aa unarebi | beqex.info – beqo's personal blog

Tag Archives: unarebi

დაიწყოო დაიწყოო გამოცდები დაიწყოო

შაშკინი-მიმინოშვილი

www.beqex.info


პრინციპში რაღა დაიწყო,მეორე გამოცდა ვწერე დღეს. ზოგადად სიტუაცია რო საშინელია,ეს გამოცდაზე შესვლამდეც ჩანს ,ყოველშემთხვევაში სასოფლოში ნამდვილად ასეა. საზიზღარი სიცხე, არანაირი ჩრდილი (თუ სადმეა,100 კაცია შეჭეჭყილი) , მშობლების განწყირული ლაპარაკი და შვილებთან ჩახუტება…ისეთი შთაბეჭდილება მრჩება აგერ უკვე მეორე გამოცდაა,რო სასაკლაოზე უშვებენ მშობლები შვილებს.ყველაზე მეტად ის მიშლის ნერვებს,რომ ზოგიერთი მშობელი ვერ ხვდება,შვილი შედის გამოცდაზე თუ თითონ,მაგალითად ქართულის გამოცდაზე იმდენი ხანი ვერ გააშვებინეს ერთ მშობელს მისი შვილი,რო კინაღამ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.ზუსტად ეს მშობლების “თავგანწირვა” ქმნის უმეტესად რიგებს და ვიჭეჭყებით ისედაც საკეპ მანქანაში შესასვლელი ხალხი 🙁 ქართულის გამოცდაზე კინაღამ გავგიჟდი,მთელი გამოცდის მანძილზე ვიღაცის ტელეფონი რეკავდა ქვედა სართულზე,იმდენად ხმამაღალი ზარი იყო,რო სამჯერ მაინც გამეფანტა ყურადღება. დღეს შედარებით ადეკვატური სიტუაცია იყო(უნარებზე), არც ტელეფონი ბურღავდა ტვინს და არც დამკვირვებლები ჭორაობდნენ საგამოცდო პროცესში. ქართულზე საერთოდ არ მახსოვს რა ვწერე,რაღაც პასუხებისმაგვარი დაიდო FB -ს ერთ-ერთ ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილ გვერდზე,დაახლოებით 14 პასუხი მახსოვს რაც დავწერე და თუ არ ვცდები 12 უნდა მქონდეს სწორად,დანარჩენი არ მახსოვს 🙁 უნარები როგორ ვწერე საერთოდ არ ვიცი, ხან მგონია რო კარგად ვწერე ხან მგონია რო ცუდად, მეორე გამოცდაა კმაყოფილი გამოვდივარ და მერე უკმაყოფილების გრძნობა მიჩნდება 🙁 წინ ინგლისურის და ისტორიის გამოცდები მაქვს,იმედია ყველაფერი კარგად იქნება.წარმატებებს გისურვებთ ყველა აბიტურიენტს (ჩემთან ერთად) 😀

მე,ზაფხული და გამოცდები


სათაურმა ლალი მაროშკინას თუ მოროშკინას წიგნი არ მოგაგონათ? აბა სხვა რა დამერქმია , მეორე წელია ეროვნულ გამოცდებზე გავდივარ გაგანია ზაფხულში და რაც ყველაზე ცუდია,ჩემ დაბადების დღეზე…ანუ 1 ივლისს. ისმის კითხვა,რატომ გავდივარ მეორედ? იმიტომ რომ შარშან მათემატიკამ მეც,ისევე როგორც 9132 აბიტურიენტს,სახე გამიგლიჯა,ზაფხულთან ერთად მანქანაც დამაკარგვინა და მოკლედ, ჩამპიზდა.მივხვდი რო ჩემგან მათემატიკოსი ვერ დადგება,ამიტომ წელს ისტორია ავირჩიე მეოთხე საგნად. ასე თუ ისე მგონი კარგად მიმდის საქმე ისტორიაში, მაგრამ დავიღალე და მთელი დღეა სრულ დეპრესიაში ვარ,,, აღარც ქართულზე სიარული მინდა,აღარც ინგლისურზე…ისტორიაზე მინდა,იმიტომ რომ მაინტერესებს, ის ორი არ მაინტერესებს და რა ვქნა? შარშან ნორმალური ქულა ავიღე ორივეში,მე რო მკითხო იმ ორში საერთოდ არ მჭირდება მომზადება,მაგრამ ვინ მეკითხება მე? კიდე კაი უნარებში მაინც გავიტანე ჩემი და 1 თვიანი უნარებზე წანწალის შემდეგ,დავარწმუნე მასწავლებელი რო არ მჭირდებოდა მომზადება და შესაბამისად მასწავლებელმა ჩემები დაარწმუნა 😀 …მართლა ვიცი ეს უნარები და რატო უნდა ვიწანწალო აქეთ იქით? კიდე კაი ატესტატი მაინც მაქ,თორე მე ნამდვილად ვერ ჩავაბარებდი ფიზიკას და ქიმიას,იმიტო რო გარტყმაში არ ვარ საერთოდ 😀 იმედია საატესტატო გამოცდების შემდეგ 40 000-იდან მაქსიმუმ 25 000 აბიტურიენტი დარჩება და კონკურსი საერთოდ არ იქნება 😀 ვიცი ბოროტი ვარ,მაგრამ სხვა 15 000 აბიტურიენტს ერთი ჩემი თავი მირჩევნია , ასეთია ცხოვრება