aa saatestato | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: saatestato

საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი ცნობილი გახდა


კულუარული ინფორმაციით, საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერის შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს საღამოს 6 საათზე მოაწერს ხელს, რითაც გამსვლელი ბარიერი გამოცხადდება.

onlinenews.ge-ს ინფორმაციით წინასწარი მონაცემებით, გამსვლელი ბარიერი განისაზღვრება ყველა საგანში 5.5 ქულით. თუმცა წელს, საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა და სამინისტრო მოსწავლეებს შეღავათების გაკეთებას შეჰპირდა. კონკრეტულად კი, მინისტრის ბრძანებით რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში ვისაც მიღებული აქვს მინიმუმ 5.2 ქულა მოსწავლე ბარიერგადალახულად ჩაითვლება. არაქართულენოვან სკოლებში მხოლოდ ერთ საგანში – ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი განისაზღვრება 5.1 ქულით.

მომავალ წელს გამსვლელ ბარიერად ყველა საგანში ისევ 5.5 ქულა იქნება, თუმცა სამ საგანში დაწესებული შეღავათები აღარ იქნება. რაც შეეხება არაქართულენოვან სკოლებს, ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი იქნება 5.3 ქულა.
შეგახსენებთ, საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა.
მეთორმეტეკლასელთა გამოცდა რვა საგანში საქართველოს მასშტაბით 1520 სკოლაში არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში ჩატარდა.