩუმე… ესაა და ეს მთავარია არ ინერვიულოთ ! ხო, წყალს თუ ნახევრად გაყინულს შეიტანთ კარგს იზამთ,უნარების გამოცდაზე მთლიანად გაყინული შევიტანე,არ გადნა და მოვკვდი წყურვილით არამც და არამც არ გამოხვიდეთ,სანამ სრულად არ ამოიწურება ტესტის წერისთვის განკუთვნილი დრო,გადახედეთ ტესტს თუნდაც 100-ჯერ , დაიმახსოვრეთ,ყველაზე კარგად ის წერს,ვინც უფრო დიდი ხანი ზის და თუ სხვა მალე გავიდა,არ ნიშნავს იმას,რომ ტვინი გადმოსდის . წარმატებებს გისურვებთ