aa საქართველო | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: საქართველო

ტატუ აქ შეჩემა,ეს ცვეტში “იძლევა”

 



“ტატუ აქ შეჩემა,ეს დაიკერება უეჭველი ტო”
“აუ ეს გოგო იმდღეს გავაძრე კლუბში, მაგარი გალეწილი იყო ცვეტში ბოზია”
სხვა მრავალი “გენიალური” ფრაზისა და ვარაუდის გახსენება შეიძლება,რომელსაც ქართველი კაცისგან გაიგებ, თუმცა ახლა მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. რატომღაც ჩემს გარშემო ბევრს გამოუთქვამს ასეთი ვარაუდები ამა თუ იმ გოგოს მიმართ და ვერასდროს ვერ ვიგებ , რატომ ითვლება რო გოგო რომელსაც გამომწვევად აცვია ბოზია, ან გოგო რომელსაც ტატუ აქვს გაკეთებული უეჭველი დაიკერება და ასე შემდეგ…მოკლედ ქართველი ბიჭების უმეტესობის აზრით,გოგო “იძლევა” თუ :

აქვს ტატუ
აქვს პირსინგი
არის ემო
არის სექსუალური
არაა ქალიშვილი
თავისუფლად საუბრობს სექსზე

ზოგადად ბიჭების აზრი ასეთია , “თუ გოგო 16-20 წლის ასაკში ქალიშვილი არაა და არც ქმართან დაუკარგავს ეს ქალიშვილობა,უეჭველი ბოზია და დაიკერება.” ყველა ბიჭზე არაა რა თქმა უნდა ლაპარაკი,მაგრამ ქართული მენტალიტეტი ზოგადად ასეთია და ამას ვერცერთი ვერ ვუარვყოფთ.
იდეაში ამ პოსტს გაგრძელება უნდა ქონოდა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მეც მამრი ვარ ( 😀 ) აღარ გავაგრძელებ ამ პოსტს,თუმცა ვთვლი რო ძირითადი სათქმელი ითქვა, ეს აზროვნება ალბათ კარგა ხანი ვერ შეიცვლება და სანამ 100 ადამიანიდან 40 მაინც იფიქრებს ასე საქარველოში,ევროპელობაზე ნურც იოცნებებთ … ვოტ ტაკ ))

9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედია

დღეს 9 აპრილია,საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. ვერასოდეს ვერ ვკითხულობ უემოციოდ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობას “ორნი აქა იქ”,რომელიც ცხრა აპრილის სისხლიან ტრაგედიას უაკვშირდება. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ,მინდა რომ თქვენც წაგაკითხოთ…გთავაზობთ ნაწყვეტს :

 

ძალიან გეტკინა, შვილო? – იქა ჰკითხეს.
ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, დართადერთი სამხმოვანება გაისმოდა, მაგრამ ისეთი, მარადიულად წელადი და მომცველი ისე, ვიღას და რაღას არ ჩაიტევდა, და გოგონამაც, ვინც ვეღარ ხედავდა თავის სუსტსა და გამხდარ სხეულს, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ უფრო იყო,ოყო, თანაც, რამდენად უკეთესად და უკეთესი, ფერებს გაოცებული აღიქვამდა და სამხმოვანებით გაჟღენთილიყო, ეს რა ყოფილა ნეტარება, მაგრამ როდესაც ისევ გაუმეორეს, როგორი მაღლივის ხმით მერე, – „ძალიან გეტკინა, შვილო?“- ხმადაბლა მიუგო და უთხრა:
მე არ მოველოდი.
უხილავ თავზე, ჭრილობასთან, წყნარად დაედო ფრთხილი, ფაქიზი,დაუჯერებლად მომფერებელი, დაკოჟრილი დიადი ხელი:
– ჩემი იქნები. აღარაფერი შეგაჭირვებს. აღარასოდეს. გიხაროდენ.
– თქვენ… მაპატიეთ, – მორიდებით უთხრა გოგონამ, ძალიან-ზე მეტად ღელავდა. – თქვენ სწორედ ის ხართ?