aa erovnuli gamocdebi | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: erovnuli gamocdebi

დაიწყოო დაიწყოო გამოცდები დაიწყოო

შაშკინი-მიმინოშვილი

www.beqex.info


პრინციპში რაღა დაიწყო,მეორე გამოცდა ვწერე დღეს. ზოგადად სიტუაცია რო საშინელია,ეს გამოცდაზე შესვლამდეც ჩანს ,ყოველშემთხვევაში სასოფლოში ნამდვილად ასეა. საზიზღარი სიცხე, არანაირი ჩრდილი (თუ სადმეა,100 კაცია შეჭეჭყილი) , მშობლების განწყირული ლაპარაკი და შვილებთან ჩახუტება…ისეთი შთაბეჭდილება მრჩება აგერ უკვე მეორე გამოცდაა,რო სასაკლაოზე უშვებენ მშობლები შვილებს.ყველაზე მეტად ის მიშლის ნერვებს,რომ ზოგიერთი მშობელი ვერ ხვდება,შვილი შედის გამოცდაზე თუ თითონ,მაგალითად ქართულის გამოცდაზე იმდენი ხანი ვერ გააშვებინეს ერთ მშობელს მისი შვილი,რო კინაღამ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.ზუსტად ეს მშობლების “თავგანწირვა” ქმნის უმეტესად რიგებს და ვიჭეჭყებით ისედაც საკეპ მანქანაში შესასვლელი ხალხი 🙁 ქართულის გამოცდაზე კინაღამ გავგიჟდი,მთელი გამოცდის მანძილზე ვიღაცის ტელეფონი რეკავდა ქვედა სართულზე,იმდენად ხმამაღალი ზარი იყო,რო სამჯერ მაინც გამეფანტა ყურადღება. დღეს შედარებით ადეკვატური სიტუაცია იყო(უნარებზე), არც ტელეფონი ბურღავდა ტვინს და არც დამკვირვებლები ჭორაობდნენ საგამოცდო პროცესში. ქართულზე საერთოდ არ მახსოვს რა ვწერე,რაღაც პასუხებისმაგვარი დაიდო FB -ს ერთ-ერთ ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილ გვერდზე,დაახლოებით 14 პასუხი მახსოვს რაც დავწერე და თუ არ ვცდები 12 უნდა მქონდეს სწორად,დანარჩენი არ მახსოვს 🙁 უნარები როგორ ვწერე საერთოდ არ ვიცი, ხან მგონია რო კარგად ვწერე ხან მგონია რო ცუდად, მეორე გამოცდაა კმაყოფილი გამოვდივარ და მერე უკმაყოფილების გრძნობა მიჩნდება 🙁 წინ ინგლისურის და ისტორიის გამოცდები მაქვს,იმედია ყველაფერი კარგად იქნება.წარმატებებს გისურვებთ ყველა აბიტურიენტს (ჩემთან ერთად) 😀

საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი ცნობილი გახდა


კულუარული ინფორმაციით, საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერის შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს საღამოს 6 საათზე მოაწერს ხელს, რითაც გამსვლელი ბარიერი გამოცხადდება.

onlinenews.ge-ს ინფორმაციით წინასწარი მონაცემებით, გამსვლელი ბარიერი განისაზღვრება ყველა საგანში 5.5 ქულით. თუმცა წელს, საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა და სამინისტრო მოსწავლეებს შეღავათების გაკეთებას შეჰპირდა. კონკრეტულად კი, მინისტრის ბრძანებით რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში ვისაც მიღებული აქვს მინიმუმ 5.2 ქულა მოსწავლე ბარიერგადალახულად ჩაითვლება. არაქართულენოვან სკოლებში მხოლოდ ერთ საგანში – ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი განისაზღვრება 5.1 ქულით.

მომავალ წელს გამსვლელ ბარიერად ყველა საგანში ისევ 5.5 ქულა იქნება, თუმცა სამ საგანში დაწესებული შეღავათები აღარ იქნება. რაც შეეხება არაქართულენოვან სკოლებს, ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი იქნება 5.3 ქულა.
შეგახსენებთ, საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა.
მეთორმეტეკლასელთა გამოცდა რვა საგანში საქართველოს მასშტაბით 1520 სკოლაში არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში ჩატარდა.