aa სექსი | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: სექსი

ტატუ აქ შეჩემა,ეს ცვეტში “იძლევა”

 



“ტატუ აქ შეჩემა,ეს დაიკერება უეჭველი ტო”
“აუ ეს გოგო იმდღეს გავაძრე კლუბში, მაგარი გალეწილი იყო ცვეტში ბოზია”
სხვა მრავალი “გენიალური” ფრაზისა და ვარაუდის გახსენება შეიძლება,რომელსაც ქართველი კაცისგან გაიგებ, თუმცა ახლა მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. რატომღაც ჩემს გარშემო ბევრს გამოუთქვამს ასეთი ვარაუდები ამა თუ იმ გოგოს მიმართ და ვერასდროს ვერ ვიგებ , რატომ ითვლება რო გოგო რომელსაც გამომწვევად აცვია ბოზია, ან გოგო რომელსაც ტატუ აქვს გაკეთებული უეჭველი დაიკერება და ასე შემდეგ…მოკლედ ქართველი ბიჭების უმეტესობის აზრით,გოგო “იძლევა” თუ :

აქვს ტატუ
აქვს პირსინგი
არის ემო
არის სექსუალური
არაა ქალიშვილი
თავისუფლად საუბრობს სექსზე

ზოგადად ბიჭების აზრი ასეთია , “თუ გოგო 16-20 წლის ასაკში ქალიშვილი არაა და არც ქმართან დაუკარგავს ეს ქალიშვილობა,უეჭველი ბოზია და დაიკერება.” ყველა ბიჭზე არაა რა თქმა უნდა ლაპარაკი,მაგრამ ქართული მენტალიტეტი ზოგადად ასეთია და ამას ვერცერთი ვერ ვუარვყოფთ.
იდეაში ამ პოსტს გაგრძელება უნდა ქონოდა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მეც მამრი ვარ ( 😀 ) აღარ გავაგრძელებ ამ პოსტს,თუმცა ვთვლი რო ძირითადი სათქმელი ითქვა, ეს აზროვნება ალბათ კარგა ხანი ვერ შეიცვლება და სანამ 100 ადამიანიდან 40 მაინც იფიქრებს ასე საქარველოში,ევროპელობაზე ნურც იოცნებებთ … ვოტ ტაკ ))

რატომ უნდა უღალატო საყვარელ ადამიანს?

Doody-ს ბლოგზე ვნახე პოსტი ღალატის შესახებ,მეც ვაპირებდი ამასწინებზე დაწერას მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე,ახლა ისევ ამომიტივტივდა ეს თემა და მოდით,დავწერ მეც. ბევრჯერ მსმენია ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისგან,რომ ცოლი სახმარად არ უნდათ,ცოლი უნდა ცოლად და ლოგინში სხვა ქალი ურჩევნიათ.ვერ ვიგებ ამას და მომკალით. doody-სი არ იყოს არც მე არ მესმის რატომ ან როგორ უნდა უღალატო ქალს,რომელიც გიყვარს, რატომ არ უნდა გქონდეს მასთან ისეთი სექსი,როგორიც გინდა და რატომ უნდა მიგიწევდეს სხვა ქალისკენ გული ან … ? არ ვიცი სხვა თუნდაც ბევრი ჩემი ახლობელი როგორ ახერხებს ამას,რომ სრულიად უემოციოდ წვება სხვა ქალთან მაშინ როცა მეუღლე ჰყავს, ან თუნდაც ქალი ყავს გვერდში რომელიც მომავალ მეუღლედ წარმოუდგენია. ბევრჯერ მსმენია ისიც რომ “მოვიყვან ცოლს და მივხვდები” , ალბათ ვინც ამ ფრაზას მეუბნება მისი ცოლი ან არ მოსწონს,ან სექსი არ გამოსდით ან უბრალოდ არ უყვარს, არ ვიცი თქვენ რას აპირებთ მაგრამ მე ნამდვილად ისეთ ცოლს მოვიყვან, რომელიც იდეალი იქნება ჩემთვის,რომელთანაც სექსიც ისეთი მექნება, როგორც ორივეს გვენდომება და არასოდეს გავიხედავ სხვა ქალისკენ ! ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ასე ვფიქრობდი,ასე ვფიქრობ და ასე ვიფიქრებ, თქვენ კი ვინც ასე ადვილად ღალატობთ ცოლს ან საყვარელ ადამიანს,იქნებ დაფიქრდეთ,,, გიყვართ კი ის ადამიანი ვისაც ღალატობთ? ან თუ გიყვართ რატომ აკეთებთ იმას,რაც მას გულს ატკენს , რახან ვერ გაიგებს? თუ ამ ლოგიკით და პრინციპით იცხოვრეთ,ანუ თუ ჩათვალეთ რომ თუ “ის” ვერ გაიგებს ,შესაბამისად არ ეწყინება და მერე რა მოხდა,დამერწმუნეთ თქვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს,თუ თქვენი პარტნიორი(ცოლი/საცოლე) სრულ ჭკუაზეა 😉

Oh my god,i’m free


ასწორებს როცა შინაგანად ხარ თავისუფალი,,,როცა არცერთი ადამიანის წინაშე , ვგულისხმობ შეყვარებულის/ცოლის ან “რაიმე ამდაგვარის” წინაშე არ გრძნობ თავს დამნაშავედ და ყველაზე კარგია როცა საერთოდ არავინ არ გყავს მსგავსი 😀 პირადად მე დიდი ხანია ეს გრძნობა არ განმიცდია და 2 დღეა სრულ ნეტარებას განვიცდი . ზოგადად არ შემიძლია როცა ერთთან ვარ,მეორესთანაც ვიყო.