aa georgian web-projects | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: georgian web-projects

ქართული ვებ-პროექტები,რომლებიც დაიხურა

ალბათ ყველას მოგეხსენებათ,რომ სამწუხაროდ ჯინეტი ახალ-ახალი , საინტერესო და სასარგებლო პროექტების წარმოჩინებით ვერ დაიკვეხნის. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია,მაგრამ უფრო ცუდია როცა უკვე დახვეწილი და გამართული პროექტები იხურება. რამდენიმე პროექტის დახურვაზე ძალიან დამწყდა გული.
მაგალითად Blogroll.ge, რომელიც ძალიან ბევრ ბლოგერს გვაერთიანებდა,რაც ყველაზე კარგი იყო , შეგეძლო შესულიყავი ერთ საიტზე და წაგეკითხა უამრავი ბლოგერის პოსტი,ამავდროულად თავად ბლოგერებსაც მატემდა მომხმარებელს, ძალიან მოულოდნელი იყო ბლოგროლის დახურვა ჩემთვის და ძალიან საწყენიც.
ასევე ძალიან დამწყვიტა გული 123.ge-ს დახურვამ, ეს იყო პირველი ქართული სურათების ჰოსტინგი,რომელსაც მე ვენდობოდი. ძალიან სწრაფი და მოსახერხებელი იყო და ძალიან ბევრი ქართველი მომხმარებელი იყენებდა,ამ პროექტის დახურვაც ისეთივე მოულოდნელი იყო ჩემთვის,როგორც ზემოთ ხსენებულის.მართალია დღეს უკვე გვაქვს ასევე ქართული სურათების ჰოსტინგი pix.ge,მაგრამ 123.ge რატომღაც ბევრად მერჩივნა.
სამწუხაროდ ქართულ ვებ-სივრცეში იშვიათად თუ შევხვდებით საიტს,რომელიც შეიძლება ყოველდღიურად გახსნა და უახლესი ინფორმაცია მიიღო შენთვის საინტერესო თემაზე.სწორედ ამ იშვიათობას წარმოადგენდა ჩემთვის espace.ge,რომელსაც გახსნამდე უკვე ძალიან დიდი პოპულარობა ქონდა,იქიდან გამომდინარე რო ადმინისტრაციამ ჩაატარა გათამაშება,რომელმაც ხალხი დააინტერესა.გახსნის დღიდან,ყოველდღიურად ვსტუმრობდი ამ საიტს.ვინც არ იცით გეტყვით,რომ აშუქებდნენ ევენთებს,იდებოდა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც სხვათაშორის როგორც ახლობლების,ისე საკუთარი თავის ნახვასაც შეძლებდით,ნუ თუ კლუბები გიზიდავდათ რა თქმა უნდა )
და ბოლოს, ძალიან კარგი პროექტი იყო blog.ge,მართალია ბლოგ.ჯი არ იყო ინოვატორი, მაგრამ ბოლოს სწორედ ეს საიტი გვთავაზობდა ქართველებს ქართულ ბლოგ-სისტემას. ანუ ეს იყო wordpress.com-ის ქართული ანალოგი, სახელი.ბლოგ.ჯი ასეთი დომენის გაკეთება შეგეძლოთ და იგივე დატვირთვა ქონდა რაც ვორდპრესს.ქომს, ანუ შეგეძლოთ ბლოგის წარმოება , ნუ სურვილის შემთხვევაში სხვა შინაარსის საიტისაც, ალბათ დამეთანხმებით ,რომ blog.ge ძალიან კარგი დომენია მსგავსი სერვისისთვის.
ნელ-ნელა მახსენდება ისეთი ქართული პროექტები,რომელთა დახურვამაც მართლაც დამწყვიტა გული,ასე რომ გავყვე შორს წავალ ალბათ,მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების დახურვა მართლაც რომ დასანანია.