aa სიყვარული | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: სიყვარული

მე და მე

მე1 : რაღაც ვერ ვარ კარგად

მე2 : რა ჯანდაბა გეტაკა ?

მე1 : მენატრება ბიჭო 🙁

მე2 : რა გენატრება,გუშინ არ ნახე?

მე1 : შენ სიყვარულის საერთოდ რა გესმის? მაგარი უგულო და გაუთვითცნობიერებელი ტიპი ხარ ამ საკითხში

მე2 : და შენ მე მეუბნები მაგას? ასე კარგად თუ გესმის , გუშინ ნახე , მთელი ღამე ერთად იყავით, დღეს ისევ გენატრება და თავს ვერ იკავებ,სულ გინდა აგრძნობინო და უთხრა რომ გიყვარს, ვერ უნდა ხვდებოდე რო ამხელა ბიჭმა ცოტა თავი უნდა მოთოკო?

მე1 :რა საჭიროა თავის მოთოკვა? მე ის მიყვარს, გამოცდას კი არ ვუტარებ. ყველანაირი თავშეკავება, რაც ნორმალური ადამიანის ქცევას არ ცდილდება ,ჩემთვის ზედმეტია !

მე2 : მაიცა რა თუ ძმა ხარ,ბევრისგან მსმენია მსგავსი საუბარი სიყვარულის მარადიულობის და ჭეშმარიტების შესახებ,თუმცა გადის დრო და აღარ ახსოვთ როგორ უნდოდათ “მის” გვერდით ყოფნა,ჩახუტება ,მოფერება…

მე1 : ბევრისგან რა გსმენია არ მაინტერესებს, მე რო მაგ ბევრს დავემგვანები მერე წამიყენე ეგ პრეტენზიები !

მე2 : ჰეჰეჰე ) მასეთი ლაპარაკიც ბევრჯერ მსმენია, “ეგ” დრო რო დადგება მერე რა ნამუსით ჩაიხედები სარკეში ძალიან მაინტერესებს…

მე1 : არასოდეს, არასოდეს მოვა ეგ დრო !!!

ციკლიდან : ძალიანმეძინებადაუფროძალიანმიყვარს

Oh my god,i’m free


ასწორებს როცა შინაგანად ხარ თავისუფალი,,,როცა არცერთი ადამიანის წინაშე , ვგულისხმობ შეყვარებულის/ცოლის ან “რაიმე ამდაგვარის” წინაშე არ გრძნობ თავს დამნაშავედ და ყველაზე კარგია როცა საერთოდ არავინ არ გყავს მსგავსი 😀 პირადად მე დიდი ხანია ეს გრძნობა არ განმიცდია და 2 დღეა სრულ ნეტარებას განვიცდი . ზოგადად არ შემიძლია როცა ერთთან ვარ,მეორესთანაც ვიყო.

სიყვარულის დღე არა პუტინი

დღეს სიყვარულის დღეა,უამრავი შეყვარებული ადამიანი აღნიშნავს ამ დღეს, ზოგი პარკში ზასაობს, ზოგი შეყვარებულს საჩუქარს ჩუქნის სიმწრით შეგროვებული ფულით,
ზოგს ფული აქვს და რაიმე კრეატიულის მოფიქრებას ცდილობს… მე კი უბრალოდ,მკიდია ! განა იმიტომ რომ სიყვარულზე ვარ გაბრაზებული? ან განა იმიტომ რო არავინ არ მომწონს? ან განა იმიტომ რომ ეს დღე მეზიზღება? არა!