aa Desing | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: Desing

შემაჯამებელი პოსტი

www.beqex.info

www.beqex.info

მოგესალმებით.დღეს გავიდა 1 თვე რაც ჩემი ბლოგი გაიხსნა და მინდა დავწერო შემაჯამებელი პოსტის მაგვარი პოსტი. სულ ჩემს ბლოგზე დაიწერა 47 პოსტი, რასაც 227 გამოხმაურება,ანუ კომენტარი მოჰყვა. ბლოგზე 1 კვირის წინ ჩავრთე რეგისტრაცია,ამ დროის განმავლობაში დარეგისტრირდა 17 ადამიანი , ასევე მოვიწვიე ერთი ბლოგერი,რომელმაც საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ჩემს ბლოგზე 🙂 თუ Top.ge-ს მონაცემებს დავეყრდნობით, 1 თვის განმავლობაში ბლოგი 29351 – მა მომხმარებელმა დაათვალიერა , ხოლო დღეში ბლოგს 2000-3000 ადამიანი სტუმრობს. ვნახოთ რა შედეგი იქნება 11 თვეში,ანუ ერთი წლის შემდეგ 🙂
P.S რაც შეეხება ბლოგის დიზაინს,გამოკითხვამ მაჩვენა რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ემხრობა ბლოგზე დიზაინის შეცვლას. 2-3 დღე დაველოდები გამოკითხვის შედეგებს და თუ კვლავ ასეთი შედეგი მექნება , აუცილებლად შევცვლი დიზაინს.

ფოტოშოფი და მე,მე და ფოტოშოფი

adobe fotoshop cs4

adobe fotoshop cs4

გამარჯობათ. ალბათ გაგიკვირდებათ რამ მომანდომა პოსტის დაწერა ამ ღამის 6 საათზე. რამ და ფოტოშოფის სწავლის უსაზღვრო სურვილმა და ჟინმა 😀 7-8 წელია კომპიუტერთან ვზივარ და არცერთხელ არ მიფიქრია, რომ ფოტოშოფი მესწავლა, არადა აშკარად მჭირდება და ძალიან კარგი იქნება თუ ვისწავლი 😐 ყველაფერს რო თავი დავანებოთ თუ იმ დონემდე ვისწავლე რო ლამაზი ბანერები დავხატო,ისევ ჩემთვის და ჩემი ბლოგისთვის იქნება კარგი 😐 მერე მთლიანად დიზაინის ხატვაზეც გადავიდე ეგება…ხო რა,სხვა თუ სწავლობს მე რატო ვერ ვისწავლი,მთავარი მონდომებაა მეგობრებო 😀 ხოდა ასე, რამდენიმე წამში მორჩება fotoshop setup ინსტალიაციას და თეორიულად დღეს და პრაქტიკულად ხვალ საღამოდან შევეცდები დავიწყო ამ უპოპულარულესი სოფტის შესწავლა 😛 თუ გამოვიდა რამე,მალევე მიხვდებით დიზაინში ახალ-ახალი , ლამაზ-ლამაზი ჩანამატებით 😀

Re-desing


როგორც იქნა დიზაინი შევცვალე , უფრო სწორად ვიპოვე ის დიზაინი რომელიც მე ძალიან მომწონს.აქამდე სამჯერ შევცვალე ბლოგის დიზაინი,თუმცა არცერთი არ მომწონდა ბოლომდე.ხოდა ეხლა ეს მომწონს და მგონი არც თქვენ არ უნდა იყოთ უკმაყოფილო. თუ რამე შენიშვნა გექნებათ დიზაინთან დაკავშირებით,გთხოვთ დააკომენტარეთ და აუცილებლად გავითვალისწინებ ;)…